სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა"
"მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა"

"მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მათ ხე­ლებს ლო­ცავს, ვინც ბო­კე­რია და სხვე­ბი გა­ლა­ხა" - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ, კორ­ცხელ­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, პირ­ველ რიგ­ში იმ პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს, ვინც 2012 წელს კა­რა­ლე­თის ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­თა­ნა­დოდ უნდა და­ი­სა­ჯონ.

"ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვცემ­დნენ და რა­ტომ გიკ­ვირთ, რომ ახლა ხელი შე­ვუბ­რუ­ნოთ მათ? დრო­ზე უნდა გა­ლა­ხუ­ლიყ­ვნენ, თა­ვის დრო­ზე უნდა დას­ჯი­ლიყ­ვნენ და დღეს ეს არ მოხ­დე­ბო­და. მოდი, ჯერ დავ­სა­ჯოთ ისი­ნი, ვინც 2012 წელს თა­ვე­ბი დაგ­ვი­ხეთ­ქეს ქვე­ბით კა­რა­ლეთ­ში. თუ ერთი ად­გი­ლი ჰქონ­დათ, ის ხალ­ხი და­ე­სა­ჯათ. მერე და­ა­ყე­ნონ იმის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, ვინც ეს ბი­ჭე­ბი გა­აგ­ზავ­ნა სა­მეგ­რე­ლო­ში და მერე კი ბა­ტო­ნო, ამ ბი­ჭებ­საც ვუ­თხრათ, თუ გინ­და ყური ავუ­წი­ოთ, მე ვი­ტყო­დი - და­ვა­რი­გოთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს და არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში არ შე­იძ­ლე­ბა მათი ცემა, თორე ისე სა­ცე­მე­ბი არი­ან. მათ რომ სირ­ცხვი­ლი ჰქონ­დეთ, ნა­მუ­სი ჰქონ­დეთ, შუბ­ლზე ძარ­ღვი ჰქონ­დეთ, სა­ერ­თოდ არ უნდა ჩნდე­ბოდ­ნენ ხალ­ხში.

რე­ა­გი­რე­ბა იქ­ნე­ბა, არ და­ა­ხა­ნებს, მაგ­რამ ჩვენ ვერ ვიქ­ნე­ბით თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ უნდა იყოს შე­ში­ნე­ბუ­ლი. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მათ ხე­ლებს ლო­ცავს, ვინც ბო­კე­რია და სხვე­ბი გა­ლა­ხა. ჩვენ ვის ვსჯით, მათ ვსჯით? არ იქ­ნე­ბა ეს სწო­რი. მე არ ვამ­ბობ, რომ გინ­და თუ არა ამ ფაქტს მი­ვე­სალ­მე­ბი. რა თქმა უნდა, არ უნდა მოხ­დეს, მი­თუ­მე­ტეს სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ და­სას­ჯე­ლი ისი­ნი იყ­ვნენ. თა­ვის დრო­ზე რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­მდგა­რი­ყო, მა­შინ დღეს ეს ნაკ­ლე­ბად მოხ­დე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა"

"მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა"

"მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ, კორცხელში მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნიშნიანიძემ აღნიშნა, პირველ რიგში იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც 2012 წელს კარალეთის ინციდენტში მონაწილეობდა და ეს ადამიანები სათანადოდ უნდა დაისაჯონ.

"ცხრა წლის განმავლობაში გვცემდნენ და რატომ გიკვირთ, რომ ახლა ხელი შევუბრუნოთ მათ? დროზე უნდა გალახულიყვნენ, თავის დროზე უნდა დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა. მოდი, ჯერ დავსაჯოთ ისინი, ვინც 2012 წელს თავები დაგვიხეთქეს ქვებით კარალეთში. თუ ერთი ადგილი ჰქონდათ, ის ხალხი დაესაჯათ. მერე დააყენონ იმის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს ბიჭები გააგზავნა სამეგრელოში და მერე კი ბატონო, ამ ბიჭებსაც ვუთხრათ, თუ გინდა ყური ავუწიოთ, მე ვიტყოდი - დავარიგოთ, რომ არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა, თორე ისე საცემები არიან. მათ რომ სირცხვილი ჰქონდეთ, ნამუსი ჰქონდეთ, შუბლზე ძარღვი ჰქონდეთ, საერთოდ არ უნდა ჩნდებოდნენ ხალხში.

რეაგირება იქნება, არ დაახანებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით თავის მართლების რეჟიმში. "ქართული ოცნება" არ უნდა იყოს შეშინებული. მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა. ჩვენ ვის ვსჯით, მათ ვსჯით? არ იქნება ეს სწორი. მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა ამ ფაქტს მივესალმები. რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს, მითუმეტეს საარჩევნო პერიოდში, მაგრამ დასასჯელი ისინი იყვნენ. თავის დროზე რომ სამართლიანობა აღმდგარიყო, მაშინ დღეს ეს ნაკლებად მოხდებოდა", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."