"ყველასთვის მოსაწონი არც მინდა ვიყო" - რა გზა გაიარა რატი წითელაძემ "კაცი გამოძახებიდან" მღვდლის ანაფორამდე

"ყველასთვის მოსაწონი არც მინდა ვიყო" - რა გზა გაიარა რატი წითელაძემ "კაცი გამოძახებიდან" მღვდლის ანაფორამდე

პრესაში მისი შიშველი ფოტოები ყდაზე ხშირად იბეჭდებოდა. შემდეგ "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" მიიღო მონაწილეობა, სადაც საკმაოდ წარმატებით გამოვიდა. სერიალში "პარადოქსი", რატიმ მღვდლის ანაფორაც მოირგო და მთავარი როლი შეასრულა. ბოლო პერიოდში ის თავს იკავებს ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან. ახლა რატი ამერიკაში ცხოვრობს და მისი სცენარით გადაღებულ ფილმებს მსოფლიოს ბევრ კინოფესტივალზე აჩვენებენ. მისმა ფილმმა ამერიკაში ერთ-ერთ ფესტივალზეც კი გაიმარჯვა. რატი წითელაძე "თბილისელებს" ესაუბრა.

- "კაცი გამოძახებით" იმიჯის ადამიანმა, მღვდლის ანაფორა მოირგე და საკმაოდ წარმატებულადაც. ეს გარდასახვა როგორ მოხდა?

- გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არავისთან ურთიერთობა არ მქონია, მხოლოდ ჩემს მომავალ პროფესიაზე ვფიქრობდი. დღესაც მომდევს "კაცი გამოძახებით" იმიჯი და არაერთი ცუდი რამ მსმენია ჩემზე ამის გამო. "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ გავემგზავრე ლოს-ანჯელესში და დავიწყე პროექტზე მუშაობა ჩემს პარტნიორთან ერთად. გარკვეული პერიოდის მერე, ზურა მენთეშაშვილმა - "პარადოქსის" რეჟისორმა, შემომთავაზა ამ სერიალში მონაწილეობა. გამომიგზავნეს სცენარი, წავიკითხე და დავთანხმდი, რადგან სცენარიც მომეწონა და ჩემი პერსონაჟიც. ეს იყო მიზეზი, რატომაც დავთანხმდი "პარადოქსში" მონაწილეობაზე. სიმართლე გითხრა, სერიალი ჯერ არ მინახავს. ორ თვეზე მეტია, "პარადოქსის" გადაღებების გამო, მღვდლის ფორმით დავდივარ და ვფიქრობ, ამ როლმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ისიც ვიცი, ბევრი იტყვის "კაცმა გამოძახებით" მღვდლის ფორმა როგორ მოირგოო, მაგრამ კრიტიკა ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა... ეს ჩემს ცხოვრებაში მუდმივად იყო, არის და ალბათ, იქნება. თუმცა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქტიური ვარ, ერთ ადგილას არ ვზივარ და რაღაცას ვაკეთებ. თორემ, როცა არაფერს აკეთებ, არც არაფერს ამბობენ და არც გაკრიტიკებენ. ზოგადად, კრიტიკა ძალიან მეხმარება მომავლის დაგეგმვასა და განვითარებაში. ბედნიერი ვარ, რომ ისეთი არ ვარ, ყველას რომ მოსწონს. ყველასთვის მოსაწონი არც მინდა ვიყო. მახარებს, რომ არის ხალხი, ვინც კრიტიკულად მიყურებს. ეს დიდი სტიმულია უფრო მეტის გასაკეთებლად. ადამიანები ვართ და სრულყოფილები ვერ ვიქნებით. თუ გაკრიტიკებენ, ყოველთვის ფორმაში ხარ და არ მოდუნდები. ფაქტია, კრიტიკის მიუხედავად, სპორტიდან დაწყებული, "კაცი გამოძახებით" დამთავრებული და მღვდლის ანაფორაში გამოწყობილი, მუდამ ვაღწევდი იმას, რაც მსურდა და ვერავინ დამაძალებს იმას, რაც არ მინდა.

ნონა დათეშიძე

ჟურნალი "თბილისელები"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია