სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ ამბობს უარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობაზე
რატომ ამბობს უარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობაზე

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია სა­ბერ­ძნეთ­ში, კუნ­ძულ კრე­ტა­ზე გა­მარ­თულ წმინ­და კრე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღეს, სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­მარ­თულ წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს.

წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მე­ლიც ჩე­ხე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ დაბ­რუნ­და. ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ იკ­რი­ბე­ბა და ეკ­ლე­სი­ის­თვის პრობ­ლე­მა­ტურ სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლავს. წმინ­და სი­ნოდ­მა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა მსოფ­ლიო კრე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად სა­კი­თხე­ბი 25 მა­ი­სის სხდო­მა­ზე უკვე გა­ნი­ხი­ლა.

"წმინ­და სი­ნოდ­მა ერ­თსუ­ლოვ­ნად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი ეკ­ლე­სია წმინ­და და დიდ კრე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს კრე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მეს­ტია-ზემო სვა­ნე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ილა­რი­ონ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"არის ისე­თი ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ და რო­მელ­საც არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. კონ­კრე­ტუ­ლად თუ რა არის ეს სა­კი­თხე­ბი, სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბას შემ­დეგ გა­ა­კე­თებს", - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა ილა­რი­ონ­მა. სა­ვა­რა­უ­დოდ, გან­ჩი­ნე­ბის ოქმი დღეს­ვე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის წმინ­და და დიდი კრე­ბა კუნ­ძულ კრე­ტა­ზე 16-27 ივ­ნისს უნდა გა­ი­მარ­თოს. კრე­ბის დღის წეს­რი­გის შე­სა­თან­ხმებ­ლად ჟე­ნე­ვა­ში (შამ­ბეზ­ში) 22-27 იან­ვარს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­თა მე­თა­უ­რე­ბის შეხ­ვედ­რა ჩა­ტარ­და.

მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­თა წმინ­და და დიდ კრე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რიც არის: მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა არა­მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ებ­თან, ქორ­წი­ნე­ბის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი, კერ­ძოდ, შე­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­სა და არა­მარ­თლმა­დი­დე­ბელს შო­რის, ქორ­წი­ნე­ბა ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რის შემ­თხვე­ვა­ში და სხვა. ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ებს არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: დიდი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბელ სამ­ყა­რო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რატომ ამბობს უარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობაზე

რატომ ამბობს უარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.

წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩეხეთიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდა. ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს განიხილავს. წმინდა სინოდმა მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მოსამზადებლად საკითხები 25 მაისის სხდომაზე უკვე განიხილა.

"წმინდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ეკლესია წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს კრების დასრულების შემდეგ მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა განუცხადა.

"არის ისეთი ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და რომელსაც არ ითვალისწინებენ. კონკრეტულად თუ რა არის ეს საკითხები, საპატრიარქო განცხადებას შემდეგ გააკეთებს", - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა. სავარაუდოდ, განჩინების ოქმი დღესვე გამოქვეყნდება.

მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.

მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდ კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.

ასევე წაიკითხეთ: დიდი განხეთქილება მართლმადიდებელ სამყაროში და საქართველოს ეკლესიის პოზიცია

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და როგორია ევროპისა და აშშ-ის მონაცემები

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს