სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ისანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
ისანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

გუ­შინ, ისან­ში, ერთ-ერთი სას­ტუმ­როს წინ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია. ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ ახალ­გაზ­რდა ქალი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა. შსს-მ მკვლე­ლო­ბა ცხელ კვალ­ზე გახ­სნა:

"შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს და ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბე­სიკ ო. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 6 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში, გა­რე­კა­ხე­თის ქუ­ჩა­ზე, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მე­უღ­ლეს, 1980 წელს და­ბა­დე­ბულ ეკა­ტე­რი­ნე ქ.-ს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ეკა­ტე­რი­ნე ქ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108 მუხ­ლით)", - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: ვინ არის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ისან­ში ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მე­უღ­ლე მოკ­ლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ისანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

ისანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

გუშინ, ისანში, ერთ-ერთი სასტუმროს წინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა:

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ბესიკ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გარეკახეთის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს, 1980 წელს დაბადებულ ეკატერინე ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეკატერინე ქ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით)", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ისანში ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლე მოკლა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ