სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ
კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კორ­ცხელ­ში, შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის დროს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი 6 პი­რი­დან და­კა­ვე­ბუ­ლი არც ერთი არ არის.

რო­გორც "ინ­ტერპრსნი­უსს" ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის - კობა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი­სა და ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძის ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ ბელ­თა­ძემ " გა­ნუ­ცხა­და, დაც­ვის მხა­რე ელო­დე­ბა რო­დის შევა სა­სა­მარ­თლო­ში შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბულ­თათ­ვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ამას­თან, რო­გორც ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, ექ­ვსი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ის პი­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც შსს-ში 24 მა­ისს გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"ამ დრო­სით­ვის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის შემ­დგო­მი ღო­ნის­ძი­ე­ბა არის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლო­ში აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ვე­ლო­დე­ბით რო­დის და სად დაგ­ვი­ძა­ხე­ბენ. მე ვი­ცავ ორ პირს - კობა ტყე­შე­ლაშ­ვილ­სა და ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძეს. რო­გორც ვიცი, და­ნარ­ჩენ ოთხ პირს ამ დრომ­დე ად­ვო­კა­ტი არ ჰყავთ", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ ბელ­თა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ცე­მის ფაქტს აღი­ა­რე­ბენ, თუმ­ცა წარ­დგე­ნილ ბრალს უარ­ყო­ფენ.

2016 წლის 22 მა­ისს შსს-ს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 125-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კორ­ცხელ­ში, შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის დროს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტზე.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ბი­ჭებს ვთხოვ­დი, ჩვენ წა­მო­კი­დე­ბას ცდი­ლო­ბენ, "გა­დაყ­ლა­პეთ", მო­ით­მი­ნეთ-მეთ­ქი" - რას ყვე­ბა კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენტზე ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე სპორ­ტსმე­ნი

აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, 2016 წლის 24 მა­ისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­მო­ცხად­და ინ­ცინ­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე 6 პირი, რომ­ლე­ბიც მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხნენ. გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, ასე­ვე გა­მო­ი­კი­თხა ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე მე­ო­რე მხა­რეც. და­ი­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო და ფი­ზიო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, 2016 წლის 1 ივ­ნისს, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე 5 პირს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 239-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, ხოლო ერთ მათ­განს ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 239-ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლე­ბით.

ამას­თან, ბრალ­დე­ბის მხა­რე კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს მი­მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ

კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე ბრალდებული 6 პირიდან დაკავებული არც ერთი არ არის.

როგორც "ინტერპრსნიუსს" ბრალდებულების - კობა ტყეშელაშვილისა და ვლადიმერ გეგეშიძის ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ " განუცხადა, დაცვის მხარე ელოდება როდის შევა სასამართლოში შუამდგომლობა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ამასთან, როგორც ადვოკატმა განაცხადა, ექვსივე ბრალდებული ის პირები არიან, რომლებიც შსს-ში 24 მაისს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

"ამ დროსითვის ბრალდებულები არ არიან დაკავებულები. ბრალის წაყენების შემდგომი ღონისძიება არის შუამდგომლობა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებაზე. ველოდებით როდის და სად დაგვიძახებენ. მე ვიცავ ორ პირს - კობა ტყეშელაშვილსა და ვლადიმერ გეგეშიძეს. როგორც ვიცი, დანარჩენ ოთხ პირს ამ დრომდე ადვოკატი არ ჰყავთ", - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ და აღნიშნა, რომ ბრალდებულები ცემის ფაქტს აღიარებენ, თუმცა წარდგენილ ბრალს უარყოფენ.

2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.

ასევე წაიკითხეთ: "ბიჭებს ვთხოვდი, ჩვენ წამოკიდებას ცდილობენ, "გადაყლაპეთ", მოითმინეთ-მეთქი" - რას ყვება კორცხელის ინციდენტზე ჩხუბის მონაწილე სპორტსმენი

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ხოლო ერთ მათგანს ვლადიმერ გეგეშიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

ამასთან, ბრალდების მხარე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა. მისივე თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს სავარაუდოდ დღეს მიმართავს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ