სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დღეს 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭება
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დღეს 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭება

ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ ერთ-ერთ ქუ­ჩას დღეს, 2015 წლის 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი მაშ­ვე­ლის, ზუ­რაბ მუ­ზაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბა.

ინი­ცი­ა­ტი­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ეკუთ­ვნის. ღო­ნის­ძი­ე­ბას თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია და­ეს­წრე­ბა.

დღეს­ვე, 23:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია 13-14 ივ­ნისს ვე­რეს ხე­ო­ბა­ში და­ღუ­პულ­თა სა­ხელ­ზე დარ­გულ ხე­ებ­თან, სტი­ქი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხსოვ­ნას პა­ტივს მი­ა­გებს.

და­ღუ­პუ­ლი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი­სა და მაშ­ვე­ლის ოჯა­ხი ერთჯე­რა­დად 100 ათას ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს, ხოლო შემ­დეგ ყო­ველ­თვი­უ­რად 1000-ლა­რი­ან შემ­წე­ო­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"შარ­შან ამ დღეს და­ი­ღუ­პა მაშ­ვე­ლი ზუ­რაბ მუ­ზაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც 8 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა და­ღუპ­ვას და სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნას. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ დღეს, ტრა­გე­დი­ი­დან ერთი წლის თავ­ზე ჩვენ ვი­ხი­ლავთ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი­სა და მაშ­ვე­ლე­ბის­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პა­კეტს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით, სა­დაც მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი­სა და მაშ­ვე­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის დროს და­ღუპ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ზუს­ტად ისე, რო­გორც პო­ლი­ცი­ე­ლის ოჯახს ერთჯე­რა­დად გა­და­ე­ცა­მა 100 ათა­სი ლარი, ხოლო შემ­დეგ ყო­ველ­თვი­უ­რად 1000 ლა­რი­ა­ნი შემ­წე­ო­ბა და­ღუ­პუ­ლის ოჯა­ხი­სათ­ვის. ჩვენ უნდა ვუ­სურ­ვოთ ყვე­ლა მათ­განს მშვი­დო­ბი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბა, თუმ­ცა ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ამ დო­ნე­ზე აყ­ვა­ნა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილს ეკუთ­ვნის.

2015 წლის 13-14 ივ­ნისს სტი­ქი­ის შე­დე­გად 21 ადა­მი­ა­ნი და­უ­ღუ­პა, 2 უგზო-უკვლოდ და­კა­რუ­ლად ით­ვლე­ბა.

13 ივ­ნი­სის ღა­მეს მდი­ნა­რე ვერე კა­ლა­პო­ტი­დან გად­მო­ვი­და და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია დატ­ბო­რა, მათ შო­რის, "მზი­უ­რი", ზო­ო­პარ­კი, სვა­ნი­ძის ქუჩა. სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 21 ადა­მი­ა­ნი, 2 დღემ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. და­ი­ღუ­პა ასე­ვე ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­და­რი 300-მდე ცხო­ვე­ლი და ფრინ­ვე­ლი, და­ინ­გრა ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს შე­მოვ­ლი­თი გზა, კერ­ძო სახ­ლე­ბი, მან­ქა­ნე­ბი, და­იტ­ბო­რა კორ­პუ­სე­ბის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სარ­თუ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დღეს 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭება

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დღეს 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭება

ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ქუჩას დღეს, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭება.

ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.

დღესვე, 23:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში დაღუპულთა სახელზე დარგულ ხეებთან, სტიქიის დროს გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნას პატივს მიაგებს.

დაღუპული მეხანძრე-მაშველისა და მაშველის ოჯახი ერთჯერადად 100 ათას ლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000-ლარიან შემწეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“შარშან ამ დღეს დაიღუპა მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა დაღუპვას და საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ადამიანების გადარჩენას. სიმბოლურია, რომ დღეს, ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე ჩვენ ვიხილავთ მეხანძრე-მაშველებისა და მაშველებისთვის სამართლებრივი და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტს გაუმჯობესების კუთხით, სადაც მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპვის შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცამა 100 ათასი ლარი, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000 ლარიანი შემწეობა დაღუპულის ოჯახისათვის. ჩვენ უნდა ვუსურვოთ ყველა მათგანს მშვიდობიანი მოღვაწეობა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ამ დონეზე აყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინიციატივა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ეკუთვნის.

2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაუღუპა, 2 უგზო-უკვლოდ დაკარულად ითვლება.

13 ივნისის ღამეს მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, მათ შორის, „მზიური“, ზოოპარკი, სვანიძის ქუჩა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, 2 დღემდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა ასევე ზოოპარკის ბინადარი 300-მდე ცხოველი და ფრინველი, დაინგრა ვაკე-საბურთალოს შემოვლითი გზა, კერძო სახლები, მანქანები, დაიტბორა კორპუსების პირველი და მეორე სართულები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი