სანამ მორიგ ფინჯან ყავას შეუკვეთავთ, დაფიქრდით რა გავლენას ახდენს კოფეინი თქვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების სტილზე.
იცით თუ არა, რომ კოფეინს თქვენი ბიოლოგიური საათის არევა და მელანინის გამოყოფის შემცირება შეუძლია. ყავის ერთ-ერთ უარყოფით დამახასიათებელ ნიშნად მასზე დამოკიდებულებაც შეიძლება განვიხილოთ.
ფსიქოლოგი მარკ ვაინვუდი 9 მიზეზს გთავაზობთ თუ რატომ უნდა აკონტროლოთ კოფეინის რაოდენობა:
1. უკეთესი ძილისთვის
დაწოლამდე 6 საათით ადრე ყავის მიღების შემთხვევაშიც კი თქვენ ხელს უშლით ძილის პროცესს. კოფეინი ზემოქმედებს ძილის ფაზებსა და ციკლზე. მთელი ღამის განმავლობაში თქვენ რჩებით ფხიზელი ძილის ფაზაში და გეღვიძებათ იმ დროს, როდესაც ღრმა ძილის ფაზაში უნდა გადახვიდეთ.
2. მშვიდი ცხოვრებისთვის
კოფეინი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ასტიმულირებს, ეფექტი კი დღის ბოლომდე გრძელდება.
3. ნაკლებ სტრესს იგრძნობთ
კოფეინი სტრესის ჰორმონებს ზრდის.
4. ამცირებს ტკივილს მუცლის ღრუში
ყავა, ხშირ შემთხვევაში, აღიზიანებს ნაღვლის ბუშტსა და მსხვილ ნაწლავს, რაც მუცლის ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს.
5. შარდის შეუკავებლობისგან თავის დაღწევის საშუალება