რუსეთის პირველ არხზე ახალი შოუ "მაქსიმ მაქსიმ" დაიწყო, რომელიც ალა პუგაჩოვას შოუმენ მეუღლეს მაქსიმ გალკინს მიჰყავს. შოუს რეკლამირებისთვის წყვილმა და პროდიუსერების ჯგუფმა სკანდალურ და მოულოდნელ გზას მიმართეს - რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცეში და ტელევიზიით ტრიალებს ვიდეორგოლი პუგაჩოვას მონაწილეობით, რომელმაც უკვე მთელი რუსეთი აალაპარაკა.
საქმე ის არის, რომ ახალი გადაცემის პრომო-ვიდეოსთვის 67 წლის მომღერალმა გაიხადა. პუგაჩოვა საკუთარი სასახლის სააბაზანოში, ჯაკუზიში ნებივრობს.
როგორც ჩანს, პრიმადონა 27 წლით უმცროსი მეუღლის რეიტინგის გაზრდაზე ზრუნავს. გალკინის გადაცემა რუსეთის პირველ არხზე რამდენიმე კვირაა დაიწყო და ჯერჯერობით რეიტინგული გადაცემების 20-ეულშიც კი ვერ მოხვდა.
ასევე წაიკითხეთ:
ალა პუგაჩოვასა და გალკინის სასახლის დაუჯერებელი ფუფუნება
გაახალგაზრდავებულმა ალა პუგაჩოვამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო