არაჯანსაღი კონკურენცია ქართულ ბაზარზე

არაჯანსაღი კონკურენცია ქართულ ბაზარზე

ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ბიზნესში კონკურენცია კომპანიებზე დადებითად მოქმედებს, რადგან ამით ბაზარზე მონოპოლიური გავლენა მცირდება.

დასავლეთში კომპანიები ერთმანეთს კონკურენციას ინოვაციების და სიახლეების დანერგვით უწევენ, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით საქართველოს მაგალითზე.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არაჯანსაღი კონკურენციის მაგალითები დასავლეთშიც გვხვდება და საქმე ისეთ ცნობილ კომპანიებს ეხება, როგორებიც Google , Microsoft და Amazon არიან.

საქართველოში ბოლო დროს ხშირია შემთხვევები, როცა კომპანიები კონკურენტების „მოგერიებას“ „ფეისბუქზე“ შექმნილი ყალბი გვერდებით ცდილობენ. თუმცა, ეს მხოლოდ კომპანიებს არ ეხება. ხშირად გამყალბებლები „ფეისბუქზე“ ასევე ქმნიან პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, გნებავთ, ცნობილი ადამიანების ყალბ გვერდებს, იყენებენ მათ სახელს და მომხმარებელს არასწორ, დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან.

ზოგიერთი კომპანია კიდევ უფრო ხისტ მეთოდებს მიმართავს, „პირდაპირ ამხელს“ კონკურენტ კომპანიას და ამ მიზნით ქმნის კონკურენტისადმი მიმართულ ყალბ გვერდებს, რითაც მომხმარებელს კონკურენტ კომპანიაზე ცრუ ინფორმაციას აწვდის. ერთ-ერთი ასეთი გვერდი, რომელიც ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გამოჩნდა, კომპანია iTechnic-ის წინააღმდეგაა მიმართული.

თუმცა, ჩვენთან საუბარში iTechnic-ის მომხმარებლები საპირისპიროს ამტკიცებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ყალბ გვერდზე მათ ,, აიტექნიკი -სადმი დადებით გამოხმაურებებს მომენტალურად შლიან.

როგორც კომპანიის ერთ-ერთმა მომხმარებელმა რიტა ჯაიანმა აღნიშნა, iTechnic-ში მობილური ტელეფონი ორი წლის წინ შეიძინა,დღემდე კმაყოფილია და თავის მეგობრებსაც „ეფლის“ პროდუქციის შეძენას სწორედ აიტექნიკში ურჩევს.

ჩვენთან საუბრისას iTechnic-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ყალბი facebook გვერდების მეშვეობით აიტექნიკის რეპუტაციის შელახვას, მათი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას, თუმცა ყოველდღიურად უამრავი მომხმარებელი გამოხატავდა თანადგომას წერილობითი თუ სატელეფონო ზარების მეშვეობით. iTechnic არ აპირებს მსგავს არაჯანსაღ კონკურენციაში ჩაბმას და განაგრძობს მომხმარებელზე ზრუნვას ჩვეული რეჟიმით.

სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ფონზე ერთადერთი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდება - ეს მომხმარებელია, რომელიც შეცდომაში შედის. გარდა ამისა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც უფრო ნაკლებია ბაზარზე კონკურენცია, მით უფრო ძვირია შეთავაზებული პროდუქცია და ნაკლებია ხარისხი. შესაბამისად, ეს კომპანიებს „აიძულებს“ კონკურენციის არაჯანსაღი მეთოდებით ითამაშონ.

იურისტთა განცხადებით, საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული თავდაცვის მექანიზმები ჯერ კარგად არ არის განვითარებული, თუმცა სხვისი სახელით მანიპულირება კანონით ისჯება და სისხლის სამართლის კუთხით ეს შესაძლოა, ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებდეს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი