სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სკოლის დირექტორების გადამზადება იწყება - რა უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ სასწავლებლების მენეჯერები
სკოლის დირექტორების გადამზადება იწყება - რა უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ სასწავლებლების მენეჯერები

"ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი - სა­ქარ­თვე­ლოს" მხარ­და­ჭე­რით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი დი­რექ­ტო­რე­ბის­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სებს იწყებს. "ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია" სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს მთავ­რო­ბებს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი კომ­პაქ­ტის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია" სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებს მო­ი­ცავს და სამი ეტა­პის­გან შედ­გე­ბა. რო­დი­დან და­ი­წყე­ბა დი­რექ­ტო­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, რა ტი­პის მო­დუ­ლებს გა­ივ­ლი­ან და რო­მელ უნარ-ჩვე­ვებს გა­ი­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ სკო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერს ირი­ნა აბუ­ლა­ძეს ესა­უბ­რა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ირი­ნა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სებს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა დი­რექ­ტო­რი გა­ივ­ლის. რო­დი­დან და­ი­წყე­ბა ტრე­ნინ­გე­ბის პირ­ვე­ლი ციკ­ლი და რამ­დე­ნი დი­რექ­ტო­რი ჩა­ერ­თვე­ბა პროგ­რა­მა­ში პირ­ველ ეტაპ­ზე?

- "ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია" პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მრა­ვალ აქ­ტი­ვო­ბას აერ­თი­ა­ნებს, რო­მე­ლიც ტრე­ნინ­გებს, სას­წავ­ლო შეხ­ვედ­რებს, რე­სურ­სე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. გრძელ­ვა­დი­ა­ნი კურ­სი სამი ეტა­პის­გან შედ­გე­ბა და თი­თე­უ­ლი მათ­გა­ნი რამ­დე­ნი­მე მო­დულ­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბას მო­ი­ცავს. "ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია" ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია დი­რექ­ტო­რე­ბის­თვის რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­ცე­მა­ზე, ასე­ვე ამ ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში ეფექ­ტი­ა­ნად და­ნერგვა­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­ცე­სი ტრე­ნინ­გით არ მთავ­რდე­ბა. დი­რექ­ტო­რე­ბი სკო­ლებ­ში ბრუნ­დე­ბი­ან, ად­გილ­ზე ნერ­გა­ვენ ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას და შემ­დეგ, სას­წავ­ლო შეხ­ვედ­რე­ბის ფარ­გლებ­ში ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ. გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სის პირ­ვე­ლი ეტა­პი 2016 წლის აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყე­ბა, 2017 წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მე­ო­რე ეტა­პი, ხოლო 2018 წელს, მე­სა­მე ეტა­პით პრო­ექ­ტი დას­რულ­დე­ბა. "ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის" სას­წავ­ლო შეხ­ვედ­რე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 60-ზე მეტი ლო­კა­ცია შე­ირ­ჩე­ვა - ძი­რი­თა­დად სკო­ლე­ბი. ტრე­ნინ­გე­ბი კი არ­და­დე­გებ­სა და შა­ბათ-კვი­რას ჩა­ტარ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრე­ნინ­გებს პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­ჯა­რო სკო­ლის 1900-მდე დი­რექ­ტო­რი გა­ივ­ლის.

- რა არის პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი?

- პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, ინ­გლი­სურ­სა და გე­ოგ­რა­ფი­ა­ში. დი­რექ­ტო­რი კი, ამ ყვე­ლა­ფერ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა, რამ­დე­ნა­დაც, ის უნდა იყოს სკო­ლის ლი­დე­რი სას­წავ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით. მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს, მთლი­ა­ნად ცვლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და მო­ლო­დინს დი­რექ­ტო­რის მი­მართ.

- რო­მე­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა პროგ­რა­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი?

- სტან­დარ­ტი დი­რექ­ტო­რის­გან არამ­ხო­ლოდ მე­ნე­ჯე­რულ მიდ­გო­მას, არა­მედ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უფრო სიღ­რმი­სე­ულ ცოდ­ნას და სხვა მრა­ვალ­ფე­რო­ვან უნარ-ჩვე­ვებს მო­ი­თხოვს. მან კარ­გად უნდა იცო­დეს სკო­ლის მარ­თვის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტე­ბი. მით უმე­ტეს, ახა­ლი სქე­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს დი­რექ­ტო­რე­ბის მიერ მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაკ­ვირ­ვე­ბას და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის მი­ცე­მას. ამ თვალ­საზ­რი­სით, დი­რექ­ტო­რის როლი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და.

- რო­მელ მო­დუ­ლებს გა­ივ­ლი­ან დი­რექ­ტო­რე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სე­ბის ფარ­გლებ­ში?

- სა­უ­ბა­რია 11 მო­დულ­ზე. სა­ერ­თო ჯამ­ში, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­რექ­ტო­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის 200 სა­ა­თია გან­სა­ზღვრუ­ლი. აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია დი­რექ­ტორ­ზე, რო­გორც სკო­ლის, სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ლი­დერ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, დი­რექ­ტო­რი უნდა გა­და­ვამ­ზა­დოთ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ მან იცო­დეს, რო­გორ მო­ა­წყოს მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო, რო­გორ იმუ­შა­ოს მას­წავ­ლებ­ლებ­თან და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შე­ფა­სე­ბა. თე­მა­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კურ­სია, შე­სა­ბა­მი­სად, მათი ტრე­ნინ­გე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ტრე­ნე­რებს, ვინ იქ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ?

- ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ: ერ­თია ორ წელ­ზე მეტი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ტრე­ნე­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, მე­ო­რე გზა კი ნაკ­ლებ გა­მოც­დი­ლი, ან გა­მოც­დი­ლე­ბის არმ­ქო­ნე ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ტრე­ნე­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, ძა­ლი­ან დი­დია, ამი­ტომ აქ­ცენ­ტი სწო­რედ ად­გი­ლობ­რი­ვი ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე კეთ­დე­ბა. მათი მომ­ზა­დე­ბი­სა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ, დი­რექ­ტო­რებ­თან სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრე­ნე­რე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ.

- რა სპე­ცი­ა­ლო­ბის იქ­ნე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი?

- დი­რექ­ტო­რე­ბის ტრე­ნე­რე­ბი უნდა იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა მე­ნე­ჯმენ­ტში, ან პე­და­გო­გი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, უმუ­შა­ვი­ათ დი­რექ­ტო­რად, ან რო­მე­ლი­მე ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში და იცი­ან მარ­თვა. აგ­ვის­ტო­ში დი­რექ­ტორს სწო­რედ ამ უნა­რე­ბი­სა და ცოდ­ნის მქო­ნე და­ახ­ლო­ე­ბით 80-მდე ტრე­ნე­რი გა­და­ამ­ზა­დებს.

- რო­მელ ლო­კა­ცი­ებ­ზე გან­თავ­სდე­ბა აკა­დე­მი­ე­ბი?

- და­ფა­რუ­ლი იქ­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა რე­გი­ო­ნი და დიდი ქა­ლა­ქი. ჩვენ ვფიქ­რობთ, ლო­კა­ცი­ე­ბი დი­რექ­ტო­რე­ბის ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით დად­გინ­დეს, რათა მათ მგზავ­რო­ბა ძა­ლი­ან შორს არ მო­უ­წი­ოთ. ჯგუფ­ში ერ­თდრო­უ­ლად 20-25 დი­რექ­ტო­რი იქ­ნე­ბა. თითო ჯგუფს ორი ტრე­ნე­რი ეყო­ლე­ბა. მათი თავ­მოყ­რა ისეთ ად­გილ­ზე მოხ­დე­ბა, სა­დაც მათ კომ­ფორ­ტუ­ლად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სკო­ლა, სას­ტუმ­რო ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბაზა. რიგ შემ­თხვე­ვა­ში, დი­რექ­ტო­რებ­თან ერ­თად გა­დამ­ზად­დე­ბი­ან სკო­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბენ.

- მო­დუ­ლე­ბის გავ­ლის შემ­დეგ თუ არ­სე­ბობს შე­მოწ­მე­ბის, დაკ­ვირ­ვე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რო­გორ ხდე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კულ დო­ნე­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა?

- გვექ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბა, თუ რამ­დე­ნად დაძ­ლია დი­რექ­ტორ­მა მო­დუ­ლი და რა შე­დეგს მი­აღ­წია. დი­რექ­ტო­რე­ბი ყო­ვე­ლი ტრე­ნინ­გის დას­რუ­ლე­ბი­სას სკო­ლა­ში წა­ი­ღე­ბენ და­ვა­ლე­ბას, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე უნდა შე­ას­რუ­ლონ. კვარ­ტა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე კი, მოხ­დე­ბა შე­ჯა­მე­ბა, თუ ვის რა პროგ­რე­სი ჰქონ­და. ასე­ვე, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, გან­სა­ზღვრუ­ლია მო­ნი­ტო­რინ­გის კომ­პო­ნენ­ტი. ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის შე­ფა­სე­ბის და მო­ნი­ტო­რინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ იმ ინ­დი­კა­ტო­რე­ბის გან­სა­ზღვა­ზე, რომ­ლი­თაც დად­გინ­დე­ბა თუ რო­გორ მუ­შა­ობს დი­რექ­ტო­რი და მას­წავ­ლე­ბე­ლი ად­გილ­ზე, ხოლო პრო­ექ­ტის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ეფექ­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­ზო­მე­ბა და შე­ფას­დე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს, რო­დი­დან ჩერ­თვე­ბი­ან ისი­ნი პროგ­რა­მა­ში და მომ­ზად­დე­ბა თუ არა მათ­თვის, მშობ­ლი­ურ ენა­ზე სას­წავ­ლო რე­სუს­რი?

- ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი პრო­ექ­ტში რამ­დე­ნი­მე თვე­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან, მას შემ­დეგ, რაც მო­დუ­ლე­ბი მათ მშობ­ლი­ურ ენა­ზე ითარ­გმნე­ბა.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სკოლის დირექტორების გადამზადება იწყება - რა უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ სასწავლებლების მენეჯერები

სკოლის დირექტორების გადამზადება იწყება - რა უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ სასწავლებლების მენეჯერები

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დირექტორებისთვის პროფესიული განვითარების კურსებს იწყებს. "ლიდერობის აკადემია" საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის გაფორმებული კომპაქტის მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილია, რომელიც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიულ განვითარებას გულისხმობს.

"ლიდერობის აკადემია" სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს და სამი ეტაპისგან შედგება. როდიდან დაიწყება დირექტორების გადამზადება, რა ტიპის მოდულებს გაივლიან და რომელ უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ სკოლის მენეჯერები, ამასთან დაკავშირებით, AMBEBI.GE მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროექტის მენეჯერს ირინა აბულაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ირინა, როგორც ცნობილია, პროფესიული განვითარების კურსებს საქართველოს მასშტაბით ყველა დირექტორი გაივლის. როდიდან დაიწყება ტრენინგების პირველი ციკლი და რამდენი დირექტორი ჩაერთვება პროგრამაში პირველ ეტაპზე?

- "ლიდერობის აკადემია" პროფესიული განვითარების მრავალ აქტივობას აერთიანებს, რომელიც ტრენინგებს, სასწავლო შეხვედრებს, რესურსების გაზიარებას გულისხმობს. გრძელვადიანი კურსი სამი ეტაპისგან შედგება და თითეული მათგანი რამდენიმე მოდულსა და პროფესიული განვითარების აქტივობას მოიცავს. "ლიდერობის აკადემია" ორიენტირებულია დირექტორებისთვის როგორც თეორიული ცოდნის მიცემაზე, ასევე ამ ცოდნის პრაქტიკაში ეფექტიანად დანერგვაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ტრენინგით არ მთავრდება. დირექტორები სკოლებში ბრუნდებიან, ადგილზე ნერგავენ ახალ გამოცდილებას და შემდეგ, სასწავლო შეხვედრების ფარგლებში ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. გადამზადების პროცესის პირველი ეტაპი 2016 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში დაიწყება, 2017 წელს განხორციელდება მეორე ეტაპი, ხოლო 2018 წელს, მესამე ეტაპით პროექტი დასრულდება. "ლიდერობის აკადემიის" სასწავლო შეხვედრებისთვის, საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი ლოკაცია შეირჩევა - ძირითადად სკოლები. ტრენინგები კი არდადეგებსა და შაბათ-კვირას ჩატარდება. აღნიშნული ტრენინგებს პირველ ეტაპზე, საჯარო სკოლის 1900-მდე დირექტორი გაივლის.

- რა არის პროექტის მთავარი მიზანი?

- პროექტის მთავარი მიზანი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ინგლისურსა და გეოგრაფიაში. დირექტორი კი, ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი ფიგურაა, რამდენადაც, ის უნდა იყოს სკოლის ლიდერი სასწავლო მიმართულებით. მიდგომა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მთლიანად ცვლის დამოკიდებულებას და მოლოდინს დირექტორის მიმართ.

- რომელი უნარების განვითარებაზე იქნება პროგრამა ორიენტირებული?

- სტანდარტი დირექტორისგან არამხოლოდ მენეჯერულ მიდგომას, არამედ სასწავლო პროცესის უფრო სიღრმისეულ ცოდნას და სხვა მრავალფეროვან უნარ-ჩვევებს მოითხოვს. მან კარგად უნდა იცოდეს სკოლის მართვის ყველა მიმართულება, პირველ რიგში, სწავლა-სწავლების პროცესის სხვადასხვა ასპექტები. მით უმეტეს, ახალი სქემა ითვალისწინებს დირექტორების მიერ მასწავლებლის საქმიანობის დაკვირვებას და განმავითარებელი შეფასებების მიცემას. ამ თვალსაზრისით, დირექტორის როლი კიდევ უფრო გაიზარდა.

- რომელ მოდულებს გაივლიან დირექტორები პროფესიული განვითარების კურსების ფარგლებში?

- საუბარია 11 მოდულზე. საერთო ჯამში, ორი წლის განმავლობაში, დირექტორის პროფესიული განვითარებისთვის 200 საათია განსაზღვრული. აქცენტი გაკეთებულია დირექტორზე, როგორც სკოლის, სწავლების პროცესის ლიდერზე. შესაბამისად, დირექტორი უნდა გადავამზადოთ იმ მიმართულებით, რომ მან იცოდეს, როგორ მოაწყოს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, როგორ იმუშაოს მასწავლებლებთან და განახორციელოს შეფასება. თემატიკის თვალსაზრისით, საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი კურსია, შესაბამისად, მათი ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება.

- რაც შეეხება ტრენერებს, ვინ იქნებიან ადამიანები, რომლებიც დირექტორთა პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფენ?

- ტრენერების მომზადება უკვე მიმდინარეობს. ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ერთია ორ წელზე მეტი გამოცდილების მქონე ტრენერების გადამზადება და სერტიფიცირება, მეორე გზა კი ნაკლებ გამოცდილი, ან გამოცდილების არმქონე ტრენერების მომზადება. ტრენერების საჭიროება, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან დიდია, ამიტომ აქცენტი სწორედ ადგილობრივი ტრენერების მომზადებაზე კეთდება. მათი მომზადებისა და სერტიფიცირების შემდეგ, დირექტორებთან სწორედ აღნიშნული ტრენერები იმუშავებენ.

- რა სპეციალობის იქნებიან ეს ადამიანები?

- დირექტორების ტრენერები უნდა იყვნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება მენეჯმენტში, ან პედაგოგიკის მიმართულებით, უმუშავიათ დირექტორად, ან რომელიმე ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში და იციან მართვა. აგვისტოში დირექტორს სწორედ ამ უნარებისა და ცოდნის მქონე დაახლოებით 80-მდე ტრენერი გადაამზადებს.

- რომელ ლოკაციებზე განთავსდება აკადემიები?

- დაფარული იქნება პრაქტიკულად ყველა რეგიონი და დიდი ქალაქი. ჩვენ ვფიქრობთ, ლოკაციები დირექტორების ჯგუფების მიხედვით დადგინდეს, რათა მათ მგზავრობა ძალიან შორს არ მოუწიოთ. ჯგუფში ერთდროულად 20-25 დირექტორი იქნება. თითო ჯგუფს ორი ტრენერი ეყოლება. მათი თავმოყრა ისეთ ადგილზე მოხდება, სადაც მათ კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. ეს შეიძლება იყოს სკოლა, სასტუმრო ან უნივერსიტეტის ბაზა. რიგ შემთხვევაში, დირექტორებთან ერთად გადამზადდებიან სკოლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორები, რომლებიც მასწავლებლებთან მუშაობენ.

- მოდულების გავლის შემდეგ თუ არსებობს შემოწმების, დაკვირვების მექანიზმი, როგორ ხდება მიღებული ცოდნის პრაქტიკულ დონეზე გამოყენება?

- გვექნება შეფასება, თუ რამდენად დაძლია დირექტორმა მოდული და რა შედეგს მიაღწია. დირექტორები ყოველი ტრენინგის დასრულებისას სკოლაში წაიღებენ დავალებას, რომელიც ადგილზე უნდა შეასრულონ. კვარტალურ შეხვედრებზე კი, მოხდება შეჯამება, თუ ვის რა პროგრესი ჰქონდა. ასევე, პროექტის ფარგლებში, განსაზღვრულია მონიტორინგის კომპონენტი. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის შეფასების და მონიტორინგის სპეციალისტები მუშაობენ იმ ინდიკატორების განსაზღვაზე, რომლითაც დადგინდება თუ როგორ მუშაობს დირექტორი და მასწავლებელი ადგილზე, ხოლო პროექტის გრძელვადიანი ეფექტი მოგვიანებით გაიზომება და შეფასდება.

- რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, როდიდან ჩერთვებიან ისინი პროგრამაში და მომზადდება თუ არა მათთვის, მშობლიურ ენაზე სასწავლო რესუსრი?

- ეროვნული უმცირესობები პროექტში რამდენიმე თვეში ჩაერთვებიან, მას შემდეგ, რაც მოდულები მათ მშობლიურ ენაზე ითარგმნება.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი