სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ლიტვის პრეზიდენტმა გააფრთხილა სააკაშვილი ჩემზე, აღარ შეეხოთო" - რას ყვება ვალერი გელაშვილი მის თავდასხმასთან კავშირში მყოფ მაღალჩინოსნებზე
"ლიტვის პრეზიდენტმა გააფრთხილა სააკაშვილი ჩემზე, აღარ შეეხოთო" - რას ყვება ვალერი  გელაშვილი მის თავდასხმასთან კავშირში მყოფ მაღალჩინოსნებზე

თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბა მის­ცა. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი 2005 წლის ივ­ლის­ში ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტზე და­ი­კი­თხა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი მთხოვ­და, რომ გე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი ისე უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რომ მო­ტი­ვი არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. მე ამ თხოვ­ნა­ზე უარი გან­ვა­ცხა­დე და შემ­დეგ უკვე, როცა ფაქ­ტი მოხ­და და როცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ვე­სა­უბ­რე, მას­თან სა­უბ­რის დროს დავ­რწმუნ­დი, რომ მისი თხოვ­ნა შეს­რულ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა იყო და ერთ-ერთს სამ­ნი - თა­ვად ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"ამ სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი მე უკვე მო­გახ­სე­ნეთ. ან­გა­რი­შის­წო­რე­ბის თხოვ­ნა მომ­დი­ნა­რე­ობ­და ჩემს მი­მართ, იმი­ტომ რომ მყავ­და ისე­თი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ერ­თგუ­ლე­ბის ნიშ­ნით გა­მო­ირ­ჩე­ო­და", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი დე­პუ­ტატ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- მე მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ამას იტყო­და. ის, რაც ოქ­რუ­აშ­ვილ­მა თქვა, ჩემ­თვის სი­ახ­ლე არ იყო, მე დიდი ხა­ნია ვი­ცო­დი, რომ ჩემი სა­სიკ­ვდი­ლოდ ცემა უშუ­ა­ლოდ სა­ა­კაშ­ვილ­მა და მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­გეგ­მეს. რომ არა ჩემი ფი­ზი­კუ­რი გამ­ძლე­ო­ბა, მე იქ ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დი, რად­გან მო­ტე­ხი­ლი მქონ­და ფუ­ძის ძვა­ლი და ასეთ დროს გა­დარ­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. მათი მი­ზა­ნი იყო რომ ად­გილ­ზე, ცე­მა­ში უნდა მოვმკვდარ­ვი­ყა­ვი ან სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში ინ­ვა­ლი­დად დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

- სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნა მოგ­ვცა, თქვენ თუ ეთან­ხმე­ბით ამას?

- ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი არაა, რად­გან პო­ლი­ტი­კო­სი იყო ეს არ ნიშ­ნავს, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მერე პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გახ­დე­ბა. მე­რა­ბიშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვეა, კრი­მი­ნა­ლია და ცი­ხე­ში უნდა იჯ­დეს.

- მას მერე რაც თქვენ გა­დარ­ჩით, და­ში­ნე­ბა თუ იყო?

- კი, მო­დი­ო­და ჩემ­თან ხმე­ბი და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თუ მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დო­დი, და­მი­ჭერ­დნენ. სხვა­თა შო­რის, მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტმა ადამ­კუს­მა (ჩემი ოჯა­ხი ლიტ­ვის მო­ქა­ლა­ქეა და მეც ხში­რად მი­წევს ლიტ­ვა­ში ყოფ­ნა) გა­აფრ­თხი­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და უთხრა, რომ გე­ლაშ­ვილს აღარ შე­ე­ხო­თო, თო­რემ არ გა­პა­ტი­ებ­თო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ადამ­კუ­სის დამ­სა­ხუ­რე­ბაა მე, რომ ცო­ცხა­ლი ვარ.

- რა იყო თქვე­ნი ცე­მის მი­ზა­ნი?

- მე ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ვინც მათ წი­ნა­აღ­მდეგ ხმა აი­მაღ­ლა და ჩემი ცემა, უნდა ყო­ფი­ლი­ყო მა­გა­ლი­თი სხვე­ბი­სათ­ვის, რათა ხმის ამო­ღე­ბა ვერ გა­ე­ბე­დათ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ტომ გა­ნა­ცხა­და მხო­ლოდ ახლა და არა მა­ნამ­დე?

- მე მახ­სოვს, რომ ოქ­რუ­აშვლმა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­შიც ისა­უბ­რა ამ თე­მა­ზე.

- რო­გორც მან თქვა, ის იქ იყო, როცა სა­ა­კაშ­ვილ­მა და მე­რა­ბიშ­ვილ­მა თქვენ­ზე თავ­დას­ხმა და­გეგ­მეს. რა­ტომ არ გა­გაფრ­თხი­ლათ და რა­ტომ არ ეცა­და, რომ თქვე­ნი სი­ცო­ცხლე გა­და­ერ­ჩი­ნა?

- მე ვი­ცო­დი, რომ ჩემს მი­მართ რა­ღაც იგეგ­მე­ბო­და, მომ­დი­ო­და ხმე­ბი და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სწო­რედ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი აბა­რებ­და გარ­კვე­ულ ადა­მი­ა­ნებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. უბ­რა­ლოდ, მე არ ვე­ლო­დი, რომ ასე გა­მი­მე­ტებ­დნენ

- არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბა და რა გეგ­მე­ბი გავ­ქთ? აპი­რებთ პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას?

- მე ვარ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი და ალ­ბათ ამა­ვე პარ­ტი­ის სა­ხე­ლით, ისევ ხა­შურ­ში ვიქ­ნე­ბი მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ლიტვის პრეზიდენტმა გააფრთხილა სააკაშვილი ჩემზე, აღარ შეეხოთო" - რას ყვება ვალერი გელაშვილი მის თავდასხმასთან კავშირში მყოფ მაღალჩინოსნებზე

"ლიტვის პრეზიდენტმა გააფრთხილა სააკაშვილი ჩემზე, აღარ შეეხოთო" - რას ყვება ვალერი  გელაშვილი მის თავდასხმასთან კავშირში მყოფ მაღალჩინოსნებზე

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება მისცა. ირაკლი ოქრუაშვილი 2005 წლის ივლისში ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დაიკითხა.

"სააკაშვილი მთხოვდა, რომ გელაშვილის მიმართ განმეხორციელებინა ანგარიშსწორება. ყველაფერი კი ისე უნდა მომხდარიყო, რომ მოტივი არ გამოჩენილიყო. მე ამ თხოვნაზე უარი განვაცხადე და შემდეგ უკვე, როცა ფაქტი მოხდა და როცა მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე, მასთან საუბრის დროს დავრწმუნდი, რომ მისი თხოვნა შესრულდა ვანო მერაბიშვილის მიერ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ამ თემაზე რამდენიმე შეხვედრა იყო და ერთ-ერთს სამნი - თავად ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ.

"ამ საუბრის შინაარსი მე უკვე მოგახსენეთ. ანგარიშისწორების თხოვნა მომდინარეობდა ჩემს მიმართ, იმიტომ რომ მყავდა ისეთი ჯგუფი, რომელიც ერთგულების ნიშნით გამოირჩეოდა", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამ თემაზე კომენტარი დეპუტატ ვალერი გელაშვილს ვთხოვეთ:

- მე მქონდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამას იტყოდა. ის, რაც ოქრუაშვილმა თქვა, ჩემთვის სიახლე არ იყო, მე დიდი ხანია ვიცოდი, რომ ჩემი სასიკვდილოდ ცემა უშუალოდ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა დაგეგმეს. რომ არა ჩემი ფიზიკური გამძლეობა, მე იქ ვერ გადავრჩებოდი, რადგან მოტეხილი მქონდა ფუძის ძვალი და ასეთ დროს გადარჩენის შემთხვევა ძალიან იშვიათია. მათი მიზანი იყო რომ ადგილზე, ცემაში უნდა მოვმკვდარვიყავი ან საუკეთესო შემთხვევაში ინვალიდად დავრჩენილიყავი.

- სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა მოგვცა, თქვენ თუ ეთანხმებით ამას?

- ყველამ კარგად ვიცით, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არაა, რადგან პოლიტიკოსი იყო ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის მერე პოლიტპატიმარი გახდება. მერაბიშვილი დამნაშავეა, კრიმინალია და ციხეში უნდა იჯდეს.

- მას მერე რაც თქვენ გადარჩით, დაშინება თუ იყო?

- კი, მოდიოდა ჩემთან ხმები და მეუბნებოდნენ, რომ თუ მე საქართველოში ჩამოვიდოდი, დამიჭერდნენ. სხვათა შორის, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ლიტვის პრეზიდენტმა ადამკუსმა (ჩემი ოჯახი ლიტვის მოქალაქეა და მეც ხშირად მიწევს ლიტვაში ყოფნა) გააფრთხილა მიხეილ სააკაშვილი და უთხრა, რომ გელაშვილს აღარ შეეხოთო, თორემ არ გაპატიებთო. შეიძლება ითქვას ადამკუსის დამსახურებაა მე, რომ ცოცხალი ვარ.

- რა იყო თქვენი ცემის მიზანი?

- მე ვიყავი პირველი ბიზნესმენი, ვინც მათ წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და ჩემი ცემა, უნდა ყოფილიყო მაგალითი სხვებისათვის, რათა ხმის ამოღება ვერ გაებედათ.

- როგორ ფიქრობთ, ოქრუაშვილმა ეს ყველაფერი რატომ განაცხადა მხოლოდ ახლა და არა მანამდე?

- მე მახსოვს, რომ ოქრუაშვლმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუშიც ისაუბრა ამ თემაზე.

- როგორც მან თქვა, ის იქ იყო, როცა სააკაშვილმა და მერაბიშვილმა თქვენზე თავდასხმა დაგეგმეს. რატომ არ გაგაფრთხილათ და რატომ არ ეცადა, რომ თქვენი სიცოცხლე გადაერჩინა?

- მე ვიცოდი, რომ ჩემს მიმართ რაღაც იგეგმებოდა, მომდიოდა ხმები და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ოქრუაშვილი აბარებდა გარკვეულ ადამიანებს ამ ინფორმაციას. უბრალოდ, მე არ ველოდი, რომ ასე გამიმეტებდნენ

- არჩევნები ახლოვდება და რა გეგმები გავქთ? აპირებთ პოლიტიკური აქტიურობის გაგრძელებას?

- მე ვარ "ქართული ოცნების" წევრი და ალბათ ამავე პარტიის სახელით, ისევ ხაშურში ვიქნები მაჟორიტარობის კანდიდატი.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."