სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ მოისროლა საეჭვო პაკეტი თეთრი სახლის ეზოში, რასაც განგაში მოჰყვა
ვინ მოისროლა საეჭვო პაკეტი თეთრი სახლის ეზოში, რასაც განგაში მოჰყვა

თეთ­რი სახ­ლის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში გუ­შინ, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 12:20 სა­ა­თის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­ამ­კაც­რეს, მას შემ­დეგ, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ეზო­ში სა­ეჭ­ვო პა­კე­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

შე­ნო­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი ბლო­კი­რე­ბის გამო ჟურ­ნა­ლის­ტებს ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის მხრი­დან შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბა აუკ­რძა­ლეს. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ობ­და სა­ა­ვა­რიო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი. სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, სა­შიშ მა­სა­ლას შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, უც­ნობ­მა პირ­მა შე­ნო­ბის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, ლა­ფა­ი­ე­ტის სკვე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან თეთ­რი სახ­ლის ეზო­ში სა­ეჭ­ვო პა­კე­ტი მო­ის­რო­ლა. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს და ხელ­ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის პრესს­პი­კერ­მა რო­ბერტ ჰო­ბაკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა ეზო­ში მე­ტა­ლის ნივ­თი ის­რო­ლა. შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ და­დას­ტურ­და, რომ ნივ­თი სა­ხი­ფა­თო არ იყო. უც­ნო­ბია, რა მო­ტი­ვი ამოძ­რა­ვებ­და მო­ქა­ლა­ქეს.

გან­გა­შის დროს თეთრ სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და ბა­რაკ ობა­მა. პრე­ზი­დენ­ტი სულ ცოტა ხნის დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო არ­ლინგტო­ნის სა­საფ­ლა­ო­დან, სა­დაც და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ მოისროლა საეჭვო პაკეტი თეთრი სახლის ეზოში, რასაც განგაში მოჰყვა

ვინ მოისროლა საეჭვო პაკეტი თეთრი სახლის ეზოში, რასაც განგაში მოჰყვა

თეთრი სახლის ჩრდილოეთ ნაწილში გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:20 საათისთვის უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურმა ეზოში საეჭვო პაკეტი აღმოაჩინა.

შენობის ნაწილობრივი ბლოკირების გამო ჟურნალისტებს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან შენობის დატოვება აუკრძალეს. ტერიტორიაზე მუშაობდა საავარიო-სამაშველო სამსახურების ავტომანქანები. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, საშიშ მასალას შემოწმება ჩაუტარდა.

როგორც დედაქალაქის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მედიას განუცხადეს, უცნობმა პირმა შენობის ჩრდილოეთ ნაწილში, ლაფაიეტის სკვერის მიმდებარე ტერიტორიიდან თეთრი სახლის ეზოში საეჭვო პაკეტი მოისროლა. ეჭვმიტანილი ქალია, რომელიც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და ხელბორკილდადებული გადაიყვანეს განყოფილებაში.

საიდუმლო სამსახურის პრესსპიკერმა რობერტ ჰობაკმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა ეზოში მეტალის ნივთი ისროლა. შემოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ ნივთი სახიფათო არ იყო. უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა მოქალაქეს.

განგაშის დროს თეთრ სახლში იმყოფებოდა ბარაკ ობამა. პრეზიდენტი სულ ცოტა ხნის დაბრუნებული იყო არლინგტონის სასაფლაოდან, სადაც დაღუპული სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა