საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო. გახსნით შეხვედრაში, საფრანგეთის ცენტრალურ სტადიონზე, "სტად დე ფრანსზე" ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები და რუმინეთი ხვდებიან.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო. მატჩის დაწყებამდე ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
ევროპის ბოლო ორი ტურნირი ესპანეთმა მოიგო. ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად საფრანგეთი ითვლება ესპანეთთან და გერმანიასთან ერთად. ფავორიტთა შორის სპეციალისტები ასევე მოიხსენიებენ ინგლისს, ბელგიას იტალიას და პორტუგალიას.
ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი გუნდები იასპარეზებენ:
A ჯგუფი - საფრანგეთი, შვეიცარია, ალბანეთი, რუმინეთი;
B ჯგუფი - რუსეთი, სლოვაკეთი, ინგლისი, უელსი;
C ჯგუფი - პოლონეთი, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა;
D ჯგუფი - ჩეხეთი, თურქეთი, ხორვატია, ესპანეთი;
E ჯგუფი - შვედეთი, იტალია, ბელგია, ირლანდია;
F ჯგუფი - ავსტრია, პორტუგალია, ისლანდია, უნგრეთი.
ასევე ნახეთ: "ბებერი ევროპა" მეთხუთმეტე ჩემპიონის მოლოდინში - "ევრო-2016" იწყება