სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, კორცხელში მომხდარ ჩხუბში ერთ-ერთი მონაწილე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეა
თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, კორცხელში მომხდარ ჩხუბში ერთ-ერთი მონაწილე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კორ­ცხელ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რი ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძეა. თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის მან ფო­ტო­ე­ბიც გა­ავ­რცე­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ამა­ვეს ამ­ტკი­ცებს ფე­ის­ბუქ­ზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი. "ზუგ­დი­დე­ლი ბაქ­სი­ო­რი No 1. ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძე - მო­ჭი­და­ვე, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი (კლა­სი­კუ­რი) სტი­ლის, 85 კგ, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი, ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე 4 ად­გი­ლი აიღო" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­მუ­კა ჩიხ­ლა­ძე.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და და­კავ­ში­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ას და და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღო მათ­გან. ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა გი­ორ­გი ლო­მი­ძემ თავ­და­პირ­ვე­ლად ზარ­ზე გვი­პა­სუ­ხა და გვთხო­ვა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დაგ­ვე­რე­კა, შემ­დეგ ზა­რებ­ზე კი აღარ გვი­პა­სუ­ხა.

შე­გახ­სე­ნებთ, კორ­ცხელ­ში #53-ე უბან­ზე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის. და­შა­ვე­ბუ­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რამ­დე­ნი­მე წევ­რი, მათ შო­რის ნიკა მე­ლია, გიგა ბო­კე­რია და თენ­გიზ გუ­ნა­ვა, ასე­ვე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და აქ­ტი­ვის­ტე­ბი.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით: "მსგავ­სი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა არას­დროს მი­ნა­ხავს. არ იყო პო­ლი­ცია. თბი­ლი­სი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი და რაგ­ბის­ტე­ბი რკი­ნის დუ­ბინ­კე­ბით და კას­ტე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ ხდე­ბა, რომ კორ­ცხელ­ში არ­ჩევ­ნებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იგებს" - და­წე­რა ნა­დი­რაშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, კორცხელში მომხდარ ჩხუბში ერთ-ერთი მონაწილე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეა

თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, კორცხელში მომხდარ ჩხუბში ერთ-ერთი მონაწილე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეა

ტელეკომპანია "ტაბულას" მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძეა. თვალსაჩინოებისთვის მან ფოტოებიც გაავრცელა სოციალურ ქსელში. ამავეს ამტკიცებს ფეისბუქზე კიდევ რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელი. "ზუგდიდელი ბაქსიორი No 1. ვლადიმერ გეგეშიძე - მოჭიდავე, ბერძნულ-რომაული (კლასიკური) სტილის, 85 კგ, საკმაოდ ცნობილი, ლონდონის ოლიმპიადაზე 4 ადგილი აიღო" - წერს ინტერნეტმომხმარებელი მამუკა ჩიხლაძე.

AMBEBI.GE შეეცადა დაკავშირებოდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას და დამატებითი ინფორმაცია მიეღო მათგან. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ლომიძემ თავდაპირველად ზარზე გვიპასუხა და გვთხოვა რამდენიმე წუთში დაგვერეკა, შემდეგ ზარებზე კი აღარ გვიპასუხა.

შეგახსენებთ, კორცხელში #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის. დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით: "მსგავსი განუკითხაობა არასდროს მინახავს. არ იყო პოლიცია. თბილისიდან ჩამოყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის დუბინკებით და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კორცხელში არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" იგებს" - დაწერა ნადირაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე.

"ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამდენიმეთვიანი ტანჯვისთვის" - ახალგაზრდა ქალი ექიმის შეცდომაზე ვრცელ პოსტს წერს

დღის ფოტო : ჩირის "ფარდებით" მორთული სახლები სამეგრელოში

"ფატალურ შედეგს გადავრჩი... ვინ აგებს პასუხს და როდის?!" - რატომ შევიდა თბილისის ცნობილ რესტორანში სურსათის ეროვნული სააგენტო