სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქიმიოთერაპია ახალი დამთავრებული მქონდა, როცა დედამ თავი მოიკლა" - დედა სიდონიას ურთულესი ცხოვრების გზა და სულის საოცარი მხნეობა
"ქიმიოთერაპია ახალი დამთავრებული მქონდა, როცა დედამ თავი მოიკლა" - დედა სიდონიას ურთულესი ცხოვრების გზა და სულის საოცარი მხნეობა

რუბ­რი­კის "ჩემი ცხოვ­რე­ბის პა­ლიტ­რა" სტუ­მა­რი ამ­ჯე­რად დედა სი­დო­ნი­აა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას საკ­მა­ოდ, მძი­მე და ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს გავ­ლი­ლი, მისი მთა­ვა­რი ფერი მა­ინც ბრწყინ­ვა­ლე ოქ­როს­ფე­რია, რო­მელ­შიც ყო­ველ­თვის იმედს ხე­დავს. "მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა კა­ლე­ი­დოს­კო­პის ფე­რე­ბი მომ­ყვე­ბა, მე­ცი­ნე­ბა, რომ ინ­ტერ­ვი­უც კი ახლა კა­ლე­ი­დოს­კო­პია. რო­დე­საც მი­თხა­რით, რომ ეს თემა გა­ინ­ტე­რე­სებ­დათ, მცი­რე შო­კიც კი მი­ვი­ღე..." - გვი­თხრა დედა სი­დო­ნი­ამ.

- და­ვი­წყოთ ბავ­შვო­ბით, რა ფერ მი­ა­ნი­ჭებ­დით ბავ­შვო­ბის წლებს?

- ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დი მხი­ა­რუ­ლი, მყვი­რა­ლა, ნა­თე­ლი ფე­რე­ბი­თაა სავ­სე. ხში­რად მახ­სენ­დე­ბა ჩვე­ნი აივ­ნი და იქ არ­სე­ბუ­ლი სიმ­შვი­დე. მზე რომ ჩა­დი­ო­და, ყვე­ლაფ­რი სას­წა­უ­ლად ლა­მა­ზად მო­ჩან­და. ამ ცოტა ხნის წინ ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ბავ­შვო­ბა­ში კა­ლე­ი­დოს­კო­პი და­მიშ­ლია და ფე­რა­დი ქვე­ბი მი­წა­ში ჩა­მიყ­რია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ჟა­მად ზო­გა­დად გულ­წრფე­ლი, უან­გა­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყო. ის ფე­რე­ბი და სით­ბო დღემ­დე მომ­ყვე­ბა და მა­სულ­დგმუ­ლებს. ადა­მი­ა­ნებ­თან ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას დღემ­დე ვცდი­ლობ, რაც ზოგს უკ­ვირს, რად­გა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან და­ზი­ან­და. ის ლა­მა­ზი ფე­რე­ბი, რო­მე­ლიც ინერ­ცი­ით მომ­ყვე­ბა, ერთი პე­რი­ო­დი გა­ნაც­რის­ფრდა და გა­მუქ­და. ეს მა­შინ მოხ­და, როცა შე­ხე­ბა მო­მი­წია ეჭვთან, გა­უ­ტან­ლო­ბას­თან და და­ვი­ბე­ნი... ეს ჩვენს წი­აღ­შიც ვიგ­რძე­ნი და ერ­შიც.

- თქვენს წი­აღ­შიც?

- იქაც იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან და მოჰ­ყვე­ბათ ის რა­ღაც, ვიდ­რე არ­სე­ბი­თად მო­ა­ხერ­ხე­ბენ შეც­ვლას...

- მა­ვანს შე­იძ­ლე­ბა გა­უკ­ვირ­დეს, შა­ვად შე­მო­სილს, სა­სუ­ლი­ე­რო პირს ფე­რებ­ზე რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბიო, მაგ­რამ ისე­თი ადა­მი­ა­ნი ხართ, რომ ფე­რე­ბის პა­ლიტ­რას ამ სა­მოს­შიც ინარ­ჩუ­ნებთ... გა­იხ­სე­ნეთ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რო­დე­საც 16 წლი­სამ ეკ­ლე­სი­ა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტეთ...

- ეკ­ლე­სი­ა­ში თა­ვი­დან ჩემი და მი­ვი­და, მერე მამა მი­იყ­ვა­ნა, მერე მი­ვე­დი მეც, რა­მაც ის გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ბავ­შვო­ბა­სა და მოზ­რდი­ლო­ბას შო­რის აქვთ ხოლ­მე, და­მი­ბა­ლან­სა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტაძ­რის გუმ­ბა­თის სარ­კმლი­დან კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი მზის სხი­ვის ჩა­მოს­ვლას ჰგავ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ერე­ვა.

- ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი­სას თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა ფე­რე­ბი გა­მოჩ­ნდა?

- ალ­ბათ უფრო მწვა­ნე, შუ­ამ­თა­ში დავ­დი­ო­დით წირ­ვებ­ზე. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 5-6 ბერი იყო, ერთ-ერთი, ვინც იქ მოღ­ვა­წე­ობ­და, ჩვე­ნი ოჯა­ხის მო­ძღვა­რი გახ­ლდათ... თა­ვი­დან მო­ნას­ტერ­ში სტუმ­რად წა­ვე­დი და ის პე­რი­ო­დიც ახლა ოქ­როს­ფრად და ვარ­დის­ფრად ბრწყი­ნავს. იქ და­ვი­ნა­ხე სრულ­ფა­სოვ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა, რა­მაც მომ­ხიბ­ლა. არა­და, ბევ­რს ჰგო­ნია, რომ მო­ნას­ტერ­ში რომ მი­დი­ხარ, იქ მი­წას გაყ­რი­ან, იქა­უ­რო­ბა მხო­ლოდ მუქ ფერ­თან ასო­ცირ­დე­ბა. პი­რი­ქით, მე იქ პროგ­რე­სი და პი­როვ­ნუ­ლი ზრდის მეტი გა­რე­მო აღ­მო­ვა­ჩი­ნე. დღეს არ­სე­ბუ­ლი მო­ნას­ტრე­ბის წი­ნამ­ძღვრე­ბი მა­შინ სამ­თავ­რო­ში იყ­ვნენ, ფან­ტას­ტი­კუ­რად გა­ლობ­დნენ... ხელ­გარ­ჯი­ლო­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი მო­ნაზვნე­ბი სა­ოც­რად გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი და კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი იყ­ვნენ.

იმ ყვე­ლაფ­რის­თვის მამა გაბ­რი­ე­ლის პე­რი­ო­დი ჩუ­ქურ­თმა და სამ­შვე­ნი­სი გახ­ლდათ. სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში სამი წელი ვცხოვ­რობ­დი და ჩვე­ნი სე­ნა­კე­ბი თით­ქმის გვერ­დიგ­ვერდ იყო.

მამა გაბ­რი­ელ­თან სე­ნაკ­ში ხში­რად მი­წევ­და შეს­ვლა. მო­ნას­ტერ­ზე თუ რამე გან­საც­დე­ლი მო­დი­ო­და, ის სა­ლო­სო­ბას იწყებ­და და სა­კუ­თარ თავ­ზე იღებ­და იმ ყვე­ლა­ფერს. ადა­მი­ა­ნებს მან და­აძ­ლე­ვი­ნა ბევ­რი სირ­თუ­ლე და ის გზა გაკ­ვა­ლა, რის წყა­ლო­ბი­თაც ბევ­რი რამ უმ­ტკივ­ნე­უ­ლი­ოდ გა­დაგ­ვი­ტა­ნია. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ქიმიოთერაპია ახალი დამთავრებული მქონდა, როცა დედამ თავი მოიკლა" - დედა სიდონიას ურთულესი ცხოვრების გზა და სულის საოცარი მხნეობა

"ქიმიოთერაპია ახალი დამთავრებული მქონდა, როცა დედამ თავი მოიკლა" - დედა სიდონიას ურთულესი ცხოვრების გზა და სულის საოცარი მხნეობა

რუბრიკის "ჩემი ცხოვრების პალიტრა" სტუმარი ამჯერად დედა სიდონიაა. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ, მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება აქვს გავლილი, მისი მთავარი ფერი მაინც ბრწყინვალე ოქროსფერია, რომელშიც ყოველთვის იმედს ხედავს. "მთელი ცხოვრებაა კალეიდოსკოპის ფერები მომყვება, მეცინება, რომ ინტერვიუც კი ახლა კალეიდოსკოპია. როდესაც მითხარით, რომ ეს თემა გაინტერესებდათ, მცირე შოკიც კი მივიღე..." - გვითხრა დედა სიდონიამ.

- დავიწყოთ ბავშვობით, რა ფერ მიანიჭებდით ბავშვობის წლებს?

- ბავშვობის პერიოდი მხიარული, მყვირალა, ნათელი ფერებითაა სავსე. ხშირად მახსენდება ჩვენი აივნი და იქ არსებული სიმშვიდე. მზე რომ ჩადიოდა, ყველაფრი სასწაულად ლამაზად მოჩანდა. ამ ცოტა ხნის წინ ჩემმა მეზობელმა გაიხსენა, რომ ბავშვობაში კალეიდოსკოპი დამიშლია და ფერადი ქვები მიწაში ჩამიყრია.

საქართველოში იმჟამად ზოგადად გულწრფელი, უანგარო ურთიერთობები იყო. ის ფერები და სითბო დღემდე მომყვება და მასულდგმულებს. ადამიანებთან ასეთი ურთიერთობის შენარჩუნებას დღემდე ვცდილობ, რაც ზოგს უკვირს, რადგანაც ეს ყველაფერი ძალიან დაზიანდა. ის ლამაზი ფერები, რომელიც ინერციით მომყვება, ერთი პერიოდი განაცრისფრდა და გამუქდა. ეს მაშინ მოხდა, როცა შეხება მომიწია ეჭვთან, გაუტანლობასთან და დავიბენი... ეს ჩვენს წიაღშიც ვიგრძენი და ერშიც.

- თქვენს წიაღშიც?

- იქაც იგივე ადამიანები მოდიან და მოჰყვებათ ის რაღაც, ვიდრე არსებითად მოახერხებენ შეცვლას...

- მავანს შეიძლება გაუკვირდეს, შავად შემოსილს, სასულიერო პირს ფერებზე როგორ ელაპარაკებიო, მაგრამ ისეთი ადამიანი ხართ, რომ ფერების პალიტრას ამ სამოსშიც ინარჩუნებთ... გაიხსენეთ პირველი ნაბიჯი, როდესაც 16 წლისამ ეკლესიაში წასვლა გადაწყვიტეთ...

- ეკლესიაში თავიდან ჩემი და მივიდა, მერე მამა მიიყვანა, მერე მივედი მეც, რამაც ის გარდამავალი პერიოდი, რომელიც ადამიანებს ბავშვობასა და მოზრდილობას შორის აქვთ ხოლმე, დამიბალანსა. ეს ყველაფერი ტაძრის გუმბათის სარკმლიდან კონცენტრირებული მზის სხივის ჩამოსვლას ჰგავდა, რომელიც ყველაფერს ერევა.

- ეკლესიაში სიარულისას თქვენს ცხოვრებაში რა ფერები გამოჩნდა?

- ალბათ უფრო მწვანე, შუამთაში დავდიოდით წირვებზე. იმ პერიოდში საქართველოში სულ 5-6 ბერი იყო, ერთ-ერთი, ვინც იქ მოღვაწეობდა, ჩვენი ოჯახის მოძღვარი გახლდათ... თავიდან მონასტერში სტუმრად წავედი და ის პერიოდიც ახლა ოქროსფრად და ვარდისფრად ბრწყინავს. იქ დავინახე სრულფასოვნებისკენ სწრაფვა, რამაც მომხიბლა. არადა, ბევრს ჰგონია, რომ მონასტერში რომ მიდიხარ, იქ მიწას გაყრიან, იქაურობა მხოლოდ მუქ ფერთან ასოცირდება. პირიქით, მე იქ პროგრესი და პიროვნული ზრდის მეტი გარემო აღმოვაჩინე. დღეს არსებული მონასტრების წინამძღვრები მაშინ სამთავროში იყვნენ, ფანტასტიკურად გალობდნენ... ხელგარჯილობით გატაცებული მონაზვნები საოცრად განათლებულები და კარგი ოჯახის შვილები იყვნენ.

იმ ყველაფრისთვის მამა გაბრიელის პერიოდი ჩუქურთმა და სამშვენისი გახლდათ. სამთავროს მონასტერში სამი წელი ვცხოვრობდი და ჩვენი სენაკები თითქმის გვერდიგვერდ იყო.

მამა გაბრიელთან სენაკში ხშირად მიწევდა შესვლა. მონასტერზე თუ რამე განსაცდელი მოდიოდა, ის სალოსობას იწყებდა და საკუთარ თავზე იღებდა იმ ყველაფერს. ადამიანებს მან დააძლევინა ბევრი სირთულე და ის გზა გაკვალა, რის წყალობითაც ბევრი რამ უმტკივნეულიოდ გადაგვიტანია. ძალიან ძლიერი პიროვნება იყო.

განაგრძეთ კითხვა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული

ახალი წიგნი გიდებისთვის - ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოზე მუშაობა იწყება

"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი