სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ხელვაჩაურის სოფელში 24 ადამიანი განზრახ მოწამლეს? - რა ვერსიები აქვთ ადგილობრივებს
ხელვაჩაურის სოფელში 24 ადამიანი განზრახ მოწამლეს? - რა ვერსიები აქვთ ადგილობრივებს

ხელ­ვა­ჩა­უ­რის სო­ფელ სა­ტე­ხი­ა­ში 14 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს, და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად შეკ­რე­ბი­ლი სტუმ­რე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ. წვე­უ­ლე­ბა­ზე 24 ადა­მი­ა­ნი მო­ი­წამ­ლა. მო­წამ­ვლას გა­და­ურ­ჩა ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

მო­წამ­ლუ­ლებს შო­რის 11 ბავ­შვია. ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი პე­დი­ატ­რის ხა­თუ­ნა კა­კა­ბა­ძის თქმით, 11 ბავ­შვს ზო­გა­დი სი­სუს­ტე და გუ­ლის­რე­ვა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დი­ან მკურ­ნა­ლო­ბის კურსს. ექი­მი არ აკონ­კრე­ტებს, რა მა­სა­ლა არის აღე­ბუ­ლი კვლე­ვის­თვის და წი­ნას­წა­რი ვერ­სი­ით, რამ გა­მო­იწ­ვია ინ­ტოქ­სი­კა­ცია.

"11 პა­ცი­ენ­ტი შე­მო­ვი­და ზო­გა­დი სი­სუს­ტით, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბით და ძი­ლი­ა­ნო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბით. 9 თვი­დან 16 წლამ­დე პა­ცი­ენ­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ, სა­ჭი­რო­ე­ბენ დი­ნა­მი­კა­ში დაკ­ვირ­ვე­ბას და მკურ­ნა­ლო­ბას. ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა და კვლე­ვის შე­დე­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­კეთ­დე­ბა დას­კვნა", - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა კა­კა­ბა­ძემ.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. შსს-ს ცნო­ბით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს წი­ნა­სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოკ­ვლე­ვა.

სო­ფელ სა­ტე­ხი­ა­ში მცხოვ­რებ­ლებს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი აქვთ. ერთი ვერ­სი­ით, ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­ზი­ან­მა სას­მელ­მა გა­მო­იწ­ვია, მე­ო­რე ვერ­სი­ით კი, შე­საძ­ლოა მო­წამ­ვლა გან­ზრახ გან­ხორ­ცი­ელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ხელვაჩაურის სოფელში 24 ადამიანი განზრახ მოწამლეს? - რა ვერსიები აქვთ ადგილობრივებს

ხელვაჩაურის სოფელში 24 ადამიანი განზრახ მოწამლეს? - რა ვერსიები აქვთ ადგილობრივებს

ხელვაჩაურის სოფელ სატეხიაში 14 ივნისის საღამოს, დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილი სტუმრები სამედიცინო დაწესებულებაში აღმოჩნდნენ. წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა. მოწამვლას გადაურჩა ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა.

მოწამლულებს შორის 11 ბავშვია. ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის ექიმი პედიატრის ხათუნა კაკაბაძის თქმით, 11 ბავშვს ზოგადი სისუსტე და გულისრევა აღენიშნებოდა და საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს. ექიმი არ აკონკრეტებს, რა მასალა არის აღებული კვლევისთვის და წინასწარი ვერსიით, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია.

"11 პაციენტი შემოვიდა ზოგადი სისუსტით, გულისრევის შეგრძნებით და ძილიანობისკენ მიდრეკილებით. 9 თვიდან 16 წლამდე პაციენტები იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ, საჭიროებენ დინამიკაში დაკვირვებას და მკურნალობას. ტარდება შესაბამისი კვლევა და კვლევის შედეგიდან გამომდინარე გაკეთდება დასკვნა", - აღნიშნა ხათუნა კაკაბაძემ.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოკვლევა.

სოფელ სატეხიაში მცხოვრებლებს ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები აქვთ. ერთი ვერსიით, ინტოქსიკაცია გაზიანმა სასმელმა გამოიწვია, მეორე ვერსიით კი, შესაძლოა მოწამვლა განზრახ განხორციელდა.

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში