სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დევების გამოქვაბული" - საქართველოში გიგანტური ადამიანის არსებობას სერიოზული საფუძველი აქვს?!
"დევების გამოქვაბული" - საქართველოში გიგანტური ადამიანის არსებობას სერიოზული საფუძველი აქვს?!

სი­ტყვა "ზღა­პა­რი" ჩვენს გო­ნე­ბა­ში და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბავ­თან ასო­ცირ­დე­ბა, დრო კი სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ტკი­ცებს - ბევ­რი რამ ზღაპ­რუ­ლი სი­ნამ­დვი­ლედ იქცა. მა­გა­ლი­თად, თვითმფრი­ნა­ვით ზუს­ტად ისე­ვე­ იფ­რენთ ცაში, რო­გორც მფრი­ნა­ვი ხა­ლი­ჩით, ხოლო ჯა­დოს­ნურ სარ­კე­ო­ბას იმ­დე­ნად იო­ლად ეწე­ვა კომ­პი­უ­ტე­რი, რომ გა­ო­ცე­ბა­საც ვე­ღარ ვა­ხერ­ხებთ, ანუ ამ ლოგი­კით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ადა­მი­ა­ნი არა­ფერს იგო­ნებ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო და რა­ტომ­ღაც გაქ­რა (მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ,­ რომ დე­და­მი­წის ის­ტო­რი­ა­ში­ ექ­ვსი ცი­ვი­ლი­ზა­ცია და­ი­ღუ­პა და კვლავ აღორ­ძინ­და). სწო­რედ ამი­ტომ არ­სე­ბობს მეც­ნი­ე­რე­ბის რამ­დე­ნი­მე დარ­გი, რო­მე­ლიც სწავ­ლობს, თუ რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ის, რა­საც ზღაპ­რე­ბი და ლე­გენ­დე­ბი აღ­წე­რენ.

2 წლის წინ ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ტყე-პარკში "დის­ქა­ვე­რის" ექ­სპე­დი­ცია იმ­ყო­ფე­ბო­და. მას შე­უ­ერ­თდა ქარ­თველ სწავ­ლულ­თა­ 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი. ჯგუ­ფის წევ­რი, ახალ­გაზ­რდა ის­ტო­რი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი ოთარ ბა­ღა­თუ­რია ვა­რა­უ­დობს, რომ ქარ­თულ (ისე­ვე, რო­გორც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში) მი­თებ­სა თუ თქმუ­ლე­ბებ­ში გარ­კვე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ძი­ე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი:

ოთარ ბა­ღა­თუ­რია: - შლი­მა­ნამ­დე ტრო­აც და მისი ომე­ბიც არა­რე­ა­ლუ­რი ეგო­ნათ, მაგ­რამ მო­ვი­და შლი­მა­ნი და აღ­მო­ა­ჩი­ნა ტროა, და­ა­და­სტუ­რა, რომ ის მარ­თლაც არ­სე­ბობ­და. ასე რომ, თუ სახ­სრე­ბი გვექ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, ლე­გენ­დე­ბი ჩვენ­თა­ნაც გა­ცო­ცხლდეს. ეს არე­ა­ლი დიდი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლია, ამ­ჯე­რად შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ მის ნა­წილ­ზე ვი­სა­უბ­როთ - გი­გან­ტურ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლა­დაც "დის­ქა­ვე­რის" ექ­სპე­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და.

ქარ­თუ­ლი ენა გი­გან­ტთა რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ას იც­ნობს: მათ შო­რის არი­ან გო­ლი­ა­თე­ბი, ბუმ­ბე­რა­ზე­ბი (ეს სი­ტყვა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ­ში გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ ფი­ზი­კურ, არა­მედ მო­რა­ლურ და მა­ტე­რი­ა­ლურ უპი­რა­ტე­სო­ბას), დევ­გმი­რი (ტა­ნად გო­ლი­ა­თი მა­მა­ცი) და დევი.

დევი ჩვენს ზღაპ­რებ­ში უარ­ყო­ფი­თი გმი­რია, რო­მე­ლიც იტა­ცებს ადა­მი­ა­ნებს, ანუ კა­ცი­ჭა­მი­აა, ცხო­ვე­ლის თვი­სე­ბე­ბი აქვს - ვე­ლუ­რია და არა­ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, ნა­ხევ­რად ადა­მი­ა­ნია და ამი­ტო­მაც აქვს გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი სურ­ვი­ლი გა­უ­კე­თე­სე­ბი­სა - ირ­თავს ცო­ლად ადა­მი­ანს და ჰყავს შთა­მო­მა­ვა­ლი.

სვა­ნებ­ში დღემ­დე ცო­ცხლობს გოლ­იათ­თა ხსოვ­ნა: ბუ­შე­ბი, და­ლე­ბი­, დევ­ქა­ლე­ბი, დევ­კა­ცე­ბი. ბევ­რი სვა­ნი­ დღე­საც გე­ტყვით, რომ ღა­მით უშენ ად­გი­ლას გა­და­ე­ყა­რა დევ­ქალს, რო­მე­ლიც შრი­ა­ლით მოფ­რი­ნავ­და. ბუ­შე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ცხოვ­რობ­დნენ. ერთ­ხელ მათ ხალ­ხმა ძა­ლა­უფ­ლე­ბა წა­არ­თვა და ამო­ხო­ცა. მე­ტიც, სვა­ნე­ბი დღე­საც გაჩ­ვე­ნე­ბენ მთებ­ში გო­ლი­ა­თე­ბის ნაკ­ვა­ლევს. ისი­ნი ჩნდე­ბი­ან მხო­ლოდ მა­შინ, როცა ვინ­მე ძა­ლი­ან შე­ა­წუ­ხებს. აბე­ზარს სცე­მენ­ და შერ­ცხვე­ნილს სახ­ლის წინ ტო­ვე­ბენ.­

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ჰიტ­ლე­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ანა­ნერ­ბე" (გერ­მა­ნი­ის უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ი­სა და წი­ნა­პარ­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი გერ­მა­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, - ავტ.) კავ­კა­სი­ის მთებ­ში წმინ­და გრა­ალს ეძებ­და. გრა­ა­ლი ვერ ნა­ხეს, მაგ­რამ გერ­მა­ნი­ას აც­ნო­ბეს იდუ­მა­ლი გო­ლი­ა­თე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ღა­მით ჩნდე­ბოდ­ნენ, ად­გი­ლობ­რი­ვებს ყა­ნას უმუ­შა­ვებ­დნენ და მერე ქრე­ბოდ­ნენ...

- თუ დე­ვე­ბი კა­ცი­ჭა­მი­ე­ბი იყ­ვნენ, ადა­მი­ან­თა შთა­მო­მა­ვალ სა­კუ­თარ დე­დებს და ცო­ლებს რა­ტომ არ ჭამ­დნენ?

- შე­საძ­ლოა, დე­ვის კა­ცი­ჭა­მი­ო­ბაც მტრის ხა­ტის და­სამ­ძიმ­ებ­ლად იყო მო­გო­ნი­ლი - ადა­მი­ა­ნებს გო­ლი­ა­თე­ბის თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა უნ­დო­დათ და მის­გან მტრის ხა­ტიც შექ­მნეს და გა­და­ა­შე­ნეს. დარ­ჩა­ სა­მარ­ხე­ბი. მათ შო­რის ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ტყე-პარკშიც, რომ­ლი­თაც "დის­ქა­ვე­რიც" და­ინ­ტე­რეს­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"დევების გამოქვაბული" - საქართველოში გიგანტური ადამიანის არსებობას სერიოზული საფუძველი აქვს?!

"დევების გამოქვაბული" - საქართველოში გიგანტური ადამიანის არსებობას სერიოზული საფუძველი აქვს?!

სიტყვა "ზღაპარი" ჩვენს გონებაში დაუჯერებელ ამბავთან ასოცირდება, დრო კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს - ბევრი რამ ზღაპრული სინამდვილედ იქცა. მაგალითად, თვითმფრინავით ზუსტად ისევე­ იფრენთ ცაში, როგორც მფრინავი ხალიჩით, ხოლო ჯადოსნურ სარკეობას იმდენად იოლად ეწევა კომპიუტერი, რომ გაოცებასაც ვეღარ ვახერხებთ, ანუ ამ ლოგი­კით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი არაფერს იგონებდა, ეს ყველაფერი იყო და რატომღაც გაქრა (მეცნიერები ვარაუდობენ,­ რომ დედამიწის ისტორიაში­ ექვსი ცივილიზაცია დაიღუპა და კვლავ აღორძინდა). სწორედ ამიტომ არსებობს მეცნიერების რამდენიმე დარგი, რომელიც სწავლობს, თუ რამდენად რეალური შეიძლება ყოფილიყო ის, რასაც ზღაპრები და ლეგენდები აღწერენ.

2 წლის წინ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში "დისქავერის" ექსპედიცია იმყოფებოდა. მას შეუერთდა ქართველ სწავლულთა­ 5-კაციანი ჯგუფი. ჯგუფის წევრი, ახალგაზრდა ისტორიკოსი, პროფესორი ოთარ ბაღათურია ვარაუდობს, რომ ქართულ (ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში) მითებსა თუ თქმულებებში გარკვეული ისტორიული პროცესებისა და მოვლენების ძიებაა შესაძლებელი:

ოთარ ბაღათურია: - შლიმანამდე ტროაც და მისი ომებიც არარეალური ეგონათ, მაგრამ მოვიდა შლიმანი და აღმოაჩინა ტროა, დაადა­სტურა, რომ ის მართლაც არსებობდა. ასე რომ, თუ სახსრები გვექნება, შესაძლოა, ლეგენდები ჩვენთანაც გაცოცხლდეს. ეს არეალი დიდი და ყოვლისმომცველია, ამჯერად შესაძლოა, მხოლოდ მის ნაწილზე ვისაუბროთ - გიგანტურ ადამიანებზე, რომელთა არსებობის დასადასტურებლადაც "დისქავერის" ექსპედიცია საქართველოში ჩამოვიდა.

ქართული ენა გიგანტთა რამდენიმე კატეგორიას იცნობს: მათ შორის არიან გოლიათები, ბუმბერაზები (ეს სიტყვა თანამედროვე ქართულში გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მორალურ და მატერიალურ უპირატესობას), დევგმირი (ტანად გოლიათი მამაცი) და დევი.

დევი ჩვენს ზღაპრებში უარყოფითი გმირია, რომელიც იტაცებს ადამიანებს, ანუ კაციჭამიაა, ცხოველის თვისებები აქვს - ველურია და არაცივილიზებული, ნახევრად ადამიანია და ამიტომაც აქვს გაუცნობიერებელი სურვილი გაუკეთესებისა - ირთავს ცოლად ადამიანს და ჰყავს შთამომავალი.

სვანებში დღემდე ცოცხლობს გოლ­იათთა ხსოვნა: ბუშები, დალები­, დევქალები, დევკაცები. ბევრი სვანი­ დღესაც გეტყვით, რომ ღამით უშენ ადგილას გადაეყარა დევ­ქალს, რომელიც შრიალით მოფრინავდა. ბუშები ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივი ადამიანების გვერდით ცხოვრობდნენ. ერთ­ხელ მათ ხალხმა ძალაუფლება წაართვა და ამოხოცა. მეტიც, სვანები დღესაც გაჩვენებენ მთებში გოლიათების ნაკვალევს. ისინი ჩნდებიან მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ძალიან შეაწუხებს. აბეზარს სცემენ­ და შერცხვენილს სახლის წინ ტოვებენ.­

მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერული ორგანიზაცია "ანანერბე" (გერმანიის უძველესი ისტორიისა და წინაპართა მემკვიდრეობის შემსწავლელი გერმანული საზოგადოება, - ავტ.) კავკასიის მთებში წმინდა გრაალს ეძებდა. გრაალი ვერ ნახეს, მაგრამ გერმანიას აცნობეს იდუმალი გოლიათების შესახებ, რომლებიც ღამით ჩნდე­ბოდნენ, ადგილობრივებს ყანას უმუშავებდნენ და მერე ქრებოდნენ...

- თუ დევები კაციჭამიები იყვნენ, ადამიანთა შთამომავალ საკუთარ დედებს და ცოლებს რატომ არ ჭამდნენ?

- შესაძლოა, დევის კაციჭამიობაც მტრის ხატის დასამძიმ­ებლად იყო მოგონილი - ადამიანებს გოლიათების თავიდან მოშორება უნდოდათ და მისგან მტრის ხატიც შექმნეს და გადააშენეს. დარჩა­ სამარხები. მათ შორის ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკშიც, რომლითაც "დისქავერიც" დაინტერესდა... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია