სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ..." - ლეგენდად ქცეული სიყვარულის ისტორიები
"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ..." - ლეგენდად ქცეული სიყვარულის ისტორიები

"კვი­რის პა­ლიტ­რა" გთა­ვა­ზობთ ფო­ტო­გა­ლე­რე­ას შეყ­ვა­რე­ბულ წყვი­ლებ­ზე, რო­მელ­თა სიყ­ვა­რულ­ზე ლე­გე­ნე­დე­ბი და­დი­ო­და და დღე­საც და­დის.

გა­ლა­კტი­ო­ნი და ოლია ოკუ­ჯა­ვა

"ჩემ­თვის უბ­რა­ლოდ შენს ახ­ლოს ყოფ­ნა საკ­მა­რი­სი იყო, რომ შენ გარ­და არა­ფერ­ზე არ მე­ფიქ­რა. რო­დე­საც მწა­რე ფიქ­რე­ბი, სევ­დი­ა­ნი და სა­სო­წარ­კვე­თი­ლი სუ­ლი­ე­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა შე­მი­პყრობ­და, მე მოვ­ქრო­დი შენ­სკენ, თუმ­ცა არც შენ­გან მეს­მო­და და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ უბ­რა­ლო სი­ახ­ლო­ვე საკ­მა­რი­სი იყო ჩემ­თვის. ვი­მე­ო­რებ, ჩემს გულს სა­შინ­ლად სწამ­ლავ­და შე­ნი­ა­ნე­ბის იქ ყოფ­ნა. მე ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი, რომ უცხო, ძა­ლი­ან უცხო და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო პირი ვი­ყა­ვი დე­და­შე­ნის­თვის, მე ვგრძნობ­დი, რომ ყვე­ლა გულ­ში ან დამ­ცი­ნო­და, ანდა კვი­რობ­და ჩემს ხშირ სტუმ­რო­ბას… მე ვგრძნობ­დი, რომ რა­ღაც­ნა­ი­რი სი­ცი­ვე შემ­ქონ­და თქვენს სახ­ლში და მინ­დო­და მეყ­ვი­რა, რომ არა­ვინ არ მინ­და შე­ვა­წუ­ხო, რომ მხო­ლოდ ოლი­ას­თან ყოფ­ნა მინ­და-მეთ­ქი", - წერ­და გა­ლა­კტი­ო­ნი 1914 წლის 6 იან­ვრით და­თა­რი­ღე­ბულ წე­რილ­ში ოლი­ას.

ოლი­ას მა­მას რო­მან­ტი­კო­სი პო­ე­ტის სი­ძო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა არ ხიბ­ლავ­და და შვილს გა­ლა­კტი­ონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უკ­რძა­ლავ­და. ამის გამო, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ფა­რუ­ლად ხვდე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მალე სტე­ფა­ნე ოკუ­ჯა­ვას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ტყდა და 1916 წელს ოლი­ამ და გა­ლა­კტი­ონ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რეს. ოლია თავ­გან­წი­რუ­ლი მე­უღ­ლე გა­მოდ­გა, თუმ­ცა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ აცა­და შეყ­ვა­რე­ბულ წყვილს ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა...

ლია ელი­ა­ვა და ოთარ კო­ბე­რი­ძე

ქარ­თუ­ლი კი­ნოს ორი ლე­გენ­და არა მხო­ლოდ სცე­ნა­ზე იყო გე­ნი­ა­ლუ­რი, მათ სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე დღე­საც ლა­პა­რა­კო­ბენ.

"ლია ელი­ა­ვა პირ­ვე­ლად "ბაში" აჩუ­კის ღა­მის გა­და­ღე­ბებ­ზე ვნა­ხე და მის­მა სი­ლა­მა­ზემ და­მაბრმა­ვა", - ასე იხ­სე­ნებ­და ოთა­რი საყ­ვა­რელ ქალ­თან შეხ­ვედ­რას.

"პირ­ვე­ლი უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბის შემ­დგ ოჯა­ხის შექ­მნა­ზე აღარ ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ოთარ­მა ისე და­ჟი­ნე­ბით და ლა­მა­ზად მთხო­ვა ხელი, რომ უარი ვერ ვუ­თხა­რი. როცა "მამ­ლუ­ქი" ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და, ჩვენ უკვე საყ­ვა­რე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ნანა შეგ­ვე­ძი­ნა", - იხ­სე­ნებ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ლია ელი­ა­ვა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლია ელი­ა­ვას გაც­ნო­ბი­სას ოთარს ოჯა­ხი ჰყავ­და. ლია კი ქმარ­თან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო.

მსა­ხი­ო­ბი დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე იხ­სე­ნებ­და: "ძა­ლი­ან ლა­მა­ზი წყვი­ლი იყო, მაგ­რამ მათ წი­ნა­შე დიდი ბა­რი­ე­რი აღი­მარ­თა. ეს გახ­ლდათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ოჯა­ხი! თა­ვი­დან არც მე ვი­ყა­ვი მათი ქორ­წი­ნე­ბის მომ­ხრე, ვე­უბ­ნე­ბო­დი, სხვის უბე­დუ­რე­ბა­ზე თქვენს ბედ­ნი­ე­რე­ბას ვერ აა­გებთ-მეთ­ქი. თუმ­ცა გა­ვი­და დრო და მივ­ხვდი, მათ არ შე­ეძ­ლოთ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე და დიდი და­ნა­შა­უ­ლი იყო მათი ცალ-ცალ­კე ყოფ­ნა. სწო­რედ მა­შინ ვთქვი ბევ­რის გა­სა­გო­ნად: როცა ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლია, ალ­ბათ ღირს რის­კზე წას­ვლა-მეთ­ქი".

"ლია ჩემი ცხოვ­რე­ბის არსი, ჩემი სუნ­თქვა იყო", - ამ­ბობ­და წლე­ბის შემ­დეგ გარ­დაც­ვლილ მე­უღ­ლე­ზე ოთარ კო­ბე­რი­ძე.

გუ­რამ სა­ღა­რა­ძე და ტა­ნია ბუ­ჰ­ბინ­დე­რი

გუ­რამ სა­ღა­რა­ძემ და მის­მა მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­დან გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი, ტა­ნია ამ დრო­ის­თვის პირ­ველ მე­უღ­ლეს იყო გაშ­რე­ბუ­ლი და თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და. ისი­ნი მა­ლე­ვე შე­უღლდნენ და ბოლო ამო­სუნ­თქვამ­დე გა­გი­ჟე­ბით უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი...

გუ­რამ სა­ღა­რა­ძის შვი­ლი მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძე იხ­სე­ნებს: "უკვე 17 წელ­ზე მეტი გა­ვი­და

ტა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და მა­მას ერთი დღეც არ ავი­წყდე­ბო­და ტა­ნი­ა­ზე რომ არ ესა­უბ­რა და ელო­ცა... მამა ახლა ნამ­დვი­ლად მას­თან წა­ვი­და..."

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის გას­ტრო­ლებ­ზე ყოფ­ნი­სას ტა­ნია ყო­ველ­თვის თან ახ­ლდა მის მე­უღ­ლეს.. ტა­ნი­ას გული აწუ­ხებ­და, ერთხელ გუ­რამს და­უ­რე­კა და უთხრა ცუ­დად ვარო, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ მსა­ხი­ობს მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა...

რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე და ნა­ტა­შა ჩხიკ­ვა­ძე

ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ერთ-ერთ წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბის, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის ნა­ტა­ლია ჩხიკ­ვა­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც ისე­თი­ვე გე­ნი­ა­ლუ­რი გახ­ლდათ, რო­გო­რი გე­ნი­ა­ლუ­რიც ის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე იყო.

"გემ­ზე გა­ვი­ცა­ნი ნა­ტა­შა. იმ გემ­ზე რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ხომ არ შევ­ხვდე­ბო­დი. მე და გუ­რამ სა­ღა­რა­ძე მივ­დი­ო­დით ოდე­სა­ში. იალ­ტა­ში შე­მო­ვი­და ნა­ტა­შა. რომ და­ვი­ნა­ხე, უზო­მოდ მო­მე­წო­ნა და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვი­ფიქ­რე ცო­ლის შერ­თვა­ზე, ასეთ ქალს შე­ვირ­თავ­დი-მეთ­ქი. ცხოვ­რე­ბა­ში სხვა არა­ვის­ზე მი­ფიქ­რია..." - იხ­სე­ნებ­და თა­ვად მა­ესტრო.

რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე ამ­ბობ­და, რომ ნა­ტა­შას დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო მისი წარ­მა­ტე­ბა, ამი­ტომ ის დარ­ჩა საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ერ­თგუ­ლად.

სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ობ­ში ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ერთი წუ­თი­თაც კი არ ტო­ვებ­დნენ, თუმ­ცა მხო­ლოდ 56 დღე გაძ­ლო რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძემ ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლი­სა და მე­გობ­რის გა­რე­შე და 2011 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს, 83 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ..." - ლეგენდად ქცეული სიყვარულის ისტორიები

"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ..." - ლეგენდად ქცეული სიყვარულის ისტორიები

"კვირის პალიტრა" გთავაზობთ ფოტოგალერეას შეყვარებულ წყვილებზე, რომელთა სიყვარულზე ლეგენედები დადიოდა და დღესაც დადის.

გალაკტიონი და ოლია ოკუჯავა

"ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენ გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის. ვიმეორებ, ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა, ანდა კვირობდა ჩემს ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი", - წერდა გალაკტიონი 1914 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში ოლიას.

ოლიას მამას რომანტიკოსი პოეტის სიძობის პერსპექტივა არ ხიბლავდა და შვილს გალაკტიონთან ურთიერთობას უკრძალავდა. ამის გამო, შეყვარებულები ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ, თუმცა მალე სტეფანე ოკუჯავას წინააღმდეგობა გატყდა და 1916 წელს ოლიამ და გალაკტიონმა ჯვარი დაიწერეს. ოლია თავგანწირული მეუღლე გამოდგა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ არ აცადა შეყვარებულ წყვილს ბედნიერი ცხოვრება...

ლია ელიავა და ოთარ კობერიძე

ქართული კინოს ორი ლეგენდა არა მხოლოდ სცენაზე იყო გენიალური, მათ სიყვარულის ისტორიაზე დღესაც ლაპარაკობენ.

"ლია ელიავა პირველად "ბაში" აჩუკის ღამის გადაღებებზე ვნახე და მისმა სილამაზემ დამაბრმავა", - ასე იხსენებდა ოთარი საყვარელ ქალთან შეხვედრას.

"პირველი უიღბლო ქორწინების შემდგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა "მამლუქი" ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი ნანა შეგვეძინა", - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლია ელიავა.

როგორც ცნობილია, ლია ელიავას გაცნობისას ოთარს ოჯახი ჰყავდა. ლია კი ქმართან გაშორებული იყო.

მსახიობი დოდო ჭიჭინაძე იხსენებდა: "ძალიან ლამაზი წყვილი იყო, მაგრამ მათ წინაშე დიდი ბარიერი აღიმართა. ეს გახლდათ საზოგადოების აზრი და ყველაზე მთავარი - ოჯახი! თავიდან არც მე ვიყავი მათი ქორწინების მომხრე, ვეუბნებოდი, სხვის უბედურებაზე თქვენს ბედნიერებას ვერ ააგებთ-მეთქი. თუმცა გავიდა დრო და მივხვდი, მათ არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე და დიდი დანაშაული იყო მათი ცალ-ცალკე ყოფნა. სწორედ მაშინ ვთქვი ბევრის გასაგონად: როცა ასეთი სიყვარულია, ალბათ ღირს რისკზე წასვლა-მეთქი".

"ლია ჩემი ცხოვრების არსი, ჩემი სუნთქვა იყო", - ამბობდა წლების შემდეგ გარდაცვლილ მეუღლეზე ოთარ კობერიძე.

გურამ საღარაძე და ტანია ბუჰბინდერი

გურამ საღარაძემ და მისმა მომავალმა მეუღლემ თეატრალური ინსტიტუტიდან გაიცნეს ერთმანეთი, ტანია ამ დროისთვის პირველ მეუღლეს იყო გაშრებული და თბილისში ცხოვრობდა. ისინი მალევე შეუღლდნენ და ბოლო ამოსუნთქვამდე გაგიჟებით უყვარდათ ერთმანეთი...

გურამ საღარაძის შვილი მარინა საღარაძე იხსენებს: "უკვე 17 წელზე მეტი გავიდა

ტანიას გარდაცვალების შემდეგ და მამას ერთი დღეც არ ავიწყდებოდა ტანიაზე რომ არ ესაუბრა და ელოცა... მამა ახლა ნამდვილად მასთან წავიდა..."

რუსთაველის თეატრის გასტროლებზე ყოფნისას ტანია ყოველთვის თან ახლდა მის მეუღლეს.. ტანიას გული აწუხებდა, ერთხელ გურამს დაურეკა და უთხრა ცუდად ვარო, სახლში დაბრუნებულ მსახიობს მეუღლე გარდაცვლილი დახვდა...

რამაზ ჩხიკვაძე და ნატაშა ჩხიკვაძე

ქართული თეატრის ერთ-ერთ წამყვანი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძისა და მისი მეუღლის ნატალია ჩხიკვაძის სიყვარულის ისტორიაც ისეთივე გენიალური გახლდათ, როგორი გენიალურიც ის თეატრის სცენაზე იყო.

"გემზე გავიცანი ნატაშა. იმ გემზე რომ არ ვყოფილიყავი, ხომ არ შევხვდებოდი. მე და გურამ საღარაძე მივდიოდით ოდესაში. იალტაში შემოვიდა ნატაშა. რომ დავინახე, უზომოდ მომეწონა და ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე ცოლის შერთვაზე, ასეთ ქალს შევირთავდი-მეთქი. ცხოვრებაში სხვა არავისზე მიფიქრია..." - იხსენებდა თავად მაესტრო.

რამაზ ჩხიკვაძე ამბობდა, რომ ნატაშას დიდი დამსახურება იყო მისი წარმატება, ამიტომ ის დარჩა საყვარელი ქალისა და ხელოვნების ერთგულად.

სიცოცხლის ბოლო პერიობში ისინი ერთმანეთს ერთი წუთითაც კი არ ტოვებდნენ, თუმცა მხოლოდ 56 დღე გაძლო რამაზ ჩხიკვაძემ ერთგული მეუღლისა და მეგობრის გარეშე და 2011 წლის 17 ოქტომბერს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია