სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლატარეაში მოგებული ჰაერში გასროლილი მილიონები ანუ "ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს"
ლატარეაში მოგებული ჰაერში გასროლილი მილიონები ანუ "ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს"

ნი­გე­რი­ელ­მა ქალ­მა, რო­მელ­მაც ლა­ტა­რე­ა­ში შთამ­ბეჭ­და­ვი თან­ხა მო­ი­გო, ფული ჩე­კის გა­და­ცე­მი­დან 1 სა­ათ­ში ქუ­ჩის მა­წან­წა­ლას გა­დას­ცა. 46 წლის ლა­გო­სელ­მა როზ­მა­რი ობი­ე­კორ­მა თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლი ასე ახ­სნა: "უამ­რა­ვი ის­ტო­რია მსმე­ნია ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც ლა­ტა­რე­ა­ში დიდი თან­ხა მო­ი­გეს, შემ­დეგ კი მათ თავს უამ­რა­ვი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე, გა­დავ­ცე ფული პირ­ველ შემ­ხვედრს".

"ჭკვი­ა­ნი როზ­მა­რის­გან" გან­სხვა­ვე­ბით, ზო­გი­ერ­თი იღ­ბლი­ა­ნი იწყებს ფუ­ლის უაზ­როდ ფლან­გვას და სა­ბო­ლო­ოდ, კოტ­რდე­ბა. რო­გორც პრაქ­ტი­კა უჩ­ვე­ნებს, მსგავს "ქა­რის მო­ტა­ნილ" ფულს სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა ყო­ველ­თვის როდი მო­აქვს.

გთა­ვა­ზობთ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ რამ­დე­ნი­მე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლითს:

ხარ­ჯვა, ხარ­ჯვა და მხო­ლოდ ხარ­ჯვა!

ვი­ვი­ან ნი­კოლ­სო­ნი - ლა­ტა­რე­ის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც 1961 წელს 3 მლნ დო­ლა­რი მო­ი­გო. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვა­ზე: "რას უპი­რებთ მო­გე­ბულ თან­ხას", მი­უ­გო "ხარ­ჯვას, ხარ­ჯვას, ხარ­ჯვას!". მი­ცე­მულ პი­რო­ბას არ გა­და­უხ­ვია და მო­გე­ბუ­ლი თან­ხის ფლან­გვას მიჰ­ყვა: ყი­დუ­ლობ­და ტან­საც­მელს, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას, ავ­ტო­მო­ბი­ლებს, 5 წე­ლი­წად­ში 3 მი­ლი­ონ დო­ლარს წირ­ვა გა­მო­უყ­ვა­ნა.

ამ "შოპ-გარ­ბე­ნის" პე­რი­ოდ­ში ვი­ვი­ენ­მა დაქვრი­ვე­ბა და 5-ჯერ გა­თხო­ვე­ბა მო­ას­წრო, გა­და­ი­ტა­ნა ინ­სულ­ტი, გახ­და ალ­კოჰო­ლი­კი, 2-ჯერ ეცა­და თვით­მკვლე­ლო­ბას და რამ­დე­ნი­მე ხანი სა­გი­ჟეთ­შიც იწვა. ამ­ჟა­მად ის უმუ­შე­ვა­რი მარ­ტო­ხე­ლა პენ­სი­ო­ნე­რია, რო­მე­ლიც თვე­ში 300-დო­ლა­რი­ა­ნი პენ­სი­ით ცხოვ­რობს.

შო­პინ­გი, წვე­უ­ლე­ბე­ბი და მკერ­დის გა­დი­დე­ბა

კელი რო­ჯერ­სი ერთ დროს პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი მო­ზარ­დი გახ­ლდათ. მან ლა­ტა­რე­ა­ში 1,9 მი­ლი­ო­ნი ევრო მო­ი­გო 16 წლის ასაკ­ში, რაც დღე­ვან­დე­ლი კურ­სით და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ო­ნი ევ­როა. იმის ნაც­ვლად, რომ თან­ხა უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში ჩა­ე­დო და ბიზ­ნეს-ლედი გამ­ხდა­რი­ყო, გო­გო­ნამ მთე­ლი თან­ხა შო­პინ­გში, გარ­თო­ბა­ში და მკერ­დის გა­დი­დე­ბა­ში და­ხარ­ჯა. ამ­ჟა­მად კელი 25 წლი­საა, 2 შვი­ლი ჰყავს, 2-ჯერ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და მუ­შა­ობს... მო­ახ­ლედ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლატარეაში მოგებული ჰაერში გასროლილი მილიონები ანუ "ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს"

ლატარეაში მოგებული ჰაერში გასროლილი მილიონები ანუ "ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს"

ნიგერიელმა ქალმა, რომელმაც ლატარეაში შთამბეჭდავი თანხა მოიგო, ფული ჩეკის გადაცემიდან 1 საათში ქუჩის მაწანწალას გადასცა. 46 წლის ლაგოსელმა როზმარი ობიეკორმა თავისი საქციელი ასე ახსნა: "უამრავი ისტორია მსმენია ადამიანებზე, რომელთაც ლატარეაში დიდი თანხა მოიგეს, შემდეგ კი მათ თავს უამრავი უბედურება დატრიალდა. ამიტომაც გადავწყვიტე, გადავცე ფული პირველ შემხვედრს".

"ჭკვიანი როზმარისგან" განსხვავებით, ზოგიერთი იღბლიანი იწყებს ფულის უაზროდ ფლანგვას და საბოლოოდ, კოტრდება. როგორც პრაქტიკა უჩვენებს, მსგავს "ქარის მოტანილ" ფულს სიხარული და ბედნიერება ყოველთვის როდი მოაქვს.

გთავაზობთ ამის დამადასტურებელ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს:

ხარჯვა, ხარჯვა და მხოლოდ ხარჯვა!

ვივიან ნიკოლსონი - ლატარეის ყველაზე ცნობილი გამარჯვებული, რომელმაც 1961 წელს 3 მლნ დოლარი მოიგო. ჟურნალისტების შეკითხვაზე: "რას უპირებთ მოგებულ თანხას", მიუგო "ხარჯვას, ხარჯვას, ხარჯვას!". მიცემულ პირობას არ გადაუხვია და მოგებული თანხის ფლანგვას მიჰყვა: ყიდულობდა ტანსაცმელს, ძვირფასეულობას, ავტომობილებს, 5 წელიწადში 3 მილიონ დოლარს წირვა გამოუყვანა.

ამ "შოპ-გარბენის" პერიოდში ვივიენმა დაქვრივება და 5-ჯერ გათხოვება მოასწრო, გადაიტანა ინსულტი, გახდა ალკოჰოლიკი, 2-ჯერ ეცადა თვითმკვლელობას და რამდენიმე ხანი საგიჟეთშიც იწვა. ამჟამად ის უმუშევარი მარტოხელა პენსიონერია, რომელიც თვეში 300-დოლარიანი პენსიით ცხოვრობს.

შოპინგი, წვეულებები და მკერდის გადიდება

კელი როჯერსი ერთ დროს პლანეტის ყველაზე იღბლიანი მოზარდი გახლდათ. მან ლატარეაში 1,9 მილიონი ევრო მოიგო 16 წლის ასაკში, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 3 მილიონი ევროა. იმის ნაცვლად, რომ თანხა უძრავ ქონებაში ჩაედო და ბიზნეს-ლედი გამხდარიყო, გოგონამ მთელი თანხა შოპინგში, გართობაში და მკერდის გადიდებაში დახარჯა. ამჟამად კელი 25 წლისაა, 2 შვილი ჰყავს, 2-ჯერ თვითმკვლელობა სცადა და მუშაობს... მოახლედ.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი