რუსთავში ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა

რუსთავში ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა

რუსთავში, ქალაქის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდიდან მდინარე მტკვარში 44 წლის ქალი გადახტა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მთელი ღამის განმავლობაში ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და მდინარეში მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახური და პოლიცია, თუმცა ქალის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მომხდარს შეესწრო ტაქსის მძღოლი, რომელმაც ახალგაზრდა ქალი სახლიდან წამოიყვანა. ტაქსის მძღოლის თქმით, ვიდრე ქალს დანიშნულების ადგილამდე მიიყვანდა, მოულოდნელად მანქანიდან გადახტა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ