სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბორჯღალოსნებმა" სამოასთან დაპირისპირება ფრედ დაასრულეს
"ბორჯღალოსნებმა" სამოასთან დაპირისპირება ფრედ დაასრულეს

სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რებ­მა ოკე­ა­ნე­თის ტურ­ნე­ში პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" სა­მო­ას და­უ­პი­რის­პირ­დნენ და შეხ­ვედ­რა ფრედ, 19:19 დას­რულ­და.

აპი­ას "პარკ სთე­დი­უმ­ზე" გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი "ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა" 9:6 მო­ი­გეს - სამი სა­ჯა­რი­მო მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­მო­ი­ყე­ნა.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ სა­მო­ე­ლებ­მა ჯერ ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რეს, შემ­დეგ კი მატ­ჩის პირ­ვე­ლი ლე­ლოც და­დეს და ან­გა­რიშ­ში 16:9 და­წი­ნა­ურ­დნენ.

ამას "ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა" გი­ორ­გი თხი­ლა­იშ­ვი­ლის ლე­ლო­თი უპა­სუ­ხეს, კვი­რი­კაშ­ვილ­მა კი გარ­და­სახ­ვა გა­მო­ი­ყე­ნა და ან­გა­რი­ში გა­თა­ნაბრდა.

დარ­ჩე­ნილ დრო­ში გუნ­დებ­მა კი­დევ თითო ზუს­ტი სა­ჯა­რი­მო შე­ას­რუ­ლეს, რის შემ­დე­გაც ან­გა­რი­ში აღარ შეც­ვლი­ლა - 19:19

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი, პირ­ვე­ლად თა­ვის ის­ტო­რი­ა­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ე­ბა ზა­ფხუ­ლის ტესტ-სე­რი­ა­ში და ტურ­ნეს ოკე­ა­ნეთ­ში მარ­თავს. მილ­ტონ ჰე­ი­გის გუნ­დი სა­მო­ა­დან ფი­ჯი­ზე გა­და­ი­ნაც­ვლებს, სა­დაც 18 ივ­ნისს ტონ­გას ნაკ­რებს, 24-ში კი მას­პინ­ძელ­თა ეროვ­ნულ გუნდს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბორჯღალოსნებმა" სამოასთან დაპირისპირება ფრედ დაასრულეს

"ბორჯღალოსნებმა" სამოასთან დაპირისპირება ფრედ დაასრულეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში პირველი შეხვედრა გამართა. "ბორჯღალოსნები" სამოას დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ფრედ, 19:19 დასრულდა.

აპიას "პარკ სთედიუმზე" გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 9:6 მოიგეს - სამი საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა.

შესვენების შემდეგ სამოელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი მატჩის პირველი ლელოც დადეს და ანგარიშში 16:9 დაწინაურდნენ.

ამას "ბორჯღალოსნებმა" გიორგი თხილაიშვილის ლელოთი უპასუხეს, კვირიკაშვილმა კი გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა.

დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ თითო ზუსტი საჯარიმო შეასრულეს, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა - 19:19

საქართველოს ნაკრები, პირველად თავის ისტორიაში, ოფიციალურად ჩაება ზაფხულის ტესტ-სერიაში და ტურნეს ოკეანეთში მართავს. მილტონ ჰეიგის გუნდი სამოადან ფიჯიზე გადაინაცვლებს, სადაც 18 ივნისს ტონგას ნაკრებს, 24-ში კი მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია