სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გზა, რომელიც ტაძარს გვაშორებს
გზა, რომელიც ტაძარს გვაშორებს

გუ­შინ, 4 ივ­ნისს, ზა­ჰეს­ში როკ მუ­სი­კის ორ­დღი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლი Tbilisi JAM Fest 2016 და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა მრევ­ლთან ერ­თად ჩა­შა­ლეს. მათი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი კი ის იყო, რომ "ახ­ლოს სა­საფ­ლა­ოა" და "მუ­სი­კის ხმა ეკ­ლე­სი­ამ­დე ის­მის". ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე (ე.წ. ვაგ­ზალ­ზე) არა­ერ­თი სა­როს­კი­პოა, სა­როს­კი­პო­ე­ბია გლ­დან­შიც, მათ­გან არ­ცთუ ისე შორ­საა ეკ­ლე­სი­ე­ბიც და იქ რა­ტომ არა­ვინ მი­დის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად - ეკ­ლე­სი­ამ­დე არ მი­დის ხმა?! ფი­ლარ­მო­ნი­ის გვერ­დით მო­ნას­ტე­რია, იქ­ვეა ვე­რის სა­საფ­ლა­ოც და რაც იქ როკ-მუ­სი­კო­სებს უმ­ღე­რი­ათ (ისე­თი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გა­მო­სუ­ლან სი­ტყვით, ეშ­მა­კე­ბი ამო­ბობ­დნენ ღმერ­თი არა გწამთ გა­ჩერ­დი­თო) და მა­შინ რა­ტომ არა­ვინ აპ­რო­ტეს­ტებ­და?!

ის რაც გუ­შინ მოხ­და, ჩემ­თვის ეკ­ლე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია უფ­როა, ვიდ­რე ქრის­ტი­ა­ნო­ბა. იქ მი­სუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მრევ­ლი, იმ მო­ტი­ვით ითხოვ­დნენ ფეს­ტი­ვა­ლის გა­უქ­მე­ბას, რომ ხალ­ხი დაბ­რკო­ლედ­ბო­და. არა­და ასე­თი ფორ­მით მის­ვლამ უკუ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­მართ ათას­გვარ სა­ლან­ძღავ სი­ტყვას იყე­ნებს, ვი­ნაა ამა­ში დამ­ნა­შა­ვე: მომ­ღე­რა­ლი, ვი­საც უნდა ემ­ღე­რა? მე­რია, ვინც კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა, თუ სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მელ­მაც თვით­ნე­ბუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ჩათ­ვა­ლა, რომ სა­საფ­ლა­ოს­თან ახ­ლოს როკ-მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი არ შე­იძ­ლე­ბო­და?

ცოტა ხნის წინ და­მუ­კი­დებ­ლო­ბის 26 წლის­თა­ვი ვი­ზე­ი­მეთ, მაგ­რამ ალ­ბათ ერთი ამ­დე­ნი (თუ მეტი არა) კი­დევ დაგ­ვჭირ­დე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, სა­დაც ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი ექ­ნე­ბა და ის, რაც კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლია, რო­გო­რი მი­უ­ღე­ბე­ლიც არ უნდა იყოს შენ­თვის, ისევ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში უნდა გა­აპ­რო­ტეს­ტო. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­ძღვა­რი, ვის­თა­ნაც დავ­დი­ვარ და აღ­სა­რე­ბას ვა­ბა­რებ, არა­სო­დეს არ მიკ­რძა­ლავს არა­ფერს, რად­გან იცის, რომ აკ­რძალ­ვა ყო­ველ­თვის უკუ-შე­დე­გის მომ­ტა­ნია. არც იმას მა­ი­ძუ­ლებს, ღმერ­თის სა­ხე­ლით, ვი­ღა­ცე­ებს ვებ­რძო­ლო, გან­სხვა­ვე­ბულ აზრს ქვით ვდიო და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არც რო­კის მოს­მე­ნა­ზე მა­ში­ნებს ჯო­ჯო­ხე­თით. ის ყო­ველ­თვის ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი კე­თი­ლი სი­ტყვით ამიხ­სნას ის, რაც ცუ­დია, ბევ­რად უკეთ მეს­მის.

ეკ­ლე­სი­ის მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბაა, რო­გორც მისი წევ­რის, ისე არა წევრთათ­ვის. ეკ­ლე­სი­ამ არ უნდა იძა­ლა­დოს, ხალ­ხი­სა­გან მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ნდო­ბა, თუ პა­ტი­ვის­ცე­მა, ბო­რო­ტად არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს და ამით სა­ხელ­მწი­ფო არ უნდა ჩა­აგ­დოს უხერ­ხულ მდოგ­მა­ო­რე­ო­ბა­ში. ღმერ­თის სა­ხე­ლით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ექ­სტრე­მიზ­მი გა­ცი­ლე­ბით სა­ში­შია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი შე­და­რე­ბაა, მაგ­რამ ISIS-იც ღმერ­თის სა­ხე­ლით აკე­თებს ყვე­ლა­ფერს და თა­ვი­დან მათი მას­შტა­ბე­ბიც გა­ცი­ლე­ბით მცი­რე იყო... ეს არაა გზა ტაძ­რი­სა­კენ. ეს გზა გუ­შინ ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ ადა­მი­ა­ნებს კი­დევ უფრო აშო­რებს ეკ­ლე­სი­ი­სა­გან, აშო­რებს რო­გორც ტე­რი­ტო­რი­უ­ლად ისე გო­ნე­ბი­თაც, არა­და ეკ­ლე­სი­ი­დან ერთი ადა­მი­ა­ნი გან­შო­რე­ბაც კი დიდი ტკი­ვი­ლია მწყემ­სი­სათ­ვის.

P.S. ...ისე, რა მაგ­რად გა­უ­მარ­თლა რობი უი­ლი­ამსს!

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ასე­ვე: რა გახ­და ზა­ჰეს­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო როკ- ფეს­ტი­ვა­ლის ჩაშ­ლის მი­ზე­ზი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გზა, რომელიც ტაძარს გვაშორებს

გზა, რომელიც ტაძარს გვაშორებს

გუშინ, 4 ივნისს, ზაჰესში როკ მუსიკის ორდღიანი ფესტივალი Tbilisi JAM Fest 2016 დაწყებიდან მალევე მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ჩაშალეს. მათი მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ "ახლოს სასაფლაოა" და "მუსიკის ხმა ეკლესიამდე ისმის". ყველამ კარგად ვიცით, რომ სადგურის მოედანზე (ე.წ. ვაგზალზე) არაერთი საროსკიპოა, საროსკიპოებია გლდანშიც, მათგან არცთუ ისე შორსაა ეკლესიებიც და იქ რატომ არავინ მიდის გასაპროტესტებლად - ეკლესიამდე არ მიდის ხმა?! ფილარმონიის გვერდით მონასტერია, იქვეა ვერის სასაფლაოც და რაც იქ როკ-მუსიკოსებს უმღერიათ (ისეთი პოლიტიკოსები გამოსულან სიტყვით, ეშმაკები ამობობდნენ ღმერთი არა გწამთ გაჩერდითო) და მაშინ რატომ არავინ აპროტესტებდა?!

ის რაც გუშინ მოხდა, ჩემთვის ეკლესიის დისკრედიტაცია უფროა, ვიდრე ქრისტიანობა. იქ მისული სასულიერო პირები და მრევლი, იმ მოტივით ითხოვდნენ ფესტივალის გაუქმებას, რომ ხალხი დაბრკოლედბოდა. არადა ასეთი ფორმით მისვლამ უკუ შედეგი გამოიღო, საზოგადოების დიდი ნაწილი ეკლესიის მიმართ ათასგვარ სალანძღავ სიტყვას იყენებს, ვინაა ამაში დამნაშავე: მომღერალი, ვისაც უნდა ემღერა? მერია, ვინც კონცერტის ჩატარების ნებართვა გასცა, თუ სასულიერო პირი, რომელმაც თვითნებური გადაწყვეტილებით ჩათვალა, რომ სასაფლაოსთან ახლოს როკ-მუსიკის ფესტივალი არ შეიძლებოდა?

ცოტა ხნის წინ დამუკიდებლობის 26 წლისთავი ვიზეიმეთ, მაგრამ ალბათ ერთი ამდენი (თუ მეტი არა) კიდევ დაგვჭირდება, რომ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, სადაც ყველას თავისი ადგილი ექნება და ის, რაც კანონით დაშვებულია, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს შენთვის, ისევ კანონის ფარგლებში უნდა გააპროტესტო. ბედნიერი ვარ, რომ მოძღვარი, ვისთანაც დავდივარ და აღსარებას ვაბარებ, არასოდეს არ მიკრძალავს არაფერს, რადგან იცის, რომ აკრძალვა ყოველთვის უკუ-შედეგის მომტანია. არც იმას მაიძულებს, ღმერთის სახელით, ვიღაცეებს ვებრძოლო, განსხვავებულ აზრს ქვით ვდიო და თქვენ წარმოიდგინეთ, არც როკის მოსმენაზე მაშინებს ჯოჯოხეთით. ის ყოველთვის ცდილობს საკუთარი კეთილი სიტყვით ამიხსნას ის, რაც ცუდია, ბევრად უკეთ მესმის.

ეკლესიის მთავარი მოვალეობა სიყვარულის გაზიარებაა, როგორც მისი წევრის, ისე არა წევრთათვის. ეკლესიამ არ უნდა იძალადოს, ხალხისაგან მინიჭებული ნდობა, თუ პატივისცემა, ბოროტად არ უნდა გამოიყენოს და ამით სახელმწიფო არ უნდა ჩააგდოს უხერხულ მდოგმაორეობაში. ღმერთის სახელით გამოცხადებული ექსტრემიზმი გაცილებით საშიშია, ვიდრე ნებისმიერი სხვა. შეიძლება ძალიან ხმამაღალი შედარებაა, მაგრამ ISIS-იც ღმერთის სახელით აკეთებს ყველაფერს და თავიდან მათი მასშტაბებიც გაცილებით მცირე იყო... ეს არაა გზა ტაძრისაკენ. ეს გზა გუშინ ფესტივალზე მისულ ადამიანებს კიდევ უფრო აშორებს ეკლესიისაგან, აშორებს როგორც ტერიტორიულად ისე გონებითაც, არადა ეკლესიიდან ერთი ადამიანი განშორებაც კი დიდი ტკივილია მწყემსისათვის.

P.S. ...ისე, რა მაგრად გაუმართლა რობი უილიამსს!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: რა გახდა ზაჰესში მიმდინარე საერთაშორისო როკ- ფესტივალის ჩაშლის მიზეზი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია