"დაუპატიჟებელი სტუმრის" პასუხი პაატა ბურჭულაძეს - სოსო ალავიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში მოსაწვევი მიიტანა

 "დაუპატიჟებელი სტუმრის" პასუხი პაატა ბურჭულაძეს - სოსო ალავიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში მოსაწვევი მიიტანა

თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი სოსო ალავიძე არ გამორიცხავს, რომ პაატა ბურჭულაძემ

"ვიღაცის დაჟინებული თხოვნით" უარყო ის ფაქტი, რომ მისი პარტიის ყრილობაზე ალავიძე ნამდვილად მიწვეული იყო.

ამის შესახებ თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა და პირდაპირ ეთერში ბურჭულაძის პარტიისგან მიღებული მოსაწვევიც წარადგინა.

"ეს უხერხული სიტუაცია თავისთავად უნდა განმუხტულიყო. ნამდვილად მიმიწვიეს ყრილობაზე. ჯერ ერთი რაიმე განსაკუთრებული ბარათიც რომ არ მიგვეღო, ალბათ იმ ყრილობაზე ყველა იყო ბატონი პაატას სტუმარი და უხერხულია, როცა სტუმარზე უარს ამბობ. მითუმეტეს, თუ ეს სტუმარი შენი მოწვეული. მე ნამდვილად ვიყავი ბატონი პაატას მიწვეული, შეიძლება პერსონალურად ბატონ პაატას მოსაწვევი არ გადმოუცია, მაგრამ მიწვეული ვიყავი. მას წინა საღამოს შევხვდი. იმ დარბაზის გვერდით, სადაც ყრილობა უნდა გამართულიყო, მცირე დარბაზია. იქ ფეხბურთის მატჩი გვქონდა. გვიან დავამთავრეთ. იქ იყო ბატონი პაატა, მასთან ერთად იყვნენ ჩემი მეგობრებიც. როგორც ჩანს, ჩემი მიწვევა მანამდე იყო გადაწყვეტილი. ბატონმა პაატამ ჩემთან ერთად ჰკითხა ერთ ჩემს მეგობარს, რომ მიეცი თუ არა მოსაწვევიო. მოსაწვევი იქვე გადმომეცა. ამ მოსაწვევს ახლავე მოგართმევთ. კიდევ კარგი, ეს ისტორიული დოკუმენტი არ დამიკარგავს", - ამბობს ალავიძე.

თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის თქმით, პაატა ბურჭულაძეს როგორც პიროვენებას და ხელოვანს დიდი პატივს სცემს და ყრილობაზე მისვლის მიზეზი ის იყო, რომ მისი პოლიტიკური გეგმები გაეგო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პაატა ბურჭულაძის პარტიამ "სახელმწიფო ხალხისათვის" ყრილობა გამართა, რომელსაც სოსო ალავიძე ესწრებოდა. მოგვიანებით ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ალავიძე ყრილობაზე მიწვეული არ იყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."