სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლების ამერიკული შთაბეჭდილებები ISEF-ის მასშტბური კონკურსიდან
ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლების ამერიკული შთაბეჭდილებები ISEF-ის მასშტბური კონკურსიდან

11 მა­ისს ამე­რი­კა­ში intel ISEF 2016-ის მსოფ­ლიო ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. intel ISEF ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ-გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა პრო­ექ­ტე­ბის უმ­სხვი­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სია, რომ­ლის პირ­ვე­ლა­დი შე­სარ­ჩე­ვი ტური მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 7 მი­ლი­ონ სკო­ლა­ში ჩა­ტარ­და.

INTEL ISEF 2016 ამე­რი­კა­ში, ფე­ნიქსში გა­ი­მარ­თა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 75 ქვეყ­ნის 1800-მდე მეც­ნი­ერ-გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა, 800 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით კონ­კურს "ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლი გუნ­დი "სო­ლა­რის" წევ­რებს (გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი, ბექა მი­ქა­ძე, ვახო კონ­ტრი­ძე, გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძე) და პრო­ექტ FOLLOW ME-ს ავ­ტო­რებს (გი­ორ­გი შე­ლე­გია და ამი­რან აფ­ცი­ა­უ­რი) უკვე იც­ნობს. AMBEBI.GE ბი­ჭებს ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დეც ესა­უბ­რა, ამ­ჯე­რად კი INTEL ISEF-ის კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და ემო­ცი­ე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რეს.

ქარ­თუ­ლი "სო­ლა­რის" წევ­რე­ბი ISEF-ის კონ­კურ­სზე ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტით წარ­სდგნენ. მზის ენერ­გი­ის მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით გაზ­რდა, აპ­რილ­ში NASA-ს კე­ნე­დის ცენ­ტრში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მიტ­ზე, მა­ის­ში კი ფე­ნიქსში გა­მოს­ცა­დეს.

ბექა მი­ქა­ძე: არი­ზო­ნას შტატ­ში, ქა­ლაქ ფე­ნიქსში გა­მო­ფე­ნე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი გრან­დი­ო­ზუ­ლი შე­ნო­ბაა მო­წყო­ბი­ლი. სწო­რედ იქ გა­ი­მარ­თა ფი­ნა­ლი. სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზი იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ 1800-ვე მო­ნა­წი­ლე სა­კუ­თარ სტენ­დე­თან ერ­თად, ერთ სივ­რცე­ში ეტე­ო­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია, და­ფა­რო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ ამ კონ­კურ­სი­დან გა­მოგ­ვყვა. იქა­უ­რი გა­რე­მო მარ­თლაც სრულ­ფა­სოვ­ნად იყო მო­წყო­ბი­ლი იმის­თვის, რომ კონ­კურ­სან­ტებს თავი სა­უ­კე­თე­სოდ წარ­გვედ­გი­ნა. 1800 მო­ნა­წი­ლი­დან 400 და­ა­ჯილ­დო­ვეს. კონ­კურ­სან­ტებს ჟი­უ­რის 12 წევ­რი აფა­სებ­და. წელს, სამ­წუ­ხა­როდ, პრი­ზი­ორ­თა შო­რის ვერ მოვ­ხვდით. ამ მას­შტა­ბის ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა იყო და ალ­ბათ, გარ­კვე­ულ კრი­ტე­რი­უ­მებს ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დით. კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან დიდი იყო. მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ჟი­უ­რის სიმ­პა­ტია ნამ­დვი­ლად და­ვიმ­სა­ხუ­რეთ" - ამ­ბობს "სო­ლა­რის" წევ­რი.

გი­ორ­გი შე­ლე­გი­ამ და ამი­რან აფ­ცი­ა­ურ­მა ISEF-ის ფი­ნალ­ში მათ მიერ გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი პორ­ტა­ტუ­ლი ელექტრო­გე­ნე­რა­ტო­რი წა­რად­გი­ნეს. მო­წყო­ბი­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ხე­ლის უნებ­ლიე მოძ­რა­ო­ბით წარ­მო­იქ­მნას ენერ­გია, რომ­ლიც აკუ­მუ­ლირ­დე­ბა და usb-პორ­ტის მეშ­ვე­ო­ბით მუხ­ტავს ტე­ლე­ფონს, პლან­შეტს და სხვა გა­ჯე­ტებს. ბი­ჭე­ბის ეს გა­მო­გო­ნე­ბა "ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის" კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. პრო­ექტ FOLLOW ME-ს ავ­ტო­რე­ბი მო­მა­ვალ­ში გა­მო­გო­ნე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დახ­ვე­წას და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას აპი­რე­ბენ.

გი­ორ­გი შე­ლე­გია: ISEF-ის კონ­კურ­სმა დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა შეგვძი­ნა თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს. ჩვენ შევ­ხვდით ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტებს. მათ­თან ლექ­ცია ძი­რი­თა­დად ინ­ტე­რაქ­ტი­ულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ვეს­წრე­ბო­დით სიმ­პო­ზი­უ­მებს და მას­ტერკლა­სებს. ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის მი­მართ ყვე­ლას კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია, რომ და­ჯილ­დო­ე­ბი­სას გარ­კვე­ულ­წი­ლად ად­გი­ლი ჰქონ­და მი­კერ­ძო­ე­ბას. დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, არ მინ­და ამ დო­ნის კონ­კურსს ჩემი სი­ტყვე­ბით რა­ი­მე ჩრდი­ლი მი­ვა­ყე­ნო. ვი­ტყვი იმას, რომ მსგავს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბაც, ჩვენ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვაა".

ბი­ჭე­ბი, სხვა ქარ­თველ მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ გრან­დი­ო­ზულ ვახ­შამ­ზეც მი­იწ­ვი­ეს. მი­უ­ხე­და­ვად ჟი­უ­რის სიმ­პა­ტი­ი­სა, წელს ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში პრი­ზის გა­რე­შე, თუმ­ცა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით სავ­სე და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ. ქარ­თვე­ლი გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კვლავ გეგ­მა­ვენ. წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის კი­დევ უფრო დახ­ვე­წა, სრუ­ლი მო­დი­ფი­კა­ცია, მა­სა­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სა­ბაზ­რო ფა­სის და­წე­ვა უკვე და­გეგ­მი­ლია.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლების ამერიკული შთაბეჭდილებები ISEF-ის მასშტბური კონკურსიდან

ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლების ამერიკული შთაბეჭდილებები ISEF-ის მასშტბური კონკურსიდან

11 მაისს ამერიკაში intel ISEF 2016-ის მსოფლიო ფინალი გაიმართა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლებიც მონაწილეობდნენ. intel ISEF ახალგაზრდა მეცნიერ-გამომგონებელთა პროექტების უმსხვილესი საერთაშორისო კონკურსია, რომლის პირველადი შესარჩევი ტური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 7 მილიონ სკოლაში ჩატარდა.

INTEL ISEF 2016 ამერიკაში, ფენიქსში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 75 ქვეყნის 1800-მდე მეცნიერ-გამომგონებელმა, 800 განსხვავებული პროექტით. საქართველოს სახელით კონკურს "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულები მონაწილეობდნენ.

AMBEBI.GE-ს მკითხველი გუნდი "სოლარის" წევრებს (გიორგი მარგიანი, ბექა მიქაძე, ვახო კონტრიძე, გიორგი ნიორაძე) და პროექტ FOLLOW ME-ს ავტორებს (გიორგი შელეგია და ამირან აფციაური) უკვე იცნობს. AMBEBI.GE ბიჭებს ამერიკაში გამგზავრებამდეც ესაუბრა, ამჯერად კი INTEL ISEF-ის კონკურსის ფარგლებში მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები გაგვიზიარეს.

ქართული "სოლარის" წევრები ISEF-ის კონკურსზე ინოვაციური პროექტით წარსდგნენ. მზის ენერგიის მარგი ქმედების კოეფიციენტის ინოვაციური ტექნოლოგიით გაზრდა, აპრილში NASA-ს კენედის ცენტრში საერთაშორისო სამიტზე, მაისში კი ფენიქსში გამოსცადეს.

ბექა მიქაძე: არიზონას შტატში, ქალაქ ფენიქსში გამოფენებისთვის სპეციალური გრანდიოზული შენობაა მოწყობილი. სწორედ იქ გაიმართა ფინალი. საგამოფენო დარბაზი იმდენად დიდი იყო, რომ 1800-ვე მონაწილე საკუთარ სტენდეთან ერთად, ერთ სივრცეში ეტეოდა. შეუძლებელია, დაფარო შთაბეჭდილება, რომელიც ჩვენ ამ კონკურსიდან გამოგვყვა. იქაური გარემო მართლაც სრულფასოვნად იყო მოწყობილი იმისთვის, რომ კონკურსანტებს თავი საუკეთესოდ წარგვედგინა. 1800 მონაწილიდან 400 დააჯილდოვეს. კონკურსანტებს ჟიურის 12 წევრი აფასებდა. წელს, სამწუხაროდ, პრიზიორთა შორის ვერ მოვხვდით. ამ მასშტაბის ჩვენი პირველი მცდელობა იყო და ალბათ, გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებდით. კონკურენცია ძალიან დიდი იყო. მაგრამ, ვფიქრობ, ჟიურის სიმპატია ნამდვილად დავიმსახურეთ" - ამბობს "სოლარის" წევრი.

გიორგი შელეგიამ და ამირან აფციაურმა ISEF-ის ფინალში მათ მიერ გამოგონებული პორტატული ელექტროგენერატორი წარადგინეს. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ხელის უნებლიე მოძრაობით წარმოიქმნას ენერგია, რომლიც აკუმულირდება და usb-პორტის მეშვეობით მუხტავს ტელეფონს, პლანშეტს და სხვა გაჯეტებს. ბიჭების ეს გამოგონება "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსის გამარჯვებულია. პროექტ FOLLOW ME-ს ავტორები მომავალში გამოგონების მაქსიმალურად დახვეწას და გაუმჯობესებას აპირებენ.

გიორგი შელეგია: ISEF-ის კონკურსმა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შეგვძინა თითოეულ მონაწილეს. ჩვენ შევხვდით ნობელის პრემიის ლაურეატებს. მათთან ლექცია ძირითადად ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ვესწრებოდით სიმპოზიუმებს და მასტერკლასებს. ქართველი კონკურსანტების მიმართ ყველას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დაჯილდოებისას გარკვეულწილად ადგილი ჰქონდა მიკერძოებას. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, არ მინდა ამ დონის კონკურსს ჩემი სიტყვებით რაიმე ჩრდილი მივაყენო. ვიტყვი იმას, რომ მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღებაც, ჩვენთვის სერიოზული მიღწევაა".

ბიჭები, სხვა ქართველ მონაწილეებთან ერთად კონკურსის ფარგლებში გამართულ გრანდიოზულ ვახშამზეც მიიწვიეს. მიუხედავად ჟიურის სიმპატიისა, წელს ქართველი კონკურსანტები საქართველოში პრიზის გარეშე, თუმცა შთაბეჭდილებებით სავსე და მოტივირებულები დაბრუნდნენ.  ქართველი გამომგონებლები კონკურსში მონაწილეობას კვლავ გეგმავენ. წარდგენილი პროექტის კიდევ უფრო დახვეწა, სრული მოდიფიკაცია, მასალების გაუმჯობესება და საბაზრო ფასის დაწევა უკვე დაგეგმილია.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია