სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რა ამაზრზენი ცირკი მოაწყვეთ?!" - სააკაშვილმა ოდესაში პროკურატურის მიერ ჩატარებული ჩხრეკა ჩრდილოეთ კორეას შეადარა
"რა ამაზრზენი ცირკი მოაწყვეთ?!" - სააკაშვილმა ოდესაში პროკურატურის მიერ ჩატარებული ჩხრეკა ჩრდილოეთ კორეას შეადარა

26 მა­ისს უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩხრე­კის მო­ტი­ვით ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ერთ-ერთი კა­ბი­ნე­ტი დაბ­ლო­კეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხრე­კა უკავ­შირ­დე­ბო­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის წარ­მო­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მიერ უკა­ნო­ნო ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებს 2012-13 წლებ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა. "ლიგა.ნეტ"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვილ­მა მომ­ხდარს "სა­მარ­ცხვი­ნო პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა" უწო­და და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის იური ლუ­ცენ­კოს გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის გაყ­ვა­ნა მოს­თხო­ვა: "აი რა ხდე­ბა დღეს ოდე­სის ოლ­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში. მოგ­ვი­წია კა­რე­ბი შეგ­ვეგლი­ჯა, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც ოთახ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ უკა­ნო­ნოდ, ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე, წყლი­სა და გა­რე­სამ­ყა­როს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე. ეი, თქვენ მე­გობ­რე­ბო კი­ევ­ში, სულ გა­გიჟ­დით? ასეთ რა­ღა­ცე­ებს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პრო­კუ­რა­ტუ­რა აღარ აკე­თებს დიდი ხა­ნია" - ამის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვილ­მა ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ვი­დე­ო­კად­რებ­ში, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია გუ­ბერ­ნა­ტო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და ჩხრე­კას უკა­ნო­ნოს უწო­დებს: "რა­საც თქვენ ჩა­დი­ხართ, ეს არის უკა­ნო­ნო­ბა, ეს არის ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ვო­კა­ცია, მე მრცხვე­ნია თქვენს გამო! თქვენ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თაღ­ლი­თე­ბი ხართ, რომ­ლე­ბიც აქ პრო­ვო­კა­ცი­ის მო­სა­წყო­ბად და­ი­ქი­რა­ვეს. გა­ეთ­რი­ეთ აქე­დან თქვე­ნი ია­რა­ღე­ბი­ა­ნად და გა­მო­უშ­ვით ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი" - ეუბ­ნე­ბა მი­ხეი სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის გაყ­რას ცდი­ლობს - რა­ტომ ჩხრე­კენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლის სამ­სა­ხუ­რებ­რივ და სა­ცხოვ­რე­ბელ შე­ნო­ბებს ოდე­სა­ში?

"უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და" პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი იური ლუ­ცენ­კო აპი­რებს მო­ის­მი­ნოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მოხ­სე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ოდე­სის სა­ოლ­ქო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის წარ­მო­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მიერ უკა­ნო­ნო ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებს 2012-13 წლებ­ში.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ტარ­დე­ბა, მათ შო­რის, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის, თე­ი­მუ­რაზ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის სამ­სა­ხუ­რებ­რივ და სა­ცხოვ­რე­ბელ შე­ნო­ბებ­ში. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლია შავი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნო ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებს ადას­ტუ­რებს", - გა­ნა­ცხა­დეს უკ­რა­ი­ნის გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ხი­ლეთ ვი­დეო: გა­ცხა­რე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის ვრცე­ლი ვი­დეო - ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორს კა­ბი­ნე­ტის შე­სას­ვლე­ლი და­უბ­ლო­კეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"რა ამაზრზენი ცირკი მოაწყვეთ?!" - სააკაშვილმა ოდესაში პროკურატურის მიერ ჩატარებული ჩხრეკა ჩრდილოეთ კორეას შეადარა

"რა ამაზრზენი ცირკი მოაწყვეთ?!" - სააკაშვილმა ოდესაში პროკურატურის მიერ ჩატარებული ჩხრეკა ჩრდილოეთ კორეას შეადარა

26 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკის მოტივით ოდესის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი კაბინეტი დაბლოკეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს 2012-13 წლებში.

აღნიშნული ფაქტი ოდესის გუბერნატორმა გააპროტესტა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, სააკაშვილმა მომხდარს "სამარცხვინო პოლიტიკური დაკვეთა" უწოდა და გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს გამომძიებლების გაყვანა მოსთხოვა: "აი რა ხდება დღეს ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში. მოგვიწია კარები შეგვეგლიჯა, რომ ჩვენი თანამშრომლები გამოგვეყვანა, რომლებიც ოთახში დაკავებული ჰყავდათ უკანონოდ, ადვოკატის გარეშე, წყლისა და გარესამყაროსთან კომუნიკაციის გარეშე. ეი, თქვენ მეგობრებო კიევში, სულ გაგიჟდით? ასეთ რაღაცეებს ჩრდილოეთ კორეის პროკურატურა აღარ აკეთებს დიდი ხანია" - ამის შესახებ სააკაშვილმა ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვიდეოკადრებში, რომელზეც ასახულია გუბერნატორის სიტყვიერი შელაპარაკება პროკურატურის თანამშრომლებთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ძალიან გაღიზიანებულია და ჩხრეკას უკანონოს უწოდებს: "რასაც თქვენ ჩადიხართ, ეს არის უკანონობა, ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური პროვოკაცია, მე მრცხვენია თქვენს გამო! თქვენ დაქირავებული თაღლითები ხართ, რომლებიც აქ პროვოკაციის მოსაწყობად დაიქირავეს. გაეთრიეთ აქედან თქვენი იარაღებიანად და გამოუშვით ჩემი თანამშრომლები" - ეუბნება მიხეი სააკაშვილი პროკურატურის წარმომადგენლებს.

იხილეთ ვიდეო: სააკაშვილი გამომძიებლების გაყრას ცდილობს - რატომ ჩხრეკენ საქართველოს კონსულის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებს ოდესაში?

"უკრაინსკაია პრავდა" პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აპირებს მოისმინოს საგამოძიებო ქვეგანყოფილების ხელმძღვანელების მოხსენება, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას უკავშირდება. უწყების ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩხრეკა ჩაატარეს, რომელიც უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს 2012-13 წლებში.

"აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, ყოფილი გენერალური კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია შავი დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს", - განაცხადეს უკრაინის გენპროკურატურაში.

ხილეთ ვიდეო: გაცხარებული სააკაშვილისა და გამომძიებლების დაპირისპირების ვრცელი ვიდეო - ოდესის გუბერნატორს კაბინეტის შესასვლელი დაუბლოკეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."