"მტრობა არავისთან მქონია, შური რომ ეძიათ" - გაუჩინარებული 4 წლის ბიჭუნას ძებნა გრძელდება

"მტრობა არავისთან მქონია, შური რომ ეძიათ" - გაუჩინარებული 4 წლის ბიჭუნას ძებნა გრძელდება

გორის რაიონის სოფელ ბობნევის მოსახლეობა, პოლიცია და მაშველები კვირაზე მეტია, ატენის ხეობიდან გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას, რამაზ ჯინიყაშვილს, ეძებენ. ბავშვი 20 მაისის შუადღის შემდეგ გაუჩინარდა და ბოლოს სახლიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, სოფლის ცენტრში, თანატოლებსა და 5 წლის ძმასთან ერთად ნახეს. მომხდარისა და დედის მძიმე მდგომარეობის გამო, დაკარგული ბიჭის ოჯახში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანი - 1,5 და 5 წლის ბავშვები - სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებმა დროებით თავიანთი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს.

ზურაბ ჯინიყაშვილი, რამაზის მამა: კვირაზე მეტია, ვეძებთ, მაგრამ მისი კვალი არ ჩანს. პოლიციელებმა და მაშველებმა მთელი ხეობა, მთა და ბარი გაჩხრიკეს. ბავშვი ხელჩაკიდებული გავზარდეთ, სულ ეზოში თამაშობდა. გაუჩინარების დღესაც ძმასა და მეზობლის ბავშვებთან ერთად იყო სახლთან ახლოს. ვერც ტყეში წავიდოდა, ვერც - მდინარეზე. კიდეც რომ ჩასულიყო მდინარეზე, იმ წუთიდან ვეძებთ და ცოცხალს ან მკვდარს სადმე მაინც მივაკვლევდით. იმ საშინელ დღეს ყველანი სახლში ვიყავით - ახალჯვრობას აღვნიშნავდით. ბავშვები გარეთ თამაშობდნენ. ერთი-ორჯერ სახლშიც შემობრუნდნენ და მერე ისევ სათამაშოდ გავიდნენ. ჩვენი უფროსი შვილი,

5 წლის თაზო ჰყვება, წითელი ფერის მანქანა გაჩერდა, იქიდან კაცი გადმოვიდა, რამაზს იღლიებში მოჰკიდა ხელი, მანქანაში ჩასვა და ხეობისკენ (ბოშურის ხეობისკენ) წაიყვანაო.

თაზო შეშინებული მოვარდა სახლში და მოგვიყვა. ბავშვი არ მოგვატყუებდა; ფერების ცნობაც იცის. გამოძიება გვაიმედებს, ყველაფერს გავაკეთებთ და ვიპოვითო, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გახდნენ. სოფელში გავიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ იმ დღეს წითელი ფერის მანქანით სოფელში არავინ ყოფილა სტუმრად.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია