სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოში 21 000 ადამიანი მონურ პირობებში ცხოვრობს - კვლევის შედეგები
საქართველოში 21 000 ადამიანი მონურ პირობებში ცხოვრობს - კვლევის შედეგები

სა­ქარ­თვე­ლო­ში 20 900 ადა­მი­ა­ნი მო­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს, რაც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 0,467%-ია.

ასე­თია მო­ნო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მებ­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის, Walk Free Foundation-ის ან­გა­რი­ში სა­ხელ­წო­დე­ბით - "გლო­ბა­ლუ­რი მო­ნო­ბის ინ­დექ­სი". ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­მო­იკ­ვლია მო­ნო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მე­ბი მსოფ­ლი­ოს 167 ქვე­ყა­ნა­ში.

Walk Free Foundation-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მო­ნო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მე­ბი გუ­ლის­ხმობს ადა­მი­ა­ნის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ფორ­მას, რა დრო­საც ის იძუ­ლე­ბუ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს გარ­კვე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ში­ნე­ბის, ძა­ლა­დო­ბის ან საფრ­თხის გამო. მო­ნო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მა­ში მო­ი­აზ­რე­ბა ოჯა­ხუ­რი მო­ნო­ბაც, მათ შო­რის იძუ­ლე­ბით ქორ­წი­ნე­ბაც.

რო­გორც კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ევ­რა­ზი­ის რე­გი­ონ­ში მო­ნო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მებ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლო და მოლ­დო­ვა ორად-ორი სა­ხელ­მწი­ფოა რე­გი­ონ­ში, სა­დაც მთავ­რო­ბის რე­ა­გი­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ნო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე 50%-ზე მა­ღა­ლია. მთავ­რო­ბის რე­ა­გი­რე­ბის ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში მე-18 ად­გილს იკა­ვებს", - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

Walk Free Foundation-ი აღ­ნიშ­ნავს, რომ 2012-14 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი მო­ნო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თია ქვე­ყა­ნა რე­გი­ონ­ში, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი რე­ა­ლუ­რად მოქ­მე­დებს. ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს მე­ქა­ნიზ­მი შექ­მნი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ და ით­ვა­ლის­წი­ნებს უფა­სო სა­თარ­ჯიმ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას, იუ­რი­დი­ულ კონ­სულ­ტა­ცი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებ­თან წვდო­მას.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა ევ­რა­ზი­ის რე­გი­ონ­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი შემ­ჩნე­უ­ლი არ არი­ან. ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ევ­რა­ზი­ის რე­გი­ონ­ში არც ერთ ქვე­ყა­ნას არ აქვს გა­მო­ყო­ფი­ლი სა­თა­ნა­დო და­ფი­ნან­სე­ბა მო­ნო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მებ­თან ბრძო­ლის­თვის. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მო­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში 45,8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, აქე­დან 58% ინ­დო­ე­თის, პა­კის­ტა­ნის, ჩი­ნე­თის, ბან­გლა­დე­ში­სა და უზ­ბე­კე­თის მა­ცხოვ­რე­ბე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოში 21 000 ადამიანი მონურ პირობებში ცხოვრობს - კვლევის შედეგები

საქართველოში 21 000 ადამიანი მონურ პირობებში ცხოვრობს - კვლევის შედეგები

საქართველოში 20 900 ადამიანი მონობის პირობებში ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0,467%-ია.

ასეთია მონობის თანამედროვე ფორმებთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის, Walk Free Foundation-ის ანგარიში სახელწოდებით - "გლობალური მონობის ინდექსი". ორგანიზაციამ გამოიკვლია მონობის თანამედროვე ფორმები მსოფლიოს 167 ქვეყანაში.

Walk Free Foundation-ში განმარტავენ, რომ მონობის თანამედროვე ფორმები გულისხმობს ადამიანის ექსპლუატაციის სხვადასხვა ფორმას, რა დროსაც ის იძულებულია განახორციელოს გარკვეული საქმიანობა დაშინების, ძალადობის ან საფრთხის გამო. მონობის თანამედროვე ფორმაში მოიაზრება ოჯახური მონობაც, მათ შორის იძულებით ქორწინებაც.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ევრაზიის რეგიონში მონობის თანამედროვე ფორმებზე ადეკვატური რეაგირება შეინიშნება მხოლოდ საქართველოსა და მოლდოვაში.

"საქართველო და მოლდოვა ორად-ორი სახელმწიფოა რეგიონში, სადაც მთავრობის რეაგირება თანამედროვე მონობის პრობლემებზე 50%-ზე მაღალია. მთავრობის რეაგირების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-18 ადგილს იკავებს", - ნათქვამია ანგარიშში.

Walk Free Foundation-ი აღნიშნავს, რომ 2012-14 წლებში საქართველოში მედიის საშუალებით მიმდინარეობდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამები მონობის თანამედროვე ფორმების შესახებ.

გარდა ამისა, საქართველო ერთადერთია ქვეყანა რეგიონში, სადაც დაზარალებულთა დახმარების მექანიზმი რეალურად მოქმედებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მექანიზმი შექმნილი იყო საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ითვალისწინებს უფასო სათარჯიმნო მომსახურებას, იურიდიულ კონსულტაციასა და სოციალურ პროგრამებთან წვდომას.

გარდა ამისა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევრაზიის რეგიონში, სადაც ადამიანების ექსპლუატაციაში თანამდებობის პირები შემჩნეული არ არიან. ანგარიშის თანახმად, ევრაზიის რეგიონში არც ერთ ქვეყანას არ აქვს გამოყოფილი სათანადო დაფინანსება მონობის თანამედროვე ფორმებთან ბრძოლისთვის. მსოფლიოს მასშტაბით მონობის პირობებში 45,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 58% ინდოეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ბანგლადეშისა და უზბეკეთის მაცხოვრებელია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია