ზუგდიდის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დეპუტატისგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დეპუტატისგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი მერი შენგელაია ამავე საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" ზვიად ჯგერენაიას სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ჯგერენაია სოციალურ ქსელებში არაკორექტული სიტყვებით მოიხსენიებს და ლანძღავს. როგორც მერი შენგელაია "ლაივპრესთან" საუბარში აღნიშნავს, ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2030-ზე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში საკრებულოს აპარატის თანამშრომელი საუბრობს ფიზიკური დაპირისპირების მონაწილე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ თენგიზ ჭანიაზე, რომელიც სპორტსმენ ვლადიმერ გეგეშიძესთან ფიზიკური დაპირისპირების დროს კადრებიდან ამოიცნო ხელკეტით ხელში. ამას მოჰყვა მერი შენგელაიას დაკითხვა პოლიციის სამმართველოში. მისი თქმით, დეპუტატის გაღიზიანებაც სავარაუდოდ ამან განაპირობა.

"დავურეკე და მუქარაზე გადმოვიდა, ვითომ მე საკრებულოს სხდომაზე მოვალ და მივიღებ რაც საჭიროა. ანუ მომეთხოვება, მაგრამ რა მომეთხოვება, არ ვიცი. კიდევ მე მომეთხოვება, თუ მე უნდა მოვთხოვო?", - ამბობს შენგელაია.

მერი შენგელაიამ განცხადება "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა, რომელსაც თან სოციალურ ქსელში ზვიად ჯგერენაიას კომენტარებიც დაურთო, სადაც საკრებულოს წევრი აპარატის თანამშრომელს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.

"საკრებულოს წევრი როგორც წესი, უნდა გამოირჩეოდეს კორექტულობითა და თავაზიანობით. ამას გარდა ნებისმიერი მამაკაცი ვალდებულია პატივი სცეს მანდილოსანს, რაოდენ უზნეოც არ უნდა იყოს მის თვალში. ასეთ ადამიანზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება? ამას გარდა, როდესაც სატელეფონო საუბარი შედგა ჩვენს შორის, ნაცვლად იმისა მოებოდიშებინა, პირდაპირ მუქარაზე გადმოვიდა, მეტიც გინებასაც კი არ მორიდებია. ყოველივე ეს მისი არაკაცობის დასტურია.

იმის გათვალისწინებით, რომ მე წარმოავდგენ იმ საკრებულოს აპარატის თანამშრომელს, რომელსაც ზვიად ჯგერენაია წარმოადგენს, ვიკავებ თავს ისევ ჩემი ზრდილობიდან და შეგნებიდან გამომდინარე და ვითხოვ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას. სხვა შემთხვევაში იძულებული ვიქნები პირადი შეურაცხყოფის გამო შესაბამის სამსახურებს მივმართო", - წერს მერი შენგელაია.

ხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა