სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ვრცელდება მენინგიტი და რით არის საშიში
როგორ ვრცელდება მენინგიტი და რით არის საშიში

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მე­ნინ­გიტს, რო­გორ ხდე­ბა მისი გავ­რცე­ლე­ბა და რო­გო­რია პრე­ვენ­ცი­ის გზე­ბი, ამ თე­მა­ზე პე­დი­ატ­რი­უ­ლი პრი­ვატ კლი­ნი­კის ბავ­შვთა ნევ­რო­ლო­გი ანი ჩო­ჩია გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რა არის მე­ნინ­გი­ტი?

- მე­ნინ­გი­ტი თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნის გარ­სე­ბის ან­თე­ბაა. თა­ვის ტვინ­ში არის 3 გარ­სი: მა­გა­რი, რბი­ლი, ქსე­ლი­სებ­რი. იმის­და მი­ხედ­ვით, თუ რო­მე­ლი გარ­სის ან­თე­ბაა, არ­ჩე­ვენ: პა­ქი­მე­ნინ­გიტს (მა­გა­რი გარ­სის), ლეფ­ტო­მე­ნინ­გიტს (რბი­ლი გარ­სის), არაქ­ნო­ი­დიტს (ქსე­ლი­სებ­რი გარ­სის). არ­ჩე­ვენ მე­ნინ­გი­ტებს: სე­რი­ო­ზულს (არა­ჩირ­ქო­ვანს) და ბაქ­ტე­რი­ულს (ჩირ­ქო­ვანს), ასე­ვე პირ­ვე­ლადს და მე­ო­რადს იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ იწყე­ბა და­ა­ვა­დე­ბა. პირ­ვე­ლა­დია, რო­დე­საც მწვა­ვედ იწყე­ბა გარ­სე­ბის ან­თე­ბის კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი. მე­ო­რა­დია, რო­დე­საც არ­სე­ბობს სხვა და­ა­ვა­დე­ბა. მაგ: ყბა­ყუ­რა, ჩუ­ტყვა­ვი­ლა, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი და ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის ფონ­ზე იწყე­ბა მე­ო­რა­დი მე­ნინ­გი­ტი.

- რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მე­ნინ­გიტს?

- მე­ნინ­გიტს ახა­სი­ა­თებს ე.წ. მე­ნინ­გი­ა­ლუ­რი სიმპტო­მო კომ­პლექ­სი:

და­ა­ვა­დე­ბა უმე­ტე­სად მწვა­ვედ და­წყე­ბა, მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბით, ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლით, გუ­ლის­რე­ვა ღე­ბი­ნე­ბით. ღე­ბი­ნე­ბამ ხან­მოკ­ლედ შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როს თა­ვის ტკი­ვი­ლი, შემ­დგომ ისევ ინ­ტენ­სი­უ­რად იწყე­ბა ტკი­ვი­ლი. სი­ნათ­ლე­ზე გა­ხედ­ვის შიში (ფო­ტო­ფო­ბია), მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა (ჰი­პე­რეს­თე­ზია, არ სი­ა­მოვ­ნებს საბ­ნის შე­ხე­ბა), გულყრე­ბი, ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბინ­დვა, შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს სპე­ცი­ფი­უ­რი პოზა სა­წოლ­ში, მუ­ცელ­თან მოხ­რი­ლი ფე­ხე­ბი, თავი უკან გა­და­წე­უ­ლი.

მე­ნინ­გი­ა­ლუ­რი სიმპტო­მო კომ­პლექ­სი გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი­სა, მო­ი­ცავს ნევ­რო­ლო­გის მიერ გა­სინ­ჯვის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნილ კის­რის რი­გი­დო­ბას (ბრუ­ძინ­სკის და კერ­ნი­გის სიმპტო­მებს). შე­საძ­ლე­ბე­ლია კან­ზე ჰქონ­დეს წვრი­ლი წერ­ტი­ლო­ვა­ნი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბის მაგ­ვა­რი გა­მო­ნა­ყა­რი (ვარ­სკვლა­ვი­სებ­რი ტი­პის), რაც მი­უ­თი­თებს მე­ნინ­გო­კოქ­ცე­მი­ის არ­სე­ბო­ბას და სწრა­ფად მო­ი­თხოვს სტა­ცი­ო­ნი­რე­ბას.

- შე­საძ­ლოა ის უსიმპტო­მო­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს?

- არის რიგი მე­ნინ­გი­ტე­ბი­სა: ტუ­ბერ­კუ­ლო­ზუ­რი მე­ნინ­გი­ტი, რომ­ლის კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ძალ­ზე რბი­ლია და შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტი და­დი­ო­დეს არა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლით და მცი­რე­დი მო­მა­ტე­ბუ­ლი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რით რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე.

- რა იწ­ვევს მე­ნინ­გიტს?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ ვრცელდება მენინგიტი და რით არის საშიში

როგორ ვრცელდება მენინგიტი და რით არის საშიში

რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიტს, როგორ ხდება მისი გავრცელება და როგორია პრევენციის გზები, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა ნევროლოგი ანი ჩოჩია გვესაუბრება.

- რა არის მენინგიტი?

- მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა. თავის ტვინში არის 3 გარსი: მაგარი, რბილი, ქსელისებრი. იმისდა მიხედვით, თუ რომელი გარსის ანთებაა, არჩევენ: პაქიმენინგიტს (მაგარი გარსის), ლეფტომენინგიტს (რბილი გარსის), არაქნოიდიტს (ქსელისებრი გარსის). არჩევენ მენინგიტებს: სერიოზულს (არაჩირქოვანს) და ბაქტერიულს (ჩირქოვანს), ასევე პირველადს და მეორადს იმის მიხედვით, თუ როგორ იწყება დაავადება. პირველადია, როდესაც მწვავედ იწყება გარსების ანთების კლინიკური ნიშნები. მეორადია, როდესაც არსებობს სხვა დაავადება. მაგ: ყბაყურა, ჩუტყვავილა, ტუბერკულოზი და ამ დაავადებების ფონზე იწყება მეორადი მენინგიტი.

- რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიტს?

- მენინგიტს ახასიათებს ე.წ. მენინგიალური სიმპტომო კომპლექსი:

დაავადება უმეტესად მწვავედ დაწყება, მაღალი ცხელებით, ძლიერი თავის ტკივილით, გულისრევა ღებინებით. ღებინებამ ხანმოკლედ შეიძლება შეამციროს თავის ტკივილი, შემდგომ ისევ ინტენსიურად იწყება ტკივილი. სინათლეზე გახედვის შიში (ფოტოფობია), მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერესთეზია, არ სიამოვნებს საბნის შეხება), გულყრები, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლებელია იყოს სპეციფიური პოზა საწოლში, მუცელთან მოხრილი ფეხები, თავი უკან გადაწეული.

მენინგიალური სიმპტომო კომპლექსი გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მოიცავს ნევროლოგის მიერ გასინჯვის შედეგად გამოვლენილ კისრის რიგიდობას (ბრუძინსკის და კერნიგის სიმპტომებს). შესაძლებელია კანზე ჰქონდეს წვრილი წერტილოვანი სისხლჩაქცევების მაგვარი გამონაყარი (ვარსკვლავისებრი ტიპის), რაც მიუთითებს მენინგოკოქცემიის არსებობას და სწრაფად მოითხოვს სტაციონირებას.

- შესაძლოა ის უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს?

- არის რიგი მენინგიტებისა: ტუბერკულოზური მენინგიტი, რომლის კლინიკური გამოვლინება ძალზე რბილია და შესაძლებელია პაციენტი დადიოდეს არა შემაწუხებელი თავის ტკივილით და მცირედი მომატებული სხეულის ტემპერატურით რამდენიმე დღის მანძილზე.

- რა იწვევს მენინგიტს?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია