სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რით იკვებებოდნენ ძველ საქართველოში?
რით იკვებებოდნენ ძველ საქართველოში?

რას ჭამ­დნენ ძვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, რა ჰქონ­დათ სა­დი­ლად თუ ვახ­შმად, რას თე­სავ­დნენ და რას აცხობ­დნენ? რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, იმ პრო­დუქ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ახლა ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში შე­დის, სულ რა­ღაც სა­უ­კუ­ნის წინ არც იშო­ვე­ბო­და. მაშ, რო­გო­რი იყო ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნის მე­ნიუ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბამ­დე?

ხორ­ბა­ლი და ყუ­რძე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან მო­დის, ეს სა­ზო­გა­დოდ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, თუმ­ცა ამას ვერ ვი­ტყვით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ბევრ სხვა პრო­დუქტზე. ის მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ნე­ბის­მი­ერ ბა­ზარ­ში იყი­დე­ბა, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას ნელ-ნელა, სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით ემა­ტე­ბო­და.

აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის საც­დე­ლი ბა­ზე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვა­ლე­რი ამი­რა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ კარ­ტო­ფი­ლის მოყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ 1818-1819 წლებ­ში და­ი­წყეს, ისიც არა ქარ­თვე­ლებ­მა, არა­მედ თბი­ლი­სის მახ­ლობ­ლად მცხოვ­რებ­მა რუ­სებ­მა და გერ­მა­ნე­ლებ­მა. შემ­დეგ კარ­ტო­ფი­ლი გორ­სა და ახალ­ცი­ხე­ში გავ­რცელ­და. მე-18 სა­უ­კუ­ნის მორე ნა­ხე­ვარ­ში შე­მო­ვი­და პო­მი­დო­რიც, რო­მელ­საც თა­ვი­დან ტო­მა­ტოს ეძახ­დნენ.

"კიტ­რი ძვე­ლია, მისი სამ­შობ­ლო არის ინ­დო­ე­თი და, და­ახ­ლო­ე­ბით, ექ­ვსი­ა­თას­წლო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს, თუმ­ცა მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის თა­რი­ღი არ ფიქ­სირ­დე­ბა".

მი­სი­ვე თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით, მე-16 სა­უ­კუ­ნი­დან შე­მო­დის სი­მინ­დი, ლო­ბიო...

"ჩვენ ვი­ცით, რომ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­მინ­დის შე­მოს­ვლამ­დე ღომს და მჭადს აკე­თებ­დნენ მცე­ნა­რის­გან, რომ­ლის სა­ხე­ლია ღომი. თუმ­ცა­ღა, ღო­მიც მე-15 სა­უ­კუ­ნე­ში შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ანუ მა­ნამ­დე მჭა­დი არ გვქონ­და. მოკ­ლედ, გა­მო­დის, რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბამ­დე ქარ­თვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბით, რძის პრო­დუქ­ტე­ბით და მხა­ლე­უ­ლით".

ყო­ველ სახ­ლში არ­სე­ბობ­და ე. წ. სა­ცი­ვე კუ­თხე. ეს კუ­თხე ისე იყო მი­სა­და­გე­ბუ­ლი ლან­დშაფტს და გა­რე­მო პი­რო­ბებს, რომ იქ მზის სხი­ვი ვე­რას­დროს აღ­წევ­და და მუ­დამ სი­ცი­ვე და სიგ­რი­ლე იყო. ასეთ პი­რო­ბებ­ში ხორ­ცი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი კარ­გად ინა­ხე­ბო­და...

ეთ­ნო­ლო­გი რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­მინ­დვ­რე­ო­ბა. მოჰ­ყავ­დათ ჭვა­ვი, შვრია, ფეტვი, ოსპი, ბარ­და და მრა­ვალ­ნა­ი­რი ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შის ხორ­ბა­ლი. სა­გან­გე­ბოდ მთის ხორ­ბა­ლიც გა­მო­იყ­ვა­ნეს, რომ მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში საკ­ვე­ბი ჰქო­ნო­დათ. მი­სი­ვე თქმით, ფეტვი საკ­მა­ოდ ფარ­თოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მის­გან კვე­რებს აცხობ­დნენ, ხში­რად ყვე­ლი­თაც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლო­ბი­ომ ოსპი და ბარ­და ჩა­ა­ნაც­ვლა, სი­მინდმა კი - ფეტვი და ღო­მის ღომი, რად­გან ეს უკა­ნას­კნე­ლი რთუ­ლი მო­საყ­ვა­ნი იყო.

"ხორცს რო­გორ ინა­ხავ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი? ყო­ველ სახ­ლში არ­სე­ბობ­და ე. წ. სა­ცი­ვე კუ­თხე. ეს კუ­თხე ისე იყო მი­სა­და­გე­ბუ­ლი ლან­დშაფტს და გა­რე­მო პი­რო­ბებს, რომ იქ მზის სხი­ვი ვე­რას­დროს აღ­წევ­და და მუ­დამ სი­ცი­ვე და სიგ­რი­ლე იყო. ასეთ პი­რო­ბებ­ში ხორ­ცი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი კარ­გად ინა­ხე­ბო­და. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობ­და მი­წა­ში დიდი ორ­მოს ამო­თხრის, ორ­მოს მო­პირ­კე­თე­ბი­სა და იქ სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­უ­ლო­ბის შე­ნახ­ვის ტრა­დი­ცი­აც".

მსგავ­სი სა­ცა­ვე­ბი ჰქონ­და ცი­ხე­ებ­საც, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ომი­ა­ნო­ბის დროს იმა­ლე­ბო­და. რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი ამ­ბობს, რომ შე­მო­სე­ვე­ბის დროს მტე­რი ხში­რად მინ­დვ­რებს წვავ­და და ამ დროს მო­სახ­ლე­ო­ბას ტყის ნო­ბა­თით გაჰ­ქონ­და თავი, თუმ­ცა ხან­და­ხან სა­მე­ფო სა­ლა­რო­ე­ბიც იხ­სნე­ბო­და, რომ ხალ­ხის­თვის საკ­ვე­ბი შე­ე­ძი­ნათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო ომში მი­მა­ვა­ლი მა­მა­კა­ცის საგ­ზა­ლიც.

"ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც დრო­ში გამ­ძლე იყო და თან აბ­გა­ში ან ხურ­ჯინ­ში მცი­რე ად­გილს იკა­ვებ­და - მა­გა­ლი­თად, ჩურ­ჩხე­ლა, ფეტვის შე­ჭა­მან­დი, რო­მელ­საც წყალ­ში გახ­სნიდ­ნენ და ერ­თგვარ სუ­პის მსგავს მა­სას მი­ი­ღებ­დნენ. ასე­ვე ძა­ლი­ან ხში­რად მიჰ­ქონ­დათ წაბ­ლი, ცერ­ცვი. იგი­ვე მიჰ­ქონ­დათ ნა­დი­რო­ბის დრო­საც", - ამ­ბობს რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი.

მწე­რალ­მა და ლინგვის­ტმა დი­ა­ნა ან­ფი­მი­ად­მა ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე ერთი წიგ­ნი უკვე და­წე­რა. დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დის თქმით, ძვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ფხა­ლე­უ­ლი და სხვა­დას­ხვა შე­ჭა­მან­დე­ბი, წვნი­ა­ნე­ბი იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ასე­ვე, ჯერ კი­დევ კოლ­ხეთ­ში აკე­თებ­დნენ თაფ­ლი­თა და ნიგვზით შე­ზა­ვე­ბულ ხორ­ბალს, ანუ წან­დილს.

"ძვე­ლი კოლ­ხე­თის თე­მა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ნიგვზით და თხი­ლით კერ­ძე­ბის შე­ნე­ლე­ბა, რაც დღეს ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ხა­ზია, არის მა­შინ­დე­ლი".

დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი დი­ა­ლექ­ტურ კორ­პუს­ში მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც წლე­ბია სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­ბებს იწერს. ისი­ნი ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ სხვა­დას­ხვა კერ­ძებ­ზე და მათ შო­რის ისე­თებ­ზეც, რომ­ლე­ბიც უკვე და­ვი­წყე­ბუ­ლია:

"ზე­პირ ის­ტო­რი­ებ­ში და დი­ა­ლექ­ტურ ტექ­სტებ­ში ძა­ლი­ან დიდი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა ფხა­ლე­უ­ლო­ბის: ნა­ცარ­ქა­თა­მა, ჭინ­ჭა­რი, მხა­ლი ბაია, ია... ისეთ დას­კვნამ­დე მი­დი­ხარ, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, რაც კი მო­დის ჩვენ­თან, ყვე­ლა­ფე­რი იჭ­მე­ვა".

რა თქმა უნდა, კვე­ბი­თი რა­ცი­ო­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის­თვის. პლა­ტონ იო­სე­ლი­ა­ნი "გი­ორ­გი მე­ცა­მე­ტის ცხოვ­რე­ბა­ში" წერს, რომ მე­ფეს უცხვე­ბო­და ხუთი რიგი პური: მუ­რა­სა, სა­გა­რე­ჯო, შოთი, პირ­გაჭ­რი­ლი პური და კა­კა­ლა პური...

"რა ქება ვთქვა იმ საჭ­მე­ლე­ბი­სა. მარ­თა­ლია, ბლა­მან­ჟე­ბი არ იყო, მაგ­რამ ჩი­ნე­ბუ­ლად მა­სა­ლე­ბით და გემ­რი­ე­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი იყო. და არ შე­იძ­ლე­ბო­და იმა­თი სა­დი­ლი შემ­წვა­რი ხბო არ ყო­ფი­ლი­ყო. ის ხბოც გან­გებ გა­სუ­ქე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. გა­აგ­რძე­ლებ­და სა­დილს და რომ არ გა­ცი­ე­ბუ­ლი­ყო, ყვე­ლას ლა­ვა­ში ეფა­რა. მერე ლა­ვაშ­ქვეშ შეჰ­ყოფ­და ხელ­სა და ყვე­ლა საჭ­მლიდ­გან თითო ან ორს ლუკ­მას აი­ღებ­და და ვინც სუფ­რა­ზედ დარ­ბა­ი­სელ­ნი უს­ხდნენ, თითო-თი­თოდ უბო­ძებ­და, ვი­საც უფრო სწყა­ლობ­და".

ჟან შარ­დე­ნი კი სა­მე­ფო ლხი­ნის აღ­წე­რი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად ხორ­ცე­უ­ლო­ბას ახ­სე­ნებს, მათ შო­რის - ნა­ნა­დი­რევ­საც. ასე­ვე ამ­ბობს, რომ შე­მო­ი­ტა­ნეს სამ­ნა­ი­რი პური, ყვე­ლა ჯუ­რის ფლა­ვი, სა­მარ­ხვო და სახ­სნი­ლო კერ­ძე­ბიო. შარ­დე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით იმან გა­აკ­ვირ­ვა, რომ სუფ­რას­თან მსხდო­მი 150 კაცი არ ხმა­უ­რობ­და და თან ძა­ლი­ან ბევ­რს სვამ­და.

"მე რომ და­მე­ლია იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც ჩემს გვერ­დით მჯდომ­მა სვა, იქვე მოვ­კვდე­ბო­დი, მაგ­რამ მე­ფემ ხათ­რი გაგ­ვი­წია და უბ­რძა­ნა, ჩვენ­თვის არ და­ე­ლე­ვი­ნე­ბი­ნათ სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი", - წერს შარ­დე­ნი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბი ჭა­ო­ბი­ა­ნი ტე­რი­ტო­რია იყო, აქ არ­სე­ბობ­და მა­ლა­რი­ის საფრ­თხე და მწა­რე წი­წა­კის გა­მო­ყე­ნე­ბით სწო­რედ ამ მა­ლა­რი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი...

რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ქარ­თუ­ლი დე­სერ­ტი, ანუ ტკბი­ლე­უ­ლი, ხში­რად თაფ­ლი­ა­ნი ხილი ან სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ქა­დე­ბი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა მა­რილს, ის აღ­ზე­ვა­ნი­დან მოჰ­ქონ­დათ და ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და. აღ­ზე­ვა­ნი დღე­ვან­დე­ლი ბა­ქოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აა. მგზავ­რო­ბა რთუ­ლი იყო, ამი­ტომ მა­რი­ლის მო­სა­ტა­ნად ჯგუ­ფი უნდა წა­სუ­ლი­ყო. ხში­რად მე­ურ­მე­ებს თავს ეს­ხმოდ­ნენ და ხო­ცავ­დნენ კი­დეც. სწო­რედ აქე­დან მო­დის გა­მოთ­ქმა - "მა­რილ­ზე გა­ვი­და". რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ა­ნის თქმით, მა­რი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ჭირ­და მთა­ში და მთი­უ­ლე­ბი ბარ­ში ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, რათა სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ში გა­სამ­რჯე­ლოდ მა­რი­ლი მი­ე­ღოთ.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და ცხა­რე სა­ნე­ლებ­ლებ­საც. მათი კერ­ძებ­ში და­მა­ტე­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­მეგ­რე­ლო­ში - კო­ღო­ე­ბის გამო და­ი­წყეს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბი ჭა­ო­ბი­ა­ნი ტე­რი­ტო­რია იყო, აქ არ­სე­ბობ­და მა­ლა­რი­ის საფრ­თხე და მწა­რე წი­წა­კის გა­მო­ყე­ნე­ბით სწო­რედ ამ მა­ლა­რი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი", - ამ­ბობს რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი.

სა­მა­გი­ე­როდ, ირ­კვე­ვა, რომ მეგ­რე­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ჭამ­დნენ მარ­წყვს. ეს არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტის აქვს ნათ­ქვა­მი: "მარ­წყვი ისე ბლო­მად არის მინ­დვ­რებ­ში, თით­ქოს წი­თე­ლი ხალი და­უ­გი­ა­თო, მაგ­რამ არა­ვინ არც კრეფს და არც ჭამს მას, რად­გან ძლი­ერ ეზი­ზღე­ბათ იგი. მეგ­რე­ლებს სწამთ, რომ მარ­წყვს გვე­ლე­ბი ჭა­მენ და სუ­ნა­ვენ. მე კი ხში­რად მი­ჭა­მია იგი და ჩემ­თვის არამ­ცთუ ვნე­ბა არ მო­უ­ტა­ნია, არა­მედ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაც მიგ­რძვნია", - წერს არ­ქან­ჯე­ლო ლამ­ბერ­ტი თა­ვის "სა­მეგ­რე­ლოს აღ­წე­რა­ში".

ავ­ტო­რი თეა თო­ფუ­რია

წყა­რო: radiotavisupleba.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რით იკვებებოდნენ ძველ საქართველოში?

რით იკვებებოდნენ ძველ საქართველოში?

რას ჭამდნენ ძველი ქართველები, რა ჰქონდათ სადილად თუ ვახშმად, რას თესავდნენ და რას აცხობდნენ? როგორც ექსპერტები ამბობენ, იმ პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც ახლა ყოველდღიურ რაციონში შედის, სულ რაღაც საუკუნის წინ არც იშოვებოდა. მაშ, როგორი იყო ერთი ჩვეულებრივი ადამიანის მენიუ შუა საუკუნეებამდე?

ხორბალი და ყურძენი საქართველოში რომ უხსოვარი დროიდან მოდის, ეს საზოგადოდ ცნობილი ფაქტია, თუმცა ამას ვერ ვიტყვით სოფლის მეურნეობის ბევრ სხვა პროდუქტზე. ის მცენარეები, რომლებიც დღეს ნებისმიერ ბაზარში იყიდება, ქართულ რეალობას ნელ-ნელა, საუკუნოვანი ინტერვალებით ემატებოდა.

აგრარული უნივერსიტეტის საცდელი ბაზების ხელმძღვანელი ვალერი ამირანაშვილი ამბობს, რომ კარტოფილის მოყვანა საქართველოში მხოლოდ 1818-1819 წლებში დაიწყეს, ისიც არა ქართველებმა, არამედ თბილისის მახლობლად მცხოვრებმა რუსებმა და გერმანელებმა. შემდეგ კარტოფილი გორსა და ახალციხეში გავრცელდა. მე-18 საუკუნის მორე ნახევარში შემოვიდა პომიდორიც, რომელსაც თავიდან ტომატოს ეძახდნენ.

"კიტრი ძველია, მისი სამშობლო არის ინდოეთი და, დაახლოებით, ექვსიათასწლოვანი ისტორია აქვს, თუმცა მისი საქართველოში შემოსვლის თარიღი არ ფიქსირდება".

მისივე თქმით, დაახლოებით, მე-16 საუკუნიდან შემოდის სიმინდი, ლობიო...

"ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთ საქართველოში სიმინდის შემოსვლამდე ღომს და მჭადს აკეთებდნენ მცენარისგან, რომლის სახელია ღომი. თუმცაღა, ღომიც მე-15 საუკუნეში შემოვიდა საქართველოში, ანუ მანამდე მჭადი არ გვქონდა. მოკლედ, გამოდის, რომ შუა საუკუნეებამდე ქართველები ძირითადად იკვებებოდნენ ხორცპროდუქტებით, რძის პროდუქტებით და მხალეულით".

ყოველ სახლში არსებობდა ე. წ. საცივე კუთხე. ეს კუთხე ისე იყო მისადაგებული ლანდშაფტს და გარემო პირობებს, რომ იქ მზის სხივი ვერასდროს აღწევდა და მუდამ სიცივე და სიგრილე იყო. ასეთ პირობებში ხორცი და სხვა პროდუქტები კარგად ინახებოდა...

ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ საქართველოში ძალიან იყო განვითარებული მემინდვრეობა. მოჰყავდათ ჭვავი, შვრია, ფეტვი, ოსპი, ბარდა და მრავალნაირი ადგილობრივი ჯიშის ხორბალი. საგანგებოდ მთის ხორბალიც გამოიყვანეს, რომ მარხვის პერიოდში მაღალმთიან რაიონებში საკვები ჰქონოდათ. მისივე თქმით, ფეტვი საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. მისგან კვერებს აცხობდნენ, ხშირად ყველითაც. მოგვიანებით ლობიომ ოსპი და ბარდა ჩაანაცვლა, სიმინდმა კი - ფეტვი და ღომის ღომი, რადგან ეს უკანასკნელი რთული მოსაყვანი იყო.

"ხორცს როგორ ინახავდნენ ჩვენი წინაპრები? ყოველ სახლში არსებობდა ე. წ. საცივე კუთხე. ეს კუთხე ისე იყო მისადაგებული ლანდშაფტს და გარემო პირობებს, რომ იქ მზის სხივი ვერასდროს აღწევდა და მუდამ სიცივე და სიგრილე იყო. ასეთ პირობებში ხორცი და სხვა პროდუქტები კარგად ინახებოდა. გარდა ამისა, არსებობდა მიწაში დიდი ორმოს ამოთხრის, ორმოს მოპირკეთებისა და იქ სხვადასხვა მცენარეულობის შენახვის ტრადიციაც".

მსგავსი საცავები ჰქონდა ციხეებსაც, სადაც მოსახლეობა ომიანობის დროს იმალებოდა. როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ შემოსევების დროს მტერი ხშირად მინდვრებს წვავდა და ამ დროს მოსახლეობას ტყის ნობათით გაჰქონდა თავი, თუმცა ხანდახან სამეფო სალაროებიც იხსნებოდა, რომ ხალხისთვის საკვები შეეძინათ. განსაკუთრებული იყო ომში მიმავალი მამაკაცის საგზალიც.

"ასეთ შემთხვევაში გამოიყენებოდა ისეთი პროდუქტები, რომელიც დროში გამძლე იყო და თან აბგაში ან ხურჯინში მცირე ადგილს იკავებდა - მაგალითად, ჩურჩხელა, ფეტვის შეჭამანდი, რომელსაც წყალში გახსნიდნენ და ერთგვარ სუპის მსგავს მასას მიიღებდნენ. ასევე ძალიან ხშირად მიჰქონდათ წაბლი, ცერცვი. იგივე მიჰქონდათ ნადირობის დროსაც", - ამბობს როზეტა გუჯეჯიანი.

მწერალმა და ლინგვისტმა დიანა ანფიმიადმა ქართულ კულინარიაზე ერთი წიგნი უკვე დაწერა. დიანა ანფიმიადის თქმით, ძველად საქართველოში ყველაზე მეტად ფხალეული და სხვადასხვა შეჭამანდები, წვნიანები იყო გავრცელებული. ასევე, ჯერ კიდევ კოლხეთში აკეთებდნენ თაფლითა და ნიგვზით შეზავებულ ხორბალს, ანუ წანდილს.

"ძველი კოლხეთის თემაზე ჩატარებული კვლევების შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ნიგვზით და თხილით კერძების შენელება, რაც დღეს ერთ-ერთი ძირითადი ხაზია, არის მაშინდელი".

დიანა ანფიმიადი დიალექტურ კორპუსში მუშაობს, რომელიც წლებია სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები ადამიანების ამბებს იწერს. ისინი ხშირად ლაპარაკობენ სხვადასხვა კერძებზე და მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც უკვე დავიწყებულია:

"ზეპირ ისტორიებში და დიალექტურ ტექსტებში ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა ფხალეულობის: ნაცარქათამა, ჭინჭარი, მხალი ბაია, ია... ისეთ დასკვნამდე მიდიხარ, რომ, ფაქტობრივად, რაც კი მოდის ჩვენთან, ყველაფერი იჭმევა".

რა თქმა უნდა, კვებითი რაციონი განსხვავებული იყო სხვადასხვა სოციალური ფენისთვის. პლატონ იოსელიანი "გიორგი მეცამეტის ცხოვრებაში" წერს, რომ მეფეს უცხვებოდა ხუთი რიგი პური: მურასა, საგარეჯო, შოთი, პირგაჭრილი პური და კაკალა პური...

"რა ქება ვთქვა იმ საჭმელებისა. მართალია, ბლამანჟები არ იყო, მაგრამ ჩინებულად მასალებით და გემრიელად გაკეთებული იყო. და არ შეიძლებოდა იმათი სადილი შემწვარი ხბო არ ყოფილიყო. ის ხბოც განგებ გასუქებული უნდა ყოფილიყო. გააგრძელებდა სადილს და რომ არ გაციებულიყო, ყველას ლავაში ეფარა. მერე ლავაშქვეშ შეჰყოფდა ხელსა და ყველა საჭმლიდგან თითო ან ორს ლუკმას აიღებდა და ვინც სუფრაზედ დარბაისელნი უსხდნენ, თითო-თითოდ უბოძებდა, ვისაც უფრო სწყალობდა".

ჟან შარდენი კი სამეფო ლხინის აღწერისას ყველაზე მეტად ხორცეულობას ახსენებს, მათ შორის - ნანადირევსაც. ასევე ამბობს, რომ შემოიტანეს სამნაირი პური, ყველა ჯურის ფლავი, სამარხვო და სახსნილო კერძებიო. შარდენი განსაკუთრებით იმან გააკვირვა, რომ სუფრასთან მსხდომი 150 კაცი არ ხმაურობდა და თან ძალიან ბევრს სვამდა.

"მე რომ დამელია იმდენი, რამდენიც ჩემს გვერდით მჯდომმა სვა, იქვე მოვკვდებოდი, მაგრამ მეფემ ხათრი გაგვიწია და უბრძანა, ჩვენთვის არ დაელევინებინათ სადღეგრძელოები", - წერს შარდენი.

მოგეხსენებათ, კოლხეთის დაბლობი ჭაობიანი ტერიტორია იყო, აქ არსებობდა მალარიის საფრთხე და მწარე წიწაკის გამოყენებით სწორედ ამ მალარიას ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი წინაპრები...

როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ ქართული დესერტი, ანუ ტკბილეული, ხშირად თაფლიანი ხილი ან სხვადასხვანაირი ქადები იყო. რაც შეეხება მარილს, ის აღზევანიდან მოჰქონდათ და ძალიან ძვირი ღირდა. აღზევანი დღევანდელი ბაქოს მიმდებარე ტერიტორიაა. მგზავრობა რთული იყო, ამიტომ მარილის მოსატანად ჯგუფი უნდა წასულიყო. ხშირად მეურმეებს თავს ესხმოდნენ და ხოცავდნენ კიდეც. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა - "მარილზე გავიდა". როზეტა გუჯეჯიანის თქმით, მარილი განსაკუთრებით ჭირდა მთაში და მთიულები ბარში ჩამოდიოდნენ, რათა სხვადასხვა სამუშაოში გასამრჯელოდ მარილი მიეღოთ.

განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ცხარე სანელებლებსაც. მათი კერძებში დამატება დასავლეთ საქართველოში - განსაკუთრებით, სამეგრელოში - კოღოების გამო დაიწყეს.

"მოგეხსენებათ, კოლხეთის დაბლობი ჭაობიანი ტერიტორია იყო, აქ არსებობდა მალარიის საფრთხე და მწარე წიწაკის გამოყენებით სწორედ ამ მალარიას ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი წინაპრები", - ამბობს როზეტა გუჯეჯიანი.

სამაგიეროდ, ირკვევა, რომ მეგრელები კატეგორიულად არ ჭამდნენ მარწყვს. ეს არქანჯელო ლამბერტის აქვს ნათქვამი: "მარწყვი ისე ბლომად არის მინდვრებში, თითქოს წითელი ხალი დაუგიათო, მაგრამ არავინ არც კრეფს და არც ჭამს მას, რადგან ძლიერ ეზიზღებათ იგი. მეგრელებს სწამთ, რომ მარწყვს გველები ჭამენ და სუნავენ. მე კი ხშირად მიჭამია იგი და ჩემთვის არამცთუ ვნება არ მოუტანია, არამედ დიდი სიამოვნებაც მიგრძვნია", - წერს არქანჯელო ლამბერტი თავის "სამეგრელოს აღწერაში".

ავტორი თეა თოფურია

წყარო: radiotavisupleba.ge

შეძლებს თუ არა ილია მეორე უხემძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას - რა კომენტარს აკეთებს ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობაზე

ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს

"პირველი არხი" იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალავს