აშშ-ის ახალი პრეზიდენტი არჩეულია, შესაბამისადბარაკ ობამას 8-წლიანი საპრეზიდენტო ხანა ეწურება. საინტერესოა, სად გადასახლდება ამერიკის პირველი ოჯახი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მისამართზე - თეთრ სახლში გატარებული 8 წლის შემდეგ.
როგორც აღმოჩნდა, ობამებს უკვე შერჩეული აქვთ სახლი, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს და სულ რაღაც 800 კვ/მეტრი სიდიდისაა. ობამები თეთრ სახლს იანვარში დატოვებენ და 1928 წელს აშენებულ მყუდრო სახლში გადავლენ საცხოვრებლად, სადაც 8 საძინებელი, ამდენივე სააბაზანო ოთახი, დიდი სამზარეულო და გამწვანებული ეზოა.
აღსანშნავია ისიც, რომ სახლი, რომელშიც ობამები მომავალი წლიდან იცხოვრებენ, ჯო ლოკჰარტს ეკუთვნის - ის წლების წინ თეთრ სახლში ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პრესსპიკერის თანამდებობაზე მუშაობდა.