პარაოლიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარაოლიმპიელები

პარაოლიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარაოლიმპიელები

ბრიტანელმა ექიმმა ლუდვიგ გუტმანმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციისთვის, მათი სპორტულ აქტივობებში ჩართვა დაიწყო. ვითარებამ აჩვენა, რომ აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებასთან ერთად, ცხოვრების მოტივაცია და სტიმულიც შეიძინეს. შშმ პირების ინტეგრაციისთვის და მათი ძალების რეალიზაციისთვის, დროთა განმავლობაში მათი მხრიდან სპორტულ აქტივობებში ჩართულობამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო.

პირველი პარაოლიმპიური თამაშები 1960 წლიდან იღებს სათავეს - რომში გამართული ოთხწლეულის უმთავრესი სპორტული მოვლენის, ოლიმპიადის შემდეგ, ისტორიაში პირველად პარაოლიმპიადა სწორედ ამ წელს ჩატარდა. სადებიუტო თამაშებშივე, იტალიის დედაქალაქს 23 ქვეყნის 400-მდე პარასპორტსმენი ესტუმრა. საქართველო პარაოლიმპიურ მოძრაობაში გაცილებით გვიან - 2008 წლიდან ჩაერთო, სადაც ჩვენი ქვეყანა ე.წ. "ველური ბარათის" წესით მიწვეულმა იაგო გორგოძემ წარადგინა. გორგოძე პარაოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობა - წოლჭიმში (დაწოლილი მდგომარეობაში შტანგის აწევა) ასპარეზობს, რომლის საერთაშორისო სახელია "პოუერლიფთინგი".

ორგანიზატორების მიწვევით, ორი პარასპორტსმენი ლონდონში, 2012 წლის პარაოლიმპიადაზეც დაუშვეს. ბრიტანეთის სამეფოში გამართულ თამაშებზე, საქართველოდან ნიკა თვაურმა და შოთა ომარაშვილმა იასპარეზეს. ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებში 165 ქვეყნის დაახლოებით 4200 პარაოლიმპიელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ძალოსანი შოთა ომარაშვილი და მოცურავე ნიკა თვაური.

წელს საქართველოსთვის რიგით მესამე პარაოლიმპიადას, რომელიც რიო დე ჟანეიროში ჩატარდება, ქვეყანა ისტორიული პირველი მოპოვებული ლიცენზიით ხვდება. ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ბრაზილიაში მონაწილეობა გაინაღდა. ზვიადი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გასული წლის მსოფლიო თასისა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. შედეგად BP-ის (რომელიც პარაოლიმპიური კომიტეტის მთავარი მხარდამჭერია) ელჩი პარაოლიმპიადაზე, რიოში მედლის მოპოვების უმთავრეს კანდიდატადაც ითვლება.

ზვიადის გარდა, ბრაზილიაში გამგზავრების უფლების მოპოვების შანსი კიდევ რამდენიმე ქართველ პარასპორტსმენს აქვს, რომლებიც დარჩენილ სალიცენზიო ტურნირებზე მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია