ერთი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული - ძლიერი შეჯახება კანდელაკის ქუჩაზე

ერთი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული - ძლიერი შეჯახება კანდელაკის ქუჩაზე

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ერთმანეთს მსუბუქი მარკის სამი ავტომობილი დაეჯახა.

შეჯახების შედეგად ასევე დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის დაზიანებებით თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია