ტრისტან სარალიძის "ტყუპისცალი" და ლობიოში გაცვლილი "ჩიტის რძე"

ტრისტან სარალიძის "ტყუპისცალი" და ლობიოში გაცვლილი "ჩიტის რძე"

"ერთხელ ჩემი მეზობლისთვის 6-7 წლის ბავშვს უთხოვია, ტრისტანი გამაცანიო. ისიც უთქვამს, მაგის დედის ხელებმა გაიხაროსო და ამ ფრაზაზე კაცი გავგიჟდი", - ამბობს ტრისტან სარალიძე, რომელმაც ბავშვს გული არ დასწყვიტა და პატარა თაყვანისმცემელი გაიცნო.

გადაღებიდან სუფრასთან

- გია მატარაძე უნიჭიერესი ადამიანი გახლდათ. მასთან მუშაობა ძალიან ადვილი იყო. მისი ფილმი "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" თავიდან ცოტა გააკრიტიკეს, - ეს ანეკდოტები ვის რაში სჭირდებაო? რაჭველებიც გაგვიბრაზდნენ: ჩვენ მთლად ისეთები არ ვართ, როგორც ფილმშია ნაჩვენებიო, მაგრამ მერე ყველაფერს იუმორით შეხედეს. ამ ფილმით, რეჟისორმა და კინოჯგუფმა რაჭველების მიმართ დიდი სითბო და სიყვარული გამოვხატეთ. ისინიც, მთელი გადაღების პროცესში ყურადღებას არ გვაკლებდნენ, სუფრას სუფრაზე გვიშლიდნენ. ერთხელ, ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების დღეს, გივი ბერიკაშვილმა მთხოვა: აღმასკომის თავმჯდომარესთან გამყევი, საქმე მაქვსო. რომ შევედით, თათბირი მიმდინარეობდა. თავმჯდომარემ დაგვინახა და თათბირი დაასრულა, - ახლა ისეთი ხალხი მესტუმრა, აღარ მცალიაო. აღმასკომის შენობიდან პირდაპირ რესტორანში, არაჩვეულებრივ პურმარილზე ამოვყავით თავი.

იყო ისეთი შემთხვევები, როცა რაჭველები პირდაპირ გადაღებიდან "გვიტაცებდნენ" და სუფრასთან მივყავდით... ფილმი ისე გადავიღეთ, როგორც სკეტჩები. ასეთი სცენები მსახიობისთვის უფრო იოლი სათამაშოა, რადგან ყველა ეპიზოდში სხვადასხვა ხასიათს ირგებ. ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა იყო ის, სადაც შოთა სხირტლაძის პერსონაჟი ხეზე ზის და მე თოკს ვუგდებ, ჩამოსაყვანად. ვეუბნები: ხელზე შემოიხვიე-მეთქი, ხოლო ქაფიანიძის გმირი თოკს ქვემოთ ექაჩება. შოთა სხირტლაძე ანუ დათუნიკა ძირს ეცემა. მეკითხებიან, თოკი რატომ მოიტანეო და ვპასუხობ, - ასე ამოვიყვანეთ მეზობელი ჭიდან-მეთქი. შოთას ხეზე ჯდომის ეშინოდა, სიმაღლეს ვერ იტანდა. ამ დუბლის გადაღების შემდეგ, ხიდან მის ჩამოსაყვანად სახანძრო მანქანის კიბე დაგვჭირდა.

"წონაში არ მოგატყუებთ!"

- ერთხელ თეატრში ვარ და მეუღლემ დამირეკა, როცა მოიცლი ბაზარში წადიო. რეპეტიციის შემდეგ წავედი. კარტოფილი, კიტრი, პომიდორი და კიდევ რაღაცები უნდა მეყიდა. მანქანა გავაჩერე და ბაზარში შევედი. ერთ-ერთ გამყიდველს, ახალგაზრდა ბიჭს წინ კარტოფილის გროვა უდევს. რა ღირს? - ვეკითხები და უცებ, მივხვდი, რომ ამ კარტოფილის ხარისხი არ მომწონს. პასუხს არც დავლოდებივარ, გზა გავაგრძელე. ნელა-ნელა მოვდივარ და ზურგს უკან მესმის, ამ ბიჭს ვიღაც ეუბნება: ვერ იცანი, ვინ იყო? - არა, ვერ ვიცანიო. - ტრისტან სარალიძეა, "სიცილის ზონაში" და "სიყვარული ყველას უნდა" რომ თამაშობს. - რას ლაპარაკობ, ბიჭო, მართლა ეგ არის?.. ბატონო ტრისტან, ბატონო ტრისტან! - მომაძახა კარტოფილის გამყიდველმა ბიჭმა. მოვბრუნდი, - რა იყო-მეთქი? - მობრძანდით, ბატონო ტრისტან, წონაში არ მოგატყუებთო! გავიფიქრე: ეს რა მითხრა? შე შობელძაღლო, რა უნდა მომატყუო. მე თვითონ, თეატრში 800 კაცს ვატყუებ ყოველდღე და ტაშს მიკრავენ. შენგან ორი კილო კარტოფილი ვიყიდო და თან გინდა, რომ მომატყუო? ჰმ, გაჩუქებო მაინც ეთქვა!

"შატალო" და ყურებიანი ქუდები

- სკოლის მოსწავლე ვარ, მეცხრეკლასელი. სამი ბიჭი შევთანხმდით და "შატალოზე" ბორჯომიდან ბათუმში წავედით. მაისი იდგა, ციოდა და ამიტომ ქუდები გვეხურა. ჩავედით ბათუმში და იქაც, ქუდი არ მოგვიხდია. ერთი დღე გავიდა, ორი დღე და მშობლები, რა თქმა უნდა, გვეძებენ. ჯერ კიდევ კომუნისტების დროა. ბიძაჩემი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. მან ბათუმში დარეკა, რადგან იეჭვა, რომ იქ ვიქნებოდით და ვისაც საჭირო იყო, უთხრა, - მანდ ყურებიანი ქუდებით ბავშვები დადიან, დაიჭირეთ და ჩამოიყვანეთო. რა მოძებნა გვინდოდა? მთელ ბათუმში ასეთი ქუდით მხოლოდ ჩვენ სამნი დავდიოდით... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია