სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ირაკლი კობახიძე - შეგვეძლო დამატებითი ზომების მიღება, რომ კორცხელში პროვოკაცია თავიდან აგვეცილებინა
ირაკლი კობახიძე - შეგვეძლო დამატებითი ზომების მიღება, რომ კორცხელში პროვოკაცია თავიდან აგვეცილებინა

"შეგ­ვეძ­ლო და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, რომ კორ­ცხელ­ში პრო­ვო­კა­ცია თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა" - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აჯო­ბებ­და, რომ ად­გილ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პო­ლი­ცია ყო­ფი­ლი­ყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

"მე რო­გორც ვიცი 15-მდე პო­ლი­ცი­ე­ლი იყო იქ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რაც არ იყო საკ­მა­რი­სი ვი­თა­რე­ბის გან­სა­მუხ­ტად. რაც შე­ე­ხე­ბა იმ 15 პო­ლი­ცი­ე­ლის ქმე­დე­ბას, ჩანს კად­რებ­ში, რომ ისი­ნი მყი­სი­ე­რად რე­ა­გი­რე­ბენ და მათი რე­სურ­სის ფარ­გლებ­ში ცდი­ლო­ბენ მხა­რე­ე­ბის დამ­შვი­დე­ბას. რე­ა­ლუ­რად, ამ კონ­ფლიქ­ტის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი მცი­რე დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და და სწო­რედ პო­ლი­ცი­ის ჩა­რე­ვის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა. უნდა ვთქვა აუ­ცი­ლებ­ლად, რომ ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ჩვენ შეგ­ვეძ­ლო და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა იმი­სათ­ვის, რომ პრო­ვო­კა­ცია თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" რამ­დე­ნი­მე უბან­ზე ზონ­დერ ჯგუ­ფე­ბი ჰყავ­და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, მათ შო­რის კორ­ცხელ­შიც.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ჰყავ­და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ზონ­დერ ჯგუ­ფე­ბი, არა­მარ­ტო ზუგ­დიდ­ში და კორ­ცხელ­ში, არა­მედ სხვა­გა­ნაც. მე თვი­თონ წყალ­ტუ­ბო­ში ვი­ყა­ვი #53-ე უბან­თან, სა­დაც მო­ბი­ლი­ზე­ბულ იყოი და­ახ­ლო­ე­ბით 50 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი კუნთმა­გა­რი ბი­ჭე­ბის­გან შემ­დგა­რი, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხო­ნი­დან აკა­კი ბო­ბო­ხი­ძეს ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი. იგი­ვე ხდე­ბო­და კორ­ცხელ­შიც. მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ჰყავ­დათ და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე აქ­ტი­ვის­ტი, რომ­ლე­ბიც გან­სხვა­ვე­ბით წყალ­ტუ­ბოს­გან, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყ­ვნენ ბე­ის­ბო­ლის ბი­ტე­ბით", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ირაკლი კობახიძე - შეგვეძლო დამატებითი ზომების მიღება, რომ კორცხელში პროვოკაცია თავიდან აგვეცილებინა

ირაკლი კობახიძე - შეგვეძლო დამატებითი ზომების მიღება, რომ კორცხელში პროვოკაცია თავიდან აგვეცილებინა

"შეგვეძლო დამატებითი ზომების მიღება, რომ კორცხელში პროვოკაცია თავიდან აგვეცილებინა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, აჯობებდა, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია ყოფილიყო მობილიზებული.

იხილეთ ვიდეო

"მე როგორც ვიცი 15-მდე პოლიციელი იყო იქ მობილიზებული, რაც არ იყო საკმარისი ვითარების განსამუხტად. რაც შეეხება იმ 15 პოლიციელის ქმედებას, ჩანს კადრებში, რომ ისინი მყისიერად რეაგირებენ და მათი რესურსის ფარგლებში ცდილობენ მხარეების დამშვიდებას. რეალურად, ამ კონფლიქტის ძირითადი ნაწილი მცირე დროის განმავლობაში გრძელდებოდა და სწორედ პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხერხდა სიტუაციის განმუხტვა. უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას. ჩვენ შეგვეძლო დამატებითი ზომების მიღება იმისათვის, რომ პროვოკაცია თავიდან აგვეცილებინა", - განაცხადა კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, არჩევნების დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე უბანზე ზონდერ ჯგუფები ჰყავდა მობილიზებული, მათ შორის კორცხელშიც.

"ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა მობილიზებული ზონდერ ჯგუფები, არამარტო ზუგდიდში და კორცხელში, არამედ სხვაგანაც. მე თვითონ წყალტუბოში ვიყავი #53-ე უბანთან, სადაც მობილიზებულ იყოი დაახლოებით 50 კაციანი ჯგუფი კუნთმაგარი ბიჭებისგან შემდგარი, ეს ადამიანები ხონიდან აკაკი ბობოხიძეს ჰყავდა ჩამოყვანილი. იგივე ხდებოდა კორცხელშიც. მიკროავტობუსში ჰყავდათ დაახლოებით 20-მდე აქტივისტი, რომლებიც განსხვავებით წყალტუბოსგან, შეიარაღებული იყვნენ ბეისბოლის ბიტებით", - განაცხადა კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."