სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
AMBEBI.GE-ს სპეც-პროექტი: 1 წელი 13 ივნისის სტიქიიდან...
AMBEBI.GE-ს სპეც-პროექტი: 1 წელი 13 ივნისის სტიქიიდან...

დღეს, 13 ივ­ნისს თბი­ლი­სის და­მან­გრე­ვე­ლი სტი­ქი­ი­დან ერთი წელი გა­ვი­და...

დღე, რო­მელ­მაც თბი­ლი­სი შეც­ვა­ლა... ტრა­გე­დი­ის ღამე, რო­მე­ლიც იმე­დის დღით გა­თენ­და. ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ე­ბი, სა­ხე­ლე­ბი და ის­ტო­რი­ე­ბი თბი­ლი­სის სტი­ქი­ის დღე­ებ­ში და­ვი­მახ­სოვ­რეთ… AMBEBI.GE-ს მულ­ტი­მე­დია პრო­ექ­ტი "1 წელი 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ი­დან" ამ ადა­მი­ა­ნებს და მათ ის­ტო­რი­ებს გა­გახ­სე­ნებთ...

ერ­თა­დერ­თი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე დარ­ჩა…

სვა­ნი­ძის 16 ნო­მერ­ში მცხოვ­რე­ბი ზუმ­ბუ­ლი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ერ­თა­დერ­თია, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი სახ­ლი სტი­ქი­ის შემ­დეგ ერთი დღით არ და­უ­ტო­ვე­ბია.

ზუმ­ბუ­ლი­ძე­ე­ბი სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე 1960 წლი­დან ცხოვ­რო­ბენ. აქ ოჯა­ხის ოთხი თა­ო­ბა გა­ი­ზარ­და. "13 სული ვართ, აქ ვცხოვ­რობ­დით და აქ ვართ. არ გვინ­დო­და აქა­უ­რო­ბის მი­ტო­ვე­ბა, რაც გა­დარ­ჩა იმას ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით" - გვე­უბ­ნე­ბა ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ხა­თუ­ნა ზუმ­ბუ­ლი­ძე.

"ყვე­ლა­ზე მძაფ­რად 13 ივ­ნი­სის ღა­მი­დან ის მახ­სენ­დე­ბა, რომ სამი პა­ტა­რა გვყავ­და სახ­ლში, უფ­რო­სი 3 წლის, ტყუ­პე­ბი - ორის და მთა­ვა­რი იყო ისი­ნი გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა. წყა­ლი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლამ­დე ამო­ვი­და, ყვე­ლა­ფე­რი დატ­ბო­რა და გა­სას­ვლე­ლი არ­სად იყო, ამი­ტომ ტე­რა­სე­ბით გა­და­ვე­დით სახ­ლი­დან. აღ­მარ­თზე მივ­დი­ო­დით ჩემი ოჯა­ხი, სამი პა­ტა­რით და ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი, ვინც მო­ას­წრეს ჩვე­ნამ­დე მოს­ვლა. გზა­ზე არა­ფე­რი ჩან­და - წვი­მა, სიბ­ნე­ლე, ტა­ლა­ხი, ერ­თმა­ნეთს ვე­ძახ­დით, - ხომ ყვე­ლა მო­დის, ვინ­მე ხომ არ წა­იქ­ცა და დახ­მა­რე­ბა ხომ არ სჭირ­დე­ბაო" - იხ­სე­ნებს და­მან­გრე­ვე­ლი სტი­ქი­ის ღა­მეს ხა­თუ­ნა ზუმ­ბუ­ლი­ძე.

ქუ­ჩა­ზე, სა­დაც სტი­ქი­ამ 6 ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა და 20 ოჯა­ხი უსახ­ლკა­როდ და­ტო­ვა, დან­გრე­უ­ლი სახ­ლე­ბის ად­გი­ლას, ახლა დიდი ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლია. ახალ­და­გე­ბუ­ლი ას­ფალ­ტი და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ბო­ძე­ბი რო­გორც ჩანს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ დას­რულ­და. მუ­შე­ბი ახ­ლაც მუ­შა­ო­ბენ დან­გრე­ვას გა­დარ­ჩე­ნი­ლი სახ­ლე­ბის გა­მაგ­რე­ბა­ზე. ზუმ­ბუ­ლი­ძე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე თვე­ში მარ­ტო აღარ იქ­ნე­ბი­ან. სამ ოჯახს სახ­ლებს ურე­მონ­ტე­ბენ და მალე ისი­ნი სა­კუ­თარ ფუ­ძე­ზე დაბ­რუ­ნე­ბას შეძ­ლე­ბენ.

"ამ სტი­ქი­ამ ბევ­რი რამე შეც­ვა­ლა. და­მა­ნა­ხა რომ უნდა იბ­რძო­ლო და არ გა­ჩერ­დე. ამ სტი­ქი­ამ და­მა­ნა­ხა კარ­გიც და ცუ­დიც, რომ გგო­ნია შენ­თვის ვი­ღაც კარ­გია, თურ­მე ტყუ­ი­ლად და პი­რი­ქით... ადა­მი­ა­ნე­ბის სი­კე­თე და­ვი­ნა­ხე. ვინც გვეხ­მა­რე­ბო­და, ან ვინც ვერ მო­დი­ო­და და გვი­რე­კავ­და, ჩვენ­ზე დარ­დობ­და... უბე­დუ­რე­ბის დროს მარ­ტო ყოფ­ნა ყვე­ლა­ზე ძნე­ლია და ამ სტი­ქი­ის დღე­ებ­ში ჩვენ არ ვი­ყა­ვით მარ­ტო. როცა, ვფიქ­რობ­დი, რომ მე და ჩემს ოჯახს აღა­რა­ფე­რი დაგ­ვრჩა, თა­ვი­დან უნდა და­ვი­წყოთ ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ არ ვი­ცით სა­ი­დან, ამ დროს და­ვი­ნა­ხეთ, რომ ხალ­ხი გვეხ­მა­რე­ბა და სა­ი­დან­ღაც და­ვი­წყეთ..."

ბეგი - სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლო

ფო­ტო­კა­მე­რას აღარ უფრთხის, მის წინ პო­ზი­რე­ბას მი­ეჩ­ვია კი­დეც. თბი­ლი­სის სტი­ქი­ის დღე­ებ­ში ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­და­რი ბე­ჰე­მო­თი ტრა­გე­დი­ის ერთ-ერთ სიმ­ბო­ლოდ იქცა, მისი ფო­ტო­ე­ბი წამ­ყვა­ნი გა­მო­ცე­მე­ბის მთა­ვარ გვერ­დებ­ზეც კი და­ი­ბეჭ­და.

ბეგი თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში 1999 წლი­დან ცხოვ­რობს. ახლა ის 20 წლის არის (ბე­ჰე­მო­თე­ბი 40-50 წელს ცხოვ­რო­ბენ) და "და­სა­ქორ­წი­ნებ­ლად" სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი აქვს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მის­თვის პარტნი­ორს ვერ პო­უ­ლო­ბენ. ასე რომ, ბეგი მარ­ტოა...

"ჩვენ­მა ბე­გიმ (ბეგ­ლარს მო­ფე­რე­ბით ვე­ძა­ხით), 13 ივ­ნი­სის ღა­მეს სა­ო­ცა­რი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­მო­ამ­ჟღავ­ნა. თა­ვის ვო­ლი­ე­რი­დან გმირ­თა მო­ე­დან­ზე აღ­მოჩ­ნდა. ვაჟ­კა­ცუ­რად იბ­რძო­ლა და სუ­ლაც არ იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, არა­ფე­რი და­შა­ვე­ბია. ბინ­ძურ, მო­რე­ბით სავ­სე და შლა­მი­ან-ტა­ლა­ხი­ან წყალ­ში მო­უხ­და ცურვ, თუმ­ცა იმ ორომ­ტრი­ა­ლი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და! მარ­თლაც სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლოდ იქცა. მისი შემ­ყუ­რე, მივ­ხვდით, რომ ზო­ო­პარკს და­ხურ­ვა დ გა­ნად­გუ­რე­ბა არ ემუქ­რე­ბა!" - ამ­ბობს და­ვით თაქთა­ქიშ­ვი­ლი, ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

სტი­ქი­ის შემ­დეგ, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ სპი­ლო­ე­ბი შე­ე­ვიწ­რო­ვე­ბი­ნათ და ბე­გის­თვის მათი ვო­ლი­ე­რის ნა­წი­ლი და­ეთ­მოთ. სპი­ლო­ებ­მა ახა­ლი მე­ზო­ბე­ლი მი­ი­ღეს, თუმ­ცა ბეგი მათ აუზ­ში ცო­ცხა­ლი თა­ვით არ ჩა­დი­ო­და. ამი­ტომ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლებს რამ­დენ­ჯერ­მე უწევ­დათ მის­თვის წყლის "შლან­გით" დას­ხმა. ბო­ლოს კი გა­ირ­კვა, რომ ბე­ჰე­მო­ტი თურ­მე ღა­მით ჭყუმ­პა­ლა­ობ­და აუზ­ში. რო­დე­საც ამ "უმ­სგავ­სო" საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს, მომ­ვლე­ლე­ბი წყალს აღარ ას­ხამ­დნენ და ბე­გიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, აუზ­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც ჩა­სუ­ლი­ყო. ახლა მას სა­კუ­თა­რი ვო­ლი­ე­რი აქვს, დიდი აუ­ზით...

13 ივ­ნი­სის ტრა­გი­კულ ღა­მეს ზო­ო­პარ­კის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი და 270 ცხო­ვე­ლი ემსხვერ­პლა. გა­ნად­გურ­და პარ­კის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ტე­რი­ტო­რია, მო­ი­შა­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ზო­ო­პარ­კის სი­ცო­ცხლის კუ­თხედ მი­იჩ­ნე­ო­და და სა­დაც სტი­ქი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი ძიძა - გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძე ცხო­ველ­თა უმ­წეო ნა­ში­ე­რებს ბავ­შვე­ბი­ვით ზრდი­და, სწო­რედ ის კუ­თხე, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის გა­საგ­რძე­ლე­ბელ ად­გი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, იმ ავ­ბე­დით ღა­მეს სიკ­ვდი­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა... ამი­ტომ, გა­და­წყდა, იმ დან­გრე­ულ ნა­წილ­ში არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. ამ ნა­წილ­ში მე­რი­ამ სა­რეკ­რე­ა­ციო ზონა გა­ა­შე­ნა, ზო­ო­პარ­კის ქვე­და ნა­წილ­ში ამი­ე­რი­დან მწვა­ნე ზოლი იქ­ნე­ბა...

…და­მან­გრე­ვე­ლი სტი­ქი­ის შემ­დეგ, ზო­ო­პარ­კის ხე­ლახ­ლა გახ­სნა 13 სექ­ტემ­ბერს მო­ხერ­ხდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძე გა­ახ­სენ­და სიმ­ბო­ლუ­რი დამ­თხვე­ვა - 13 სექ­ტემ­ბერს გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძის და­ბა­დე­ბის დღე იყო...

მო­ხა­ლი­სე ტაქ­სის­ტო­ბი­დან გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრომ­ლამ­დე

"უფა­სო ტაქ­სი მო­ხა­ლი­სე­ებს" - ავ­ტო­მან­ქა­ნა ამ წარ­წე­რით, სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე სტი­ქი­ი­დან მე­სა­მე დღეს გა­მოჩ­ნდა. მას 25 წლის გი­ორ­გი ლო­მი­ძე მარ­თავ­და. სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით გი­ორ­გი უსას­ყიდ­ლოდ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­სა და მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლე­ბიც ვე­რეს ხე­ო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­დნენ. ასე გა­იც­ნეს და შე­იყ­ვა­რეს თბი­ლი­სე­ლებ­მა "მო­ხა­ლი­სე ტაქ­სის­ტი".

"ჩვენს ქვე­ყა­ნა­სა და ქა­ლაქ­ში რა გა­სა­ჭი­რი არ ყო­ფი­ლა - ომე­ბი, სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბაც, მაგ­რამ რაც 13 ივ­ნისს დატ­რი­ალ­და, მსგავ­სი არა­ფე­რი მახ­სოვს. მაგ­რამ იმ ტრა­გე­დი­ას და­დე­ბი­თი მხა­რეც აღ­მო­აჩ­ნდა - იმ დროს ერ­თად შეკ­რუ­ლი ერი და­ვი­ნა­ხეთ. ახალ­გაზ­რდებ­მა, რომ­ლებ­ზეც მა­ნამ­დე ამ­ბობ­დნენ, ამა­თი იმე­დი არ უნდა გვქონ­დე­სო, თავი გა­მო­ი­ჩი­ნეს. მთე­ლი ერი გვერ­დიგ­ვერდ იდგა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 13 ივ­ნისს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­უ­კავ­შირ­და, მათ შო­რის მეც. ჩემს საქ­ცი­ელს პა­ტა­რა სი­კე­თე ვუ­წო­დოთ, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი ნამ­დვი­ლი გმი­რი ჰყო­ლია და უხერ­ხუ­ლია, მე გმი­რი მი­წო­დონ", - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი.

დღე­ვან­დე­ლი დღე­სა­ვით ახ­სოვს, რა ხდე­ბო­და სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, რო­გო­რი მტკივ­ნე­უ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი იყო სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბი და შემ­დე­გი დღე­ე­ბი... "სა­ნამ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი იქ იყ­ვნენ, მეც ვი­ყა­ვი ბო­ლომ­დე, ყო­ვე­ლი დღე ემო­ცი­უ­რი იყო და ახა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბით სავ­სე. მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და, უდი­დე­სი როლი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა ითა­მა­შა, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟებ­მა, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბამ და მო­ხა­ლი­სე­ებ­მა. ყვე­ლამ შე­უ­ფა­სე­ბე­ლი სა­მუ­შაო გას­წი­ეს", - იხე­ნებს "მო­ხა­ლი­სე ტაქ­სის­ტი" სტი­ქი­ის შემ­დგომ დღე­ებს.

ბევ­რმა არ იცის, იმის მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ არ­ჩია გი­ორ­გიმ ფი­ზი­კურ მუ­შა­ო­ბას ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბო­და სხვებს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, უც­ნო­ბი ნეფ­რო­სკლე­რო­ზი და­უდ­გინ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ა­ლიზ­ზე იყო, შემ­დეგ ტრან­სპლან­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გი­ორ­გის დო­ნო­რი მი­სი­ვე მამა გახ­და. სწო­რედ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო შარ­შან ნი­ჩაბ­ზე მო­ხა­ლი­სე­ო­ბას, მო­ხა­ლი­სე ტაქ­სის­ტო­ბა არ­ჩია, - მის­თვის ფი­ზი­კუ­რი შრო­მა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. "ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ მი­წყობ­და ხელს, რომ ნი­ჩაბ­ზე, ფი­ზი­კუ­რად მე­მუ­შა­ვა და უფა­სო ტაქ­სიც ამის შე­დე­გი აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც შევ­ძე­ლი, ადა­მი­ა­ნებს ისე და­ვეხ­მა­რე".

ამ საქ­ცი­ე­ლი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი შეგ­ნე­ბის­თვის იმ დღე­ებ­ში­ვე, გი­ორ­გი ნა­ძა­ლა­დე­ვის გამ­გე­ო­ბა­ში და­ა­საქ­მეს, რის შემ­დე­გაც "ტაქ­სის­ტო­ბა" შე­წყვი­ტა, რი­თაც მა­ნამ­დე არ­ჩენ­და ოჯახს... იმას, რომ 13 ივ­ნი­სის სტი­ქია მის ცხოვ­რე­ბას ასე შეც­ვლი­და, ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­იდ­გენ­და. "რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მას მერე მოხ­და, ღვთის წა­ყა­ლო­ბად მი­ვიჩ­ნევ. რა თქმა უნდა, რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა. პრინ­ციპ­ში, ის ვარ, რაც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი სამ­სა­ხუ­რი მაქვს და მო­ვა­ლე­ო­ბას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვას­რუ­ლებ" - ამ­ბობს გი­ორ­გი.

ალ­ბათ ერ­თმა­ნე­თის შეყ­ვა­რე­ბა ვერც მო­ას­წრეს...

27 წლის სერ­გო კა­პა­ნა­ძე ერთ-ერ­თია იმ ორი ადა­მი­ა­ნი­დან, რომ­ლე­ბიც 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის ღა­მეს გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. სერ­გოს კვა­ლი ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს ახალ გზა­ზე იკარ­გე­ბა და სტი­ქი­ი­დან ერთი წლის შემ­დე­გაც, მის შე­სა­ხებ ოჯახ­მა არა­ფე­რი იცის...

"ერთი წე­ლია თვალ­ზე ცრემ­ლი არ შემშრო­ბია, ერთი წლის იყო როცა და­ობ­ლდა და მას მერე ხელი აღარ გა­მიშ­ვია. მე ვზრდი­დი…" - ამ­ბობს სერ­გოს დე­ი­და ნინო თევ­დო­რა­ძე. სერ­გო კა­პა­ნა­ძეს ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია აქვს. 1 წლის იყო როცა დე­დამ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. ობოლ ბი­ჭუ­ნას ბე­ბია, ბა­ბუა, დე­ი­და და ბიძა ზრდიდ­ნენ.

"ობო­ლი ბავ­შვი იყო და მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მქონ­და მის მი­მართ. არ ვიცი და­მი­ჯე­რებთ თუ არა, მაგ­რამ ჩემ­თვის შვილ­ზე მეტი იყო. ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით, ყო­ველ­თვის ვუყ­ვე­ბო­დი დე­და­მის­ზე. მა­საც ჩემი დის­ნა­ი­რი არ­ტის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბა ჰქონ­და. გა­რეგ­ნუ­ლად ულა­მა­ზე­სი, მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა ბიჭი იყო. მე შევ­ქმე­ნი ეს ბავ­შვი. 17 წლი­სამ თბი­ლის­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა მა­მის გა­საც­ნო­ბად და წა­ვი­და. ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და თა­ვის და-ძმას­თან. თბი­ლის­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, ათი წელი ხან ერთ მე­გო­ბარ­თან ცხოვ­რობ­და, ხან მე­ო­რეს­თან. შემ­დეგ პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა სამ­სა­ხურ­ში, ვა­ლე­ბი და­ე­დო, რა­საც ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და და ქუ­თა­ის­ში დაბ­რუნ­და. მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბას აპი­რებ­და, ამ­ბობ­და იქ ვი­მუ­შა­ვებ, ვა­ლებს გა­და­ვიხ­დი და უკან დავ­ბრუნ­დე­ბიო, მაგ­რამ მისი გეგ­მე­ბი შე­იც­ვა­ლა..."

სერ­გოს წას­ვლის გეგ­მე­ბი ლიზა ზა­რან­დი­ამ შეც­ვა­ლა. თბი­ლის­ში მე­გო­ბარ­თან ჩა­მო­სულ­მა, ლიზა გა­იც­ნო და გა­და­წყვი­ტა სა­მუ­შა­ოდ ისევ თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ლი­ზას და სერ­გოს ერთი თვის გაც­ნო­ბი­ლი ჰყავ­დათ ერ­თმა­ნე­თი. მათი მო­მა­ვა­ლი 13 ივ­ნისს ადი­დე­ბულ­მა ვე­რემ სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა...

"ძა­ლი­ან უნ­დო­და ცო­ლის მოყ­ვა­ნა, შვი­ლე­ბი, მაგ­რამ არ დას­ცალ­და. 4 ივ­ნისს აპი­რებ­და ქუ­თა­ის­ში დაბ­რუ­ნე­ბას, ჩემი ძმის­შვი­ლი "მარ­შუტ­კით" იყო წა­მო­სუ­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად და მათ­თან ერ­თად უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო ქუ­თა­ის­ში, მაგ­რამ ბოლო მო­მენ­ტში გა­და­ი­ფიქ­რა. უთ­ქვამს აქ მუ­შა­ო­ბას ვი­წყებ და ცოტა ხნით ისევ დავ­რჩე­ბი თბი­ლის­შიო. რო­გორც მერე გა­ვი­გე, იმ დღეს ლი­ზას დის და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გა­საც­ნო­ბად გა­ვი­და სახ­ლი­დან. ერთი თვის გაც­ნო­ბი­ლი ჰყავ­და ლიზა, ალ­ბათ ერ­თმა­ნე­თის შეყ­ვა­რე­ბა ვერც მო­ას­წრეს..."

ნინო თევ­დო­რა­ძეს ერთი წლის მან­ძილ­ზე ერთი წუ­თით არ და­უ­კარ­გავს დის­შვი­ლის პოვ­ნის იმე­დი: "ახ­ლაც მაქვს სკამ­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი მისი ტან­საც­მე­ლი, რო­მელ­საც სერ­გოს სით­ბო აქვს შერ­ჩე­ნი­ლი. ბა­ბუ­ა­მის­მა დღემ­დე არ იცის სერ­გოს ამ­ბა­ვი. სა­დღაც მი­ხა­რია კი­დეც, მკვდა­რი რომ არ მი­ნა­ხავს. მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ბიჭი იყო და ვფიქ­რობ იქ­ნებ გა­დარ­ჩა, რა­ღაც მოხ­ვდა თავ­ში და ამ­ნე­ზია და­ე­მარ­თა... ყო­ველ­დღე იმ იმე­დით შევ­დი­ვარ ინ­ტერ­ნეტ­ში, რომ ან თა­ვად ან სხვა ვინ­მე მომ­წერს, რომ ჩემი სერ­გუ­ნა ცო­ცხა­ლია. აღარ ვიცი, ის ჯო­ბია ზა­რან­დი­ე­ბის დე­დამ რომ იცის, შვი­ლე­ბი მკვდა­რი ჰყავს, თუ ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

AMBEBI.GE-ს სპეც-პროექტი: 1 წელი 13 ივნისის სტიქიიდან...

AMBEBI.GE-ს სპეც-პროექტი: 1 წელი 13 ივნისის სტიქიიდან...

დღეს, 13 ივნისს თბილისის დამანგრეველი სტიქიიდან ერთი წელი გავიდა...

დღე, რომელმაც თბილისი შეცვალა... ტრაგედიის ღამე, რომელიც იმედის დღით გათენდა. ადამიანები, რომელთა სახეები, სახელები და ისტორიები თბილისის სტიქიის დღეებში დავიმახსოვრეთ… AMBEBI.GE-ს მულტიმედია პროექტი "1 წელი 13 ივნისის სტიქიიდან" ამ ადამიანებს და მათ ისტორიებს გაგახსენებთ...

ერთადერთი ოჯახი, რომელიც სვანიძის ქუჩაზე დარჩა…

სვანიძის 16 ნომერში მცხოვრები ზუმბულიძეების ოჯახი ერთადერთია, რომლებსაც საკუთარი სახლი სტიქიის შემდეგ ერთი დღით არ დაუტოვებია.

ზუმბულიძეები სვანიძის ქუჩაზე 1960 წლიდან ცხოვრობენ. აქ ოჯახის ოთხი თაობა გაიზარდა. "13 სული ვართ, აქ ვცხოვრობდით და აქ ვართ. არ გვინდოდა აქაურობის მიტოვება, რაც გადარჩა იმას ვუფრთხილდებოდით" - გვეუბნება ოჯახის დიასახლისი ხათუნა ზუმბულიძე.

"ყველაზე მძაფრად 13 ივნისის ღამიდან ის მახსენდება, რომ სამი პატარა გვყავდა სახლში, უფროსი 3 წლის, ტყუპები - ორის და მთავარი იყო ისინი გადაგვერჩინა. წყალი სახლის მეორე სართულამდე ამოვიდა, ყველაფერი დატბორა და გასასვლელი არსად იყო, ამიტომ ტერასებით გადავედით სახლიდან. აღმართზე მივდიოდით ჩემი ოჯახი, სამი პატარით და ჩვენი მეზობლები, ვინც მოასწრეს ჩვენამდე მოსვლა. გზაზე არაფერი ჩანდა - წვიმა, სიბნელე, ტალახი, ერთმანეთს ვეძახდით, - ხომ ყველა მოდის, ვინმე ხომ არ წაიქცა და დახმარება ხომ არ სჭირდებაო" - იხსენებს დამანგრეველი სტიქიის ღამეს ხათუნა ზუმბულიძე.

ქუჩაზე, სადაც სტიქიამ 6 ადამიანი შეიწირა და 20 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, დანგრეული სახლების ადგილას, ახლა დიდი ცარიელი ადგილია. ახალდაგებული ასფალტი და ელექტროგადამცემი ბოძები როგორც ჩანს, რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მუშები ახლაც მუშაობენ დანგრევას გადარჩენილი სახლების გამაგრებაზე. ზუმბულიძეები რამდენიმე თვეში მარტო აღარ იქნებიან. სამ ოჯახს სახლებს ურემონტებენ და მალე ისინი საკუთარ ფუძეზე დაბრუნებას შეძლებენ.

"ამ სტიქიამ ბევრი რამე შეცვალა. დამანახა რომ უნდა იბრძოლო და არ გაჩერდე. ამ სტიქიამ დამანახა კარგიც და ცუდიც, რომ გგონია შენთვის ვიღაც კარგია, თურმე ტყუილად და პირიქით... ადამიანების სიკეთე დავინახე. ვინც გვეხმარებოდა, ან ვინც ვერ მოდიოდა და გვირეკავდა, ჩვენზე დარდობდა... უბედურების დროს მარტო ყოფნა ყველაზე ძნელია და ამ სტიქიის დღეებში ჩვენ არ ვიყავით მარტო. როცა, ვფიქრობდი, რომ მე და ჩემს ოჯახს აღარაფერი დაგვრჩა, თავიდან უნდა დავიწყოთ ცხოვრება, მაგრამ არ ვიცით საიდან, ამ დროს დავინახეთ, რომ ხალხი გვეხმარება და საიდანღაც დავიწყეთ..."

ბეგი - სიცოცხლის სიმბოლო

ფოტოკამერას აღარ უფრთხის, მის წინ პოზირებას მიეჩვია კიდეც. თბილისის სტიქიის დღეებში ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოთი ტრაგედიის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, მისი ფოტოები წამყვანი გამოცემების მთავარ გვერდებზეც კი დაიბეჭდა.

ბეგი თბილისის ზოოპარკში 1999 წლიდან ცხოვრობს. ახლა ის 20 წლის არის (ბეჰემოთები 40-50 წელს ცხოვრობენ) და "დასაქორწინებლად" საუკეთესო პერიოდი აქვს, თუმცა ჯერჯერობით მისთვის პარტნიორს ვერ პოულობენ. ასე რომ, ბეგი მარტოა...

"ჩვენმა ბეგიმ (ბეგლარს მოფერებით ვეძახით), 13 ივნისის ღამეს საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა. თავის ვოლიერიდან გმირთა მოედანზე აღმოჩნდა. ვაჟკაცურად იბრძოლა და სულაც არ იყო დაზიანებული, არაფერი დაშავებია. ბინძურ, მორებით სავსე და შლამიან-ტალახიან წყალში მოუხდა ცურვ, თუმცა იმ ორომტრიალიდან გამარჯვებული გამოვიდა! მართლაც სიცოცხლის სიმბოლოდ იქცა. მისი შემყურე, მივხვდით, რომ ზოოპარკს დახურვა დ განადგურება არ ემუქრება!" - ამბობს დავით თაქთაქიშვილი, ზოოპარკის დირექტორის მოადგილე.

სტიქიის შემდეგ, იძულებულები გახდნენ სპილოები შეევიწროვებინათ და ბეგისთვის მათი ვოლიერის ნაწილი დაეთმოთ. სპილოებმა ახალი მეზობელი მიიღეს, თუმცა ბეგი მათ აუზში ცოცხალი თავით არ ჩადიოდა. ამიტომ, დღის განმავლობაში, ზოოპარკის თანამშრომლებს რამდენჯერმე უწევდათ მისთვის წყლის "შლანგით" დასხმა. ბოლოს კი გაირკვა, რომ ბეჰემოტი თურმე ღამით ჭყუმპალაობდა აუზში. როდესაც ამ "უმსგავსო" საქციელის შესახებ შეიტყვეს, მომვლელები წყალს აღარ ასხამდნენ და ბეგიც იძულებული გახდა, აუზში დღის განმავლობაშიც ჩასულიყო. ახლა მას საკუთარი ვოლიერი აქვს, დიდი აუზით...

13 ივნისის ტრაგიკულ ღამეს ზოოპარკის სამი თანამშრომელი და 270 ცხოველი ემსხვერპლა. განადგურდა პარკის თითქმის ნახევარი ტერიტორია, მოიშალა ინფრასტრუქტურა.

ადგილი, რომელიც ზოოპარკის სიცოცხლის კუთხედ მიიჩნეოდა და სადაც სტიქიის დროს დაღუპული ძიძა - გულიკო ჭიტაძე ცხოველთა უმწეო ნაშიერებს ბავშვებივით ზრდიდა, სწორედ ის კუთხე, რომელიც სიცოცხლის გასაგრძელებელ ადგილად მიიჩნეოდა, იმ ავბედით ღამეს სიკვდილის სიმბოლოდ იქცა... ამიტომ, გადაწყდა, იმ დანგრეულ ნაწილში არაფერი გაკეთებულიყო. ამ ნაწილში მერიამ სარეკრეაციო ზონა გააშენა, ზოოპარკის ქვედა ნაწილში ამიერიდან მწვანე ზოლი იქნება...

…დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, ზოოპარკის ხელახლა გახსნა 13 სექტემბერს მოხერხდა. მოგვიანებით, ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძე გაახსენდა სიმბოლური დამთხვევა - 13 სექტემბერს გულიკო ჭიტაძის დაბადების დღე იყო...

მოხალისე ტაქსისტობიდან გამგეობის თანამშრომლამდე

"უფასო ტაქსი მოხალისეებს" - ავტომანქანა ამ წარწერით, სვანიძის ქუჩაზე სტიქიიდან მესამე დღეს გამოჩნდა. მას 25 წლის გიორგი ლომიძე მართავდა. საკუთარი ავტომობილით გიორგი უსასყიდლოდ ემსახურებოდა დაზარალებულებსა და მოხალისეებს, რომლებიც ვერეს ხეობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ. ასე გაიცნეს და შეიყვარეს თბილისელებმა "მოხალისე ტაქსისტი".

"ჩვენს ქვეყანასა და ქალაქში რა გასაჭირი არ ყოფილა - ომები, სტიქიური უბედურებაც, მაგრამ რაც 13 ივნისს დატრიალდა, მსგავსი არაფერი მახსოვს. მაგრამ იმ ტრაგედიას დადებითი მხარეც აღმოაჩნდა - იმ დროს ერთად შეკრული ერი დავინახეთ. ახალგაზრდებმა, რომლებზეც მანამდე ამბობდნენ, ამათი იმედი არ უნდა გვქონდესო, თავი გამოიჩინეს. მთელი ერი გვერდიგვერდ იდგა. აქედან გამომდინარე, 13 ივნისს ბევრი ადამიანი დაუკავშირდა, მათ შორის მეც. ჩემს საქციელს პატარა სიკეთე ვუწოდოთ, რადგანაც საქართველოს ბევრი ნამდვილი გმირი ჰყოლია და უხერხულია, მე გმირი მიწოდონ", - გვეუბნება გიორგი.

დღევანდელი დღესავით ახსოვს, რა ხდებოდა სტიქიის ზონაში, როგორი მტკივნეული და ტრაგიკული იყო სტიქიის შედეგები და შემდეგი დღეები... "სანამ მოხალისეები იქ იყვნენ, მეც ვიყავი ბოლომდე, ყოველი დღე ემოციური იყო და ახალი სიტუაციებით სავსე. მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, უდიდესი როლი სამაშველო სამსახურმა ითამაშა, საპატრულო ეკიპაჟებმა, სასწრაფო დახმარებამ და მოხალისეებმა. ყველამ შეუფასებელი სამუშაო გასწიეს", - იხენებს "მოხალისე ტაქსისტი" სტიქიის შემდგომ დღეებს.

ბევრმა არ იცის, იმის მიზეზი, თუ რატომ არჩია გიორგიმ ფიზიკურ მუშაობას ტაქსით მომსახურებოდა სხვებს. რამდენიმე წლის წინ, უცნობი ნეფროსკლეროზი დაუდგინდა. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში დიალიზზე იყო, შემდეგ ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. გიორგის დონორი მისივე მამა გახდა. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შარშან ნიჩაბზე მოხალისეობას, მოხალისე ტაქსისტობა არჩია, - მისთვის ფიზიკური შრომა მაინცდამაინც არ არის რეკომენდებული. "ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მიწყობდა ხელს, რომ ნიჩაბზე, ფიზიკურად მემუშავა და უფასო ტაქსიც ამის შედეგი აღმოჩნდა. როგორც შევძელი, ადამიანებს ისე დავეხმარე".

ამ საქციელისა და მოქალაქეობრივი შეგნებისთვის იმ დღეებშივე, გიორგი ნაძალადევის გამგეობაში დაასაქმეს, რის შემდეგაც "ტაქსისტობა" შეწყვიტა, რითაც მანამდე არჩენდა ოჯახს... იმას, რომ 13 ივნისის სტიქია მის ცხოვრებას ასე შეცვლიდა, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. "რაც ჩემს ცხოვრებაში მას მერე მოხდა, ღვთის წაყალობად მივიჩნევ. რა თქმა უნდა, რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. პრინციპში, ის ვარ, რაც ვიყავი, მაგრამ ფაქტია, რომ გაცილებით უკეთესი სამსახური მაქვს და მოვალეობას პასუხისმგებლობით ვასრულებ" - ამბობს გიორგი.

ალბათ ერთმანეთის შეყვარება ვერც მოასწრეს...

27 წლის სერგო კაპანაძე ერთ-ერთია იმ ორი ადამიანიდან, რომლებიც 13 ივნისის სტიქიის ღამეს გაუჩინარდნენ. სერგოს კვალი ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე იკარგება და სტიქიიდან ერთი წლის შემდეგაც, მის შესახებ ოჯახმა არაფერი იცის...

"ერთი წელია თვალზე ცრემლი არ შემშრობია, ერთი წლის იყო როცა დაობლდა და მას მერე ხელი აღარ გამიშვია. მე ვზრდიდი…" - ამბობს სერგოს დეიდა ნინო თევდორაძე. სერგო კაპანაძეს ტრაგიკული ისტორია აქვს. 1 წლის იყო როცა დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ობოლ ბიჭუნას ბებია, ბაბუა, დეიდა და ბიძა ზრდიდნენ.

"ობოლი ბავშვი იყო და მეტი პასუხისმგებლობა მქონდა მის მიმართ. არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ ჩემთვის შვილზე მეტი იყო. ყველგან ერთად დავდიოდით, ყოველთვის ვუყვებოდი დედამისზე. მასაც ჩემი დისნაირი არტისტული ბუნება ჰქონდა. გარეგნულად ულამაზესი, მწვანეთვალება ბიჭი იყო. მე შევქმენი ეს ბავშვი. 17 წლისამ თბილისში წასვლა გადაწყვიტა მამის გასაცნობად და წავიდა. ურთიერთობა ჰქონდა თავის და-ძმასთან. თბილისში დაიწყო მუშაობა, ათი წელი ხან ერთ მეგობართან ცხოვრობდა, ხან მეორესთან. შემდეგ პრობლემები შეექმნა სამსახურში, ვალები დაედო, რასაც ძალიან განიცდიდა და ქუთაისში დაბრუნდა. მოსკოვში გამგზავრებას აპირებდა, ამბობდა იქ ვიმუშავებ, ვალებს გადავიხდი და უკან დავბრუნდებიო, მაგრამ მისი გეგმები შეიცვალა..."

სერგოს წასვლის გეგმები ლიზა ზარანდიამ შეცვალა. თბილისში მეგობართან ჩამოსულმა, ლიზა გაიცნო და გადაწყვიტა სამუშაოდ ისევ თბილისში დარჩენილიყო. ლიზას და სერგოს ერთი თვის გაცნობილი ჰყავდათ ერთმანეთი. მათი მომავალი 13 ივნისს ადიდებულმა ვერემ სამუდამოდ შეცვალა...

"ძალიან უნდოდა ცოლის მოყვანა, შვილები, მაგრამ არ დასცალდა. 4 ივნისს აპირებდა ქუთაისში დაბრუნებას, ჩემი ძმისშვილი "მარშუტკით" იყო წამოსული შვილებთან ერთად და მათთან ერთად უნდა დაბრუნებულიყო ქუთაისში, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. უთქვამს აქ მუშაობას ვიწყებ და ცოტა ხნით ისევ დავრჩები თბილისშიო. როგორც მერე გავიგე, იმ დღეს ლიზას დის და მისი შეყვარებულის გასაცნობად გავიდა სახლიდან. ერთი თვის გაცნობილი ჰყავდა ლიზა, ალბათ ერთმანეთის შეყვარება ვერც მოასწრეს..."

ნინო თევდორაძეს ერთი წლის მანძილზე ერთი წუთით არ დაუკარგავს დისშვილის პოვნის იმედი: "ახლაც მაქვს სკამზე გადაკიდებული მისი ტანსაცმელი, რომელსაც სერგოს სითბო აქვს შერჩენილი. ბაბუამისმა დღემდე არ იცის სერგოს ამბავი. სადღაც მიხარია კიდეც, მკვდარი რომ არ მინახავს. მოხერხებული ბიჭი იყო და ვფიქრობ იქნებ გადარჩა, რაღაც მოხვდა თავში და ამნეზია დაემართა... ყოველდღე იმ იმედით შევდივარ ინტერნეტში, რომ ან თავად ან სხვა ვინმე მომწერს, რომ ჩემი სერგუნა ცოცხალია. აღარ ვიცი, ის ჯობია ზარანდიების დედამ რომ იცის, შვილები მკვდარი ჰყავს, თუ ჩემს მდგომარეობაში ყოფნა..."

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი