სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოში 1,2 მილიონი მანქანიდან 10% ჩამოსაწერია
 საქართველოში 1,2 მილიონი მანქანიდან 10% ჩამოსაწერია

სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფით მა­ტუ­ლობს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში 1,2 მლნ-ს აღ­წევს. წლის და­სა­წყის­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1,1 მლნ-ს არ აღე­მა­ტე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ სტა­ტის­ტი­კა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა გა­ჩე­რე­ბუ­ლი და ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თო ავ­ტო­პარ­კის და­ახ­ლო­ე­ბით 10%-ს შე­ად­გენს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რი­ცხვის მა­ტე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით. რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ექ­სპორ­ტი, იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვის გარ­და, არ ხო­ცი­ელ­დე­ბა და მათი უმე­ტე­სო­ბა სა­ბო­ლო­ოდ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე რჩე­ბა.

და­ახ­ლო­ე­ბით 400 000-მდეა იმ მან­ქა­ნე­ბის რი­ცხვი, რო­მელ­თა ასა­კი 20 წელს აღე­მა­ტე­ბა. ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის ის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­თაც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გავ­ლა გა­უ­ჭირ­დე­ბა. და­მა­ტე­ბით 400 000-ზე მე­ტია 10-დან 20 წლამ­დე ასა­კის ავ­ტო­მო­ბი­ლიც. რაც შე­ე­ხე­ბა სრუ­ლი­ად ახალ მან­ქა­ნებს (0-დან 3 წლამ­დე), მათი ოდე­ნო­ბა 50 ათასს არ აღე­მა­ტე­ბა, რაც ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

"ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და. ეს არის შე­დე­გი იმი­სა, რომ დარ­გი არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა. მან­ქა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა გან­კუთ­ვნი­ლია იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღონ", - აცხა­დებს მეს­ხიშ­ვი­ლი.

მან­ქა­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლე­ვა ბო­ლოს ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ ჩა­ა­ტა­რა. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ამ ეტა­პის­თვის მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 1,2 მი­ლი­ონს აღ­წევს, რაც სა­გან­გა­შო სტა­ტის­ტი­კაა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოში 1,2 მილიონი მანქანიდან 10% ჩამოსაწერია

 საქართველოში 1,2 მილიონი მანქანიდან 10% ჩამოსაწერია

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა საოცარი სისწრაფით მატულობს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო მონაცემებით, მანქანების რაოდენობა ქვეყანაში 1,2 მლნ-ს აღწევს. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 1,1 მლნ-ს არ აღემატებოდა. ბუნებრივია, ამ სტატისტიკაში იგულისხმება გაჩერებული და ამორტიზებული მანქანებიც, რომლებიც საერთო ავტოპარკის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

სპეციალისტების ინფორმაციით, ავტომობილების რიცხვის მატება გამოწვეულია მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის გააქტიურებით. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი, იშვიათი შემთხვევის გარდა, არ ხოციელდება და მათი უმეტესობა საბოლოოდ ადგილობრივ ბაზარზე რჩება.

დაახლოებით 400 000-მდეა იმ მანქანების რიცხვი, რომელთა ასაკი 20 წელს აღემატება. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელ დავით მესხიშვილის განმარტებით, ეს არის ის კატეგორია, რომელთაც ტექდათვალიერების გავლა გაუჭირდება. დამატებით 400 000-ზე მეტია 10-დან 20 წლამდე ასაკის ავტომობილიც. რაც შეეხება სრულიად ახალ მანქანებს (0-დან 3 წლამდე), მათი ოდენობა 50 ათასს არ აღემატება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

"ავტომობილების ჭარბი რაოდენობა სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს არის შედეგი იმისა, რომ დარგი არასწორი მიმართულებით ვითარდება. მანქანების უმეტესობა განკუთვნილია იმისათვის, რომ ადამიანებმა მცირე შემოსავალი მიიღონ", - აცხადებს მესხიშვილი.

მანქანების რეგისტრაციასთან დაკავშირებით კვლევა ბოლოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ჩაატარა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ეტაპისთვის მანქანების რაოდენობა 1,2 მილიონს აღწევს, რაც საგანგაშო სტატისტიკაა  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია