უმძიმესი კადრები: პარაოლიმპიელ სპორტსმენს, რომელსაც საცოლის მკვლელობაში ედება ბრალი, პროცესზე პროთეზის გარეშე გავლა სთხოვეს

უმძიმესი კადრები: პარაოლიმპიელ სპორტსმენს, რომელსაც საცოლის მკვლელობაში ედება ბრალი, პროცესზე პროთეზის გარეშე გავლა სთხოვეს

სამხრეთ აფრიკაში გრძელდება ცნობილი პარაოლიმპიელის ოსკარ პისტორიუსის გახმაურებული პროცესი, რომელსაც საცოლის მკვლელობაში ედება ბრალი. დღეს მიმდინარე პროცესზე პისტორიუსს ბოლო შანსი მიეცა სასჯელი შეემსუბუქებინა. თუ მან სასამართლოს დარწმუნება ვერ შეძლო, ციხეში 15 წლის გატარება მოუწევს.

სამხრეთ აფრიკელი მოდელი და მსახიობი რივა სტინკამპი ცნობილმა პარაოლიმპიელმა მორბენალმა, ოსკარ პისტორიუსმა 2013 წლის 14 თებერვალს მოკლა. რივა დაახლოებით, ღამის 4 საათზე პისტორიუსის სახლში, იარაღიდან რამდენჯერმე ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. ხმები იმის შესახებ, რომ პისტორიუსს იგი მძარცველში აერია, პოლიციამ არ დაადასტურა. სამართალდამცავების თქმით, მკვლელობის ადგილზე, რივას და ოსკარის გარდა არავინ იმყოფებოდა.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატის მოთხოვნით, პარაოლიმპიელ სპორტსმენს მიმართეს, ეჩვენებინა თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის მომენტში. მან ორივე ფეხიდან მოიხსნა პროთეზი და სასამართლო დარბაზში ამპუტირებული ფეხებით გაიარა, რათა ეჩვენებინა, რომ შემთხვევის ღამეს ახალგაღვიძებულმა უპროთეზო ფეხებით რამდენიმე მეტრი გაიარა, სანამ საბედისწერო გასროლას განახორციელებდა.

იხილეთ ვიდეო

ადვოკატს ამით სურდა ეჩვენებინა, რომ იარაღის გარეშე პისტორიუსი სრულიად დაუცველი იქნებოდა და ამან განაპირობა მისი ნაჩქარევი რეაქცია, რამაც რივა სტინკამპი იმსხვერპლა. ასევე მისი ადვოკატი მოითხოვს საქმიდან ამოღბული იქნას ქალზე ძალადობის მუხლი, რადგან ეს უბედური შემთხვევა იყო და არა გამიზნული ძალადობის აქტი. თავად სპორტსმენი მკვლელობის ღამის აღწერის დროს ძალიან დამცირებულ მდგომარეობაში იყო: თვალები ძირს ქონდა დახრილი და განუწყვეტლივ ტიროდა. მასთან ერთად ტიროდა დარბაზში შეკრებილი ხალხის უმრავლესობაც.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა