რამდენიმე დღის წინ, ანჯელინა ჯოლის 41 წელი შეუსრულდა.
ამასთან დაკავშირებით Allnews.ge 26 წლის წინ, ფოტოგრაფ ჰარი ლანგდონის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს გთავაზობთ, რომლებზეც 15 წლის ანჯელინაა ასახული.
"ზოგადად, მუშაობის დაწყებამდე ვცდილობ მეტი გავიგო იმ ადამიანზე, რომლის გადაღებასაც ვაპირებ. თუმცა, ჩემმა თანაშემწემ დამიმალა ანჯელინას ასაკი, რადგან ფიქრობდა, რომ ეს გავლენას მოახდენდა ჩემი მუშაობის სტილზე და მეც არ შემპარვია ეჭვი. მეგონა 18 წლის იყო. ანჯელინამ იმდენად "იგრძნო" კამერა, რომ მას სრული თავისუფლება მივანიჭე. მხოლოდ ვეუბნებოდი რომელ მხარეს შებრუნებულიყო", - აღნიშნა Bored Panda-თან საუბარში ლანგდონმა.