სოფელ გამარჯვებიდან ხაშურამდე არსებულ ავტოგაზგასამართ სადგურებს დღეს ღამით გაზმომარაგება შეეზღუდებათ. როგორც AMBEBI.GE-ს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან" აცნობეს, ყარაბაღ-თბილისის 496-ე კილომეტრზე არსებულ სოფელ გამარჯვების განშტოებაზე ჩამკეტი ონკანის საავარიო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, 23 მაისს, 00:00-დან 03:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ სოფელ გამარჯვებიდან ხაშურამდე არსებულ ავტოგაზგასამართ სადგურებს.
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მომხმარებლებს აღნიშნული შეზღუდვის გამო ბოდიშს უხდის.