"ბრავო, ტენორო!" - რატომ გააწითლა პლაჩიდო დომინგომ ოთარ ჯორჯიკია

"ბრავო, ტენორო!" - რატომ გააწითლა პლაჩიდო დომინგომ ოთარ ჯორჯიკია

ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სოლისტს, ოთარ ჯორჯიკიას განსაკუთრებულად დატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვს. 27 მაისს, პეტერბურგში, მარიას თეატრში ჯუზეპე ვერდის "სიმონ ბოკანეგრაში" იმღერა. მსოფლიოში წამყვან სოლისტებთან ერთად, ოთარს პარტნიორობა გაუწიეს თანამედროვე ცნობილმა შემსრულებლებმა, რომელთა შორის ერთ-ერთი პლაჩიდო დომინგო გახლდათ. ის აუდიტორიის წინაშე ბოკანეგრას როლში წარდგა, ხოლო ოთარ ჯორჯიკიამ გაბრიელე ადორნოს როლი შეასრულა. მალევე, თბილისის ოპერაში პრემიერის სამზადისზე გადაერთო - მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა "სამოსელი პირველი" გურამ დოჩანაშვილის რომანის მიხედვით დაიდგა.

- ოთარ, პირველ რიგში, პრემიერის შემდგომი შთაბეჭდილებები გაგვიზიარე...

- "სამოსელ პირველში" დიდი შრომააა ჩადებული და თითოეული მონაწილე ვეცადეთ, ეს ძალისხმევა მაყურებლამდე მაქსიმალურად მიგვეტანა. გარდა სიმღერისა, სპექტაკლში მაქვს რამდენიმე ეპიზოდი, სადაც დრამატულ მსახიობებთან ერთად ვთამაშობ. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, როცა ასეთი პროფესიონალების გვერდით მიწევს ჩემი არტისტიზმის გამოვლენა და ასე ვთქვათ, მათთვის მხარის აბმა. ვფიქრობ, სპექტაკლი შედგა. მაყურებელი, ვისაც ვესაუბრე, კმაყოფილი დარჩა, პირველ რიგში იმით, რომ გურამ დოჩანაშვილის გენიალური ნაწარმოები სცენაზე განხორციელდა.

- გურამ დოჩანაშვილის ბევრ ნაწარმოებს იცნობს საზოგადოება, მაგრამ ალბათ, "სამოსელი პირველი" ის რომანია, რომელთანაც პირველ რიგში ასოცირდება ეს მწერალი. ალბათ ხელახლა მოგიხდათ გადაკითხვა...

- რა თქმა უნდა. როცა რაღაც წლების წინ გაქვს წაკითხული, დეტალები არ გახსოვს და აუცილებელია არა მხოლოდ ხელახლა წაკითხვა, არამედ წვრილმანების უფრო მეტად გააზრება და მაქსიმალური ყურადღება. ალბათ, სპექტაკლის ყველა მონაწილე თავიდან ჩაეძიებოდა რომანს, მისი "სამზარეულოს" უკეთ გასაცნობად. ყოველ შემთხვევაში, მე ყოველთვის ასე ვიქცევი.

- პრემიერის შემდეგ, ბატონ გურამთან გასაუბრების საშუალება თუ მოგეცათ?

- სპექტაკლის ბოლოს აპლოდისმენტები მიიღო ბატონმა გურამმა. ფარდა რომ დაეშვა, ძალიან ბედნიერი და გახარებული ჩანდა. მონაწილეებს რამდენიმე სიტყვით მოგვეფერა, შეგვაქო და სითბო გვიწილადა. ეს დიდი სტიმულია ჩვენთვის. ლაშა ონიანი და ზაზა მარჯანიშვილი მასთან კონსულტაციებს გადიოდნენ, მაგრამ რეპეტიციებზე დასწრება მისთვის რთული იქნებოდა.

- "სიმონ ბოკანეგრას" ამბავსა და დომინგოსთან შეხვედრაზე ვისაუბროთ. როდის გაიგეთ, რომ მასთან ერთად მოგიწევდათ სცენაზე დგომა?

- "სიმონ ბოკანეგრას" პირველი პრემიერა 22 მარტს ვიმღერე, მარიას თეატრში. მაშინ საკმაოდ მცირე დროში მომიხდა როლის მომზადება და სიმღერა. ამჯერად, სპექტაკლი ფესტივალ "თეთრი ღამეების" ფარგლებში, 27 მაისს წარმოადგინეს. დომინგოს გარდა, იქ მღეროდა მსოფლიოში ცნობილი სოპრანო ტატიანა სერჟანი და შესანიშნავი ბანი მიხაილ პეტრენკო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ ოპერაში დომინგოსთან ერთად მომიწევდა სიმღერა. რეპეტიცია ერთ დღეში გავიარეთ. როგორც ტენორისთვის, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის სიმღერებზე ვართ გაზრდილები არა მხოლოდ მე, არამედ ოპერის ბევრი შემსრულებელი და მოყვარული. ასაკიდან და მისი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახლა ის ბარიტონზე გადაერთო, ტენორის რეპერტუარს მცირე დოზით "უღალატა", მაგრამ ხმა შესანიშნავ ფორმაში აქვს.. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია