სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა ინფორმაციას ამხელს ოქრუაშვილი ჩვენებაში, რომელიც მან სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ მისცა
რა ინფორმაციას ამხელს ოქრუაშვილი ჩვენებაში, რომელიც მან სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ მისცა

თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი 2005 წლის ივ­ლის­ში ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტზე და­ი­კი­თხა. რო­გორც ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი წყე­ნა ჰქონ­და, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის წევ­რებ­ზე გე­ლაშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი მთხოვ­და, რომ გე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი ისე უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რომ მო­ტი­ვი არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. მე ამ თხოვ­ნა­ზე უარი გან­ვა­ცხა­დე და შემ­დეგ უკვე, როცა ფაქ­ტი მოხ­და და როცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ვე­სა­უბ­რე, მას­თან სა­უბ­რის დროს დავ­რწმუნ­დი, რომ მისი თხოვ­ნა შეს­რულ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა იყო და ერთ-ერთს სამ­ნი - თა­ვად ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"ამ სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი მე უკვე მო­გახ­სე­ნეთ. ან­გა­რი­შის­წო­რე­ბის თხოვ­ნა მომ­დი­ნა­რე­ობ­და ჩემს მი­მართ, იმი­ტომ რომ მყავ­და ისე­თი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ერ­თგუ­ლე­ბის ნიშ­ნით გა­მო­ირ­ჩე­ო­და", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმ­ჟა­მინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აქე­ზებ­და.

"მე­რა­ბიშ­ვი­ლი აგუ­ლი­ა­ნებ­და და ეუბ­ნე­ბო­და, თუ ერთხელ ასე­თი რამ პრე­ზი­დენტს ვინ­მემ გა­უ­ბე­და, მა­შინ სხვე­ბიც გა­უ­ბე­დავ­დნენ, რომ არ უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა და გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი უნდა მიგ­ვე­ღო. ჩავ­თვა­ლე, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დარ­წმუ­ნე­ბას აზრი არ ჰქონ­და. მე­ო­რე შეხ­ვედ­რა იყო, როცა მე ვცდი­ლობ­დი გა­დარ­წმუ­ნე­ბას, მე­სა­მე შეხ­ვედ­რა­ზე კი პოსტ ფაქ­ტუმ ვი­სა­უბ­რეთ, ანუ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და და ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ მის­ცა ასე­თი ჩვე­ნე­ბა მან წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სას, რო­დე­საც ორ­ჯერ და­ი­კი­თხა, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი და­კი­თხვა ზე­რე­ლედ და ზე­და­პი­რუ­ლად მოხ­და.

"მე ორ­ჯერ და­ვი­კი­თხე და დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი არ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ზე­რე­ლედ და ზე­და­პი­რუ­ლად მოხ­და ჩემი და­კი­თხვა. ეს და­კი­თხვე­ბი იყო სპონ­ტა­ნუ­რი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა ინფორმაციას ამხელს ოქრუაშვილი ჩვენებაში, რომელიც მან სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ მისცა

რა ინფორმაციას ამხელს ოქრუაშვილი ჩვენებაში, რომელიც მან სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ მისცა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება მისცა.

ირაკლი ოქრუაშვილი 2005 წლის ივლისში ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დაიკითხა. როგორც ოქრუაშვილმა სასამართლოში ჩვენებისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის მიმართ გარკვეული წყენა ჰქონდა, რომელიც უკავშირდებოდა ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებზე გელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

"სააკაშვილი მთხოვდა, რომ გელაშვილის მიმართ განმეხორციელებინა ანგარიშსწორება. ყველაფერი კი ისე უნდა მომხდარიყო, რომ მოტივი არ გამოჩენილიყო. მე ამ თხოვნაზე უარი განვაცხადე და შემდეგ უკვე, როცა ფაქტი მოხდა და როცა მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე, მასთან საუბრის დროს დავრწმუნდი, რომ მისი თხოვნა შესრულდა ვანო მერაბიშვილის მიერ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ამ თემაზე რამდენიმე შეხვედრა იყო და ერთ-ერთს სამნი - თავად ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ.

"ამ საუბრის შინაარსი მე უკვე მოგახსენეთ. ანგარიშისწორების თხოვნა მომდინარეობდა ჩემს მიმართ, იმიტომ რომ მყავდა ისეთი ჯგუფი, რომელიც ერთგულების ნიშნით გამოირჩეოდა", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს აქეზებდა.

"მერაბიშვილი აგულიანებდა და ეუბნებოდა, თუ ერთხელ ასეთი რამ პრეზიდენტს ვინმემ გაუბედა, მაშინ სხვებიც გაუბედავდნენ, რომ არ უნდა დარჩენილიყო ყურადღების მიღმა და გარკვეული ზომები უნდა მიგვეღო. ჩავთვალე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარწმუნებას აზრი არ ჰქონდა. მეორე შეხვედრა იყო, როცა მე ვცდილობდი გადარწმუნებას, მესამე შეხვედრაზე კი პოსტ ფაქტუმ ვისაუბრეთ, ანუ ეს ყველაფერი მოხდა და ვალერი გელაშვილზე ანგარიშსწორება განხორციელდა", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის კითხვაზე, რატომ არ მისცა ასეთი ჩვენება მან წინასწარი გამოძიებისას, როდესაც ორჯერ დაიკითხა, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაკითხვა ზერელედ და ზედაპირულად მოხდა.

"მე ორჯერ დავიკითხე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამომძიებელი არ იყო დაინტერესებული, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზერელედ და ზედაპირულად მოხდა ჩემი დაკითხვა. ეს დაკითხვები იყო სპონტანური", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ