სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი ცნობილების შვილები, რომლებსაც საერთო ერთი მშობელი ჰყავთ
ქართველი ცნობილების შვილები, რომლებსაც საერთო ერთი მშობელი ჰყავთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ოჯა­ხე­ბი ხში­რად ენგრე­ვათ და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, შვი­ლე­ბის აღ­ზრდა დე­დებს და­მო­უ­კი­დებ­ლად უწევთ. თუმ­ცა არი­ან წყვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ქორ­წი­ნე­ბი­დან შე­ძე­ნილ შვი­ლებს ჰარ­მო­ნი­უ­ლად ზრდი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დღემ­დე ერ­თად ცხოვ­რო­ბენ თუ არა.

უმ­შვე­ნი­ე­რეს მაკა ასა­თი­ანს სამი ვაჟი ჰყავს. უფ­რო­სი ბი­ჭე­ბის - კა­ხის და ლე­ვა­ნი­კოს მამა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მე­რაბ ჟორ­და­ნი­აა, ხოლო უმ­ცრო­სის - კონ­სტან­ტი­ნეს მამა ბიზ­ნეს­მე­ნი კოტე გო­გე­ლი­აა. პა­ტა­რა კონ­სტან­ტი­ნე შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს მშობ­ლებ­თან. კახი და ლე­ვა­ნი­კო კი ძი­რი­თა­დად თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ და მათ­ზე მა­მი­და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია ზრუ­ნავს. მაკა ასა­თი­ან­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ მე­რაბ ჟორ­და­ნია აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა. ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე ბი­ძაშ­ვი­ლებს ძმებს ეძა­ხის და მათ­ზე, რო­გორც ნამ­დვი­ლი და, ისე ზრუ­ნავს.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ნინი ქარ­სე­ლა­ძეს, ის ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას და თე­მურ ქარ­სე­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია. თე­მურ ქარ­სე­ლა­ძე წლე­ბის წინ თბი­ლის­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და სიმ­პა­ტი­უ­რი ბიჭი იყო, მას­ზე უამ­რა­ვი ქალი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მისი გუ­ლის მო­გე­ბა მხო­ლოდ ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ შეძ­ლო. ნინი ხა­თუ­ნას სწო­რედ პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. თე­მურ ქარ­სე­ლა­ძე ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ სხვა ქალ­ზე აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა. ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ კი ზურა ხა­ჩი­ძე­ზე იქორ­წი­ნა. იყო სკან­და­ლე­ბი, მით­ქმა-მოთ­ქმა, თუმ­ცა წყვილს დღეს სა­მა­გა­ლი­თო ოჯა­ხი აქვს. მარ­თა­ლია თე­მურ ქარ­სე­ლა­ძე ქა­ლიშ­ვილს, ნი­ნის ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლებს, მაგ­რამ ნინი ქარ­სე­ლა­ძის მი­მართ ზურა ხა­ჩი­ძეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ზუ­რას და ხა­თუ­ნას 7 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტა­სია ჰყავთ, რო­მელ­საც უკვე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობს. პა­ტა­რა გო­გო­ნა მღე­რის და გა­და­ცე­მებ­შიც ხში­რად იწ­ვე­ვენ სტუმ­რად მშობ­ლებ­თან ერ­თად.

ეკა კა­ხი­ანს სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი კა­ხი­ა­ნის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილ­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. მომ­ღერ­ლი­სა და რე­ჟი­სო­რის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა მალე და­ინ­გრა. ეკამ ნიკო თო­ფუ­რი­ძე­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც ორი ქა­ლიშ­ვი­ლი - ანას­ტა­სია და ქეთო ჰყავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა მა­მე­ბი ჰყავთ, გო­გო­ნე­ბი ერ­თად იზ­რდე­ბოდ­ნენ. ახლა ანას­ტა­სია გა­თხო­ვი­ლია, ამი­ტომ ნინი და ქეთო ერ­თად ცხოვ­რო­ბენ.

ჟურ­ნა­ლისტ ეკა მიშ­ვე­ლა­ძი­სა და ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლის შვი­ლებს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ეკა მიშ­ვე­ლა­ძე ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავს, რომ მათ ხუთი შვი­ლი ჰყავთ. ეკა მიშ­ვე­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლებს ბევ­რი იც­ნობს, გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გო­გო­ნე­ბი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ვის რჩე­ბა. ეკას უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მაკო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის და მუ­სი­კა­ლუ­რი შო­უ­დან ახ­სოვს ქარ­თველ მსმე­ნელს. ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილს სამი შვი­ლი ჰყავს, ორი გო­გო­ნა და ერთი ბიჭი. პო­ლი­ტი­კო­სი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მა­მაა, მას ხში­რად ნა­ხავთ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში უფ­როს ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად მო­სე­ირ­ნეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და მისი მე­უღ­ლის მაკა ჩი­ჩუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე, ზოგს დები ეგო­ნათ. გო­გო­ნე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რო­ბენ. "ერ­თმა­ნე­თი ჩვენ­მა შვი­ლებ­მა გაგ­ვაც­ნეს. სწო­რედ მათ დაგ­ვა­ახ­ლო­ვეს. მაშო და ანა მე­გობ­რე­ბი არი­ან, ხში­რად რჩე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთ­თან... ", - იხ­სე­ნებს მაკა ჩი­ჩუა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მაშო მაკა ჩი­ჩუ­ას შვი­ლია პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, ის დე­დის გვარ­ზეა. ანა კი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. ექს-პრე­ზი­დენ­ტსა და ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის სამი წლის წინ პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლი - თემო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, წელს კი მე­ო­რე შვი­ლი - თომა.

ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ხო­ფე­რია სამი შვი­ლის დე­დაა. უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ანა­ნო ლე­ვი­ძე ეკას ჰყავს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, რო­მე­ლიც მა­შინ და­ენგრა, როცა ანა­ნო 7 წლის იყო. ხო­ფე­რი­ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მიშა ხუ­ჯა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. ჟურ­ნა­ლისტსა და ცნო­ბილ ექიმს ორი სა­ერ­თო ვაჟი - იკა და ნი­კო­ლო ჰყავთ. ანა­ნოს, იკას და ნი­კო­ლოს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ.

ლელა კი­ლა­ძე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე, რო­მელ­თა­ნაც გო­გო­ნა, თრი­ნი­თი-მარ­თა ჰყავს, გიგი უგუ­ლა­ვა­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მა­ნამ­დე კი ნიკა მა­ჭა­რა­ძის ცოლი გახ­ლდათ. კი­ლა­ძეს მა­ჭა­რა­ძეს­თან ერთი ვაჟი ჰყავს, გიგი უგუ­ლა­ვას­თან კი ალექ­სან­დრე შე­ე­ძი­ნა. თა­ვად გიგი უგუ­ლა­ვას პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან, თაკო ცა­გუ­რი­ას­თან, ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს - თინა და ტასო. ტასო, თინა და ლელა კი­ლა­ძის პირ­ვე­ლი შვი­ლი ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა არ აკავ­ში­რებთ. პა­ტა­რა ძმას­თან, ალექ­სან­დრეს­თან გო­გო­ნებს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ.

ორი შვი­ლი ჰყავს სხვა­დას­ხვა ქორ­წი­ნე­ბი­დან ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს. მისი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე 18 წლი­საა. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა ორ წე­ლი­წად­ში დას­რულ­და. მისი მე­უღ­ლე ნი­კო­ლოზ გე­გუ­ჩა­ძე გახ­ლდათ. მა­რი­ამს მა­მას­თან და მის ახალ ოჯახ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. მა­მის მხრი­დან მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძეს 2 უმ­ცრო­სი ძმა ჰყავს. სოდ-ის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან ერეკ­ლე კო­დუ­ას­თან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს ვაჟი - საბა გა­უჩ­ნდა. საბა კო­დუ­ას მა­მის მხრი­დან ოთხი და-ძმა ჰყავს. თუმ­ცა წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს უკვე და­შო­რე­ბუ­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

naTia
0

20 წლის გავთხოვდი, არაფერი განსაკუთრებული არ მქონდა, არც ტანი, არც ფეხები , მაგრამ ამბობდნენ რომ მქონდა განსაკუთრებული სილამაზის მოლაპარაკე თვალები.ჩემი დეიდაშვილი რომ კვდებოდა უთქვამს თურმე ამოვიდეს, მნახოს, ნურაფერს მეტყვის ენით, თვალებით დამელაპარაკოსო და ამ თვალების დამსახურენა იყო, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მთხოვნელი არ შეწყვეტილა, ვისაც გავყევი ულამაზესი ბიჭი იყო, მუქი მწვანე თვალებით და არაჩვეულებრივი თმებით, 56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და დაიღუპა, არანაირი ნაკლი არ ქონდა, ქალების მოყვარული იყო წარმოუდგენლად. გაყრაზე რომ ვესაუბრებოდი სიცილს ვერ იკავებდა, მთელი ქვეყანაა ჩემზე შეყვარებული და მე მარტო შენ მიყვარხარ, რა გაყრაზე მესაუბრებიო. ბოლოს მძიმე ავადმყოფა მითხრა, ძალიან დავიღალე, შენ რომ არ გხედავდე გამიჭირდებოდაო სიცოცხლესთან გაყრა, ის მოლაპარაკე თვალები,ისე მიმკურნალა ექიმმა ახლა ბაბაიაგას დავემსგავსე. ისე რაღად მინდა არა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართველი ცნობილების შვილები, რომლებსაც საერთო ერთი მშობელი ჰყავთ

ქართველი ცნობილების შვილები, რომლებსაც საერთო ერთი მშობელი ჰყავთ

საქართველოში ცნობილ ადამიანებს ოჯახები ხშირად ენგრევათ და უმეტეს შემთხვევაში, შვილების აღზრდა დედებს დამოუკიდებლად უწევთ. თუმცა არიან წყვილები, რომლებიც სხვადასხვა ქორწინებიდან შეძენილ შვილებს ჰარმონიულად ზრდიან, მიუხედავად იმისა, დღემდე ერთად ცხოვრობენ თუ არა.

უმშვენიერეს მაკა ასათიანს სამი ვაჟი ჰყავს. უფროსი ბიჭების - კახის და ლევანიკოს მამა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა, ხოლო უმცროსის - კონსტანტინეს მამა ბიზნესმენი კოტე გოგელიაა. პატარა კონსტანტინე შვეიცარიაში ცხოვრობს მშობლებთან. კახი და ლევანიკო კი ძირითადად თბილისში ცხოვრობენ და მათზე მამიდა ხათუნა ჟორდანია ზრუნავს. მაკა ასათიანთან დაშორების შემდეგ მერაბ ჟორდანია აღარ დაქორწინებულა. ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე ბიძაშვილებს ძმებს ეძახის და მათზე, როგორც ნამდვილი და, ისე ზრუნავს.

რაც შეეხება თავად ნინი ქარსელაძეს, ის ხათუნა ჟორდანიას და თემურ ქარსელაძის ქალიშვილია. თემურ ქარსელაძე წლების წინ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სიმპატიური ბიჭი იყო, მასზე უამრავი ქალი იყო შეყვარებული, თუმცა მისი გულის მოგება მხოლოდ ხათუნა ჟორდანიამ შეძლო. ნინი ხათუნას სწორედ პირველი ქორწინებიდან ჰყავს. თემურ ქარსელაძე ხათუნა ჟორდანიასთან დაშორების შემდეგ სხვა ქალზე აღარ დაქორწინებულა. ხათუნა ჟორდანიამ კი ზურა ხაჩიძეზე იქორწინა. იყო სკანდალები, მითქმა-მოთქმა, თუმცა წყვილს დღეს სამაგალითო ოჯახი აქვს. მართალია თემურ ქარსელაძე ქალიშვილს, ნინის ყურადღებას არ აკლებს, მაგრამ ნინი ქარსელაძის მიმართ ზურა ხაჩიძეც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა. ზურას და ხათუნას 7 წლის ქალიშვილი ანასტასია ჰყავთ, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს. პატარა გოგონა მღერის და გადაცემებშიც ხშირად იწვევენ სტუმრად მშობლებთან ერთად.

ეკა კახიანს სამი ქალიშვილი ჰყავს. ნინი ბადურაშვილი კახიანის უფროსი ქალიშვილია, რომელიც რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილთან ქორწინებიდან ჰყავს. მომღერლისა და რეჟისორის თანაცხოვრება მალე დაინგრა. ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა, რომელთანაც ორი ქალიშვილი - ანასტასია და ქეთო ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მამები ჰყავთ, გოგონები ერთად იზრდებოდნენ. ახლა ანასტასია გათხოვილია, ამიტომ ნინი და ქეთო ერთად ცხოვრობენ.

ჟურნალისტ ეკა მიშველაძისა და ბუკა პეტრიაშვილის შვილებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ეკა მიშველაძე ყოველთვის აღნიშნავს, რომ მათ ხუთი შვილი ჰყავთ. ეკა მიშველაძის ქალიშვილებს ბევრი იცნობს, გამორჩეული გარეგნობის გოგონები შეუმჩნეველი არავის რჩება. ეკას უმცროსი ქალიშვილი მაკო არაჩვეულებრივად მღერის და მუსიკალური შოუდან ახსოვს ქართველ მსმენელს. ალექსი პეტრიაშვილს სამი შვილი ჰყავს, ორი გოგონა და ერთი ბიჭი. პოლიტიკოსი ყურადღებიანი მამაა, მას ხშირად ნახავთ თბილისის ქუჩებში უფროს ქალიშვილებთან ერთად მოსეირნეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და მისი მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილები წლების მანძილზე, ზოგს დები ეგონათ. გოგონები ბავშვობიდან მეგობრობენ. "ერთმანეთი ჩვენმა შვილებმა გაგვაცნეს. სწორედ მათ დაგვაახლოვეს. მაშო და ანა მეგობრები არიან, ხშირად რჩებოდნენ ერთმანეთთან... ", - იხსენებს მაკა ჩიჩუა ერთ-ერთ ინტერვიუში. მაშო მაკა ჩიჩუას შვილია პირველი ქორწინებიდან, ის დედის გვარზეა. ანა კი გიორგი მარგველაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ექს-პრეზიდენტსა და ყოფილ პირველ ლედის სამი წლის წინ პირველი საერთო შვილი - თემო მარგველაშვილი შეეძინათ, წელს კი მეორე შვილი - თომა.

ჟურნალისტი ეკა ხოფერია სამი შვილის დედაა. უფროსი ქალიშვილი ანანო ლევიძე ეკას ჰყავს პირველი ქორწინებიდან, რომელიც მაშინ დაენგრა, როცა ანანო 7 წლის იყო. ხოფერიამ რამდენიმე წლის წინ მიშა ხუჯაძეზე იქორწინა. ჟურნალისტსა და ცნობილ ექიმს ორი საერთო ვაჟი - იკა და ნიკოლო ჰყავთ. ანანოს, იკას და ნიკოლოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.

ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილზე დაქორწინებამდე, რომელთანაც გოგონა, თრინითი-მართა ჰყავს, გიგი უგულავაზე იყო დაქორწინებული, მანამდე კი ნიკა მაჭარაძის ცოლი გახლდათ. კილაძეს მაჭარაძესთან ერთი ვაჟი ჰყავს, გიგი უგულავასთან კი ალექსანდრე შეეძინა. თავად გიგი უგულავას პირველ მეუღლესთან, თაკო ცაგურიასთან, ორი ქალიშვილი ჰყავს - თინა და ტასო. ტასო, თინა და ლელა კილაძის პირველი შვილი ერთ სკოლაში სწავლობენ, თუმცა განსაკუთრებული მეგობრობა არ აკავშირებთ. პატარა ძმასთან, ალექსანდრესთან გოგონებს კარგი ურთიერთობა აქვთ.

ორი შვილი ჰყავს სხვადასხვა ქორწინებიდან ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს. მისი უფროსი ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე 18 წლისაა. ტელეწამყვანის პირველი ქორწინება ორ წელიწადში დასრულდა. მისი მეუღლე ნიკოლოზ გეგუჩაძე გახლდათ. მარიამს მამასთან და მის ახალ ოჯახთან კარგი ურთიერთობა აქვს. მამის მხრიდან მარიამ გეგუჩაძეს 2 უმცროსი ძმა ჰყავს. სოდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან ერეკლე კოდუასთან ნანუკა ჟორჟოლიანს ვაჟი - საბა გაუჩნდა. საბა კოდუას მამის მხრიდან ოთხი და-ძმა ჰყავს. თუმცა წყვილი ერთმანეთს უკვე დაშორებულია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ახალციხეში 17 წლის ბიჭს ეძებენ

"პნევმონიას დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, განვითარდა სეფსისი" - გორში კორონავირუსით უროლოგი მირიან არსაკიძე გარდაიცვალა

"ბოლოს რომ ვესაუბრე, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალეო" - რას ამბობს კვაშალი წიკლაურის მდგომარეობაზე?