სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ზოგჯერ მინდა, არ გათენდეს, აღარ შემიძლია ჩემი 18 წლის შვილის უბედურების ყურება..."
"ზოგჯერ მინდა, არ გათენდეს, აღარ შემიძლია ჩემი 18 წლის შვილის უბედურების ყურება..."

თუ გინ­და ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პო, და­ა­წყე­ბი­ნე აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში, ხელი შე­უ­წყვე, რომ გახ­დეს თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი და... უბე­დუ­რე­ბა არ და­ა­ყოვ­ნებს. მით უმე­ტეს, თუ ეს უბე­დუ­რე­ბა უკვე სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­გიძ­ლია მი­ი­ღო და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი მას სა­რეკ­ლა­მო დრო­ის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს უთ­მო­ბენ. დიახ, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­სა თუ ონ­ლა­ინ­ბე­თებს ვგუ­ლის­ხმობთ, რომ­ლე­ბიც ისე­თი­ვე ეროვ­ნულ პრობ­ლე­მად იქცა, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, ნარ­კო­მა­ნი­აა. ამ თე­მა­ზე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა", რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რიდს გთა­ვა­ზობთ:

"რეს­პონ­დენ­ტის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი ჟურ­ნა­ლის­ტთან სი­ახ­ლე არ არის, თუმ­ცა იმან, რაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ვის­მი­ნე, თავ­ზა­რი დამ­ცა. ერთი ადა­მი­ა­ნის ტრა­გე­დი­ამ კი­დევ ერთხელ და­მა­ნა­ხა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს სწო­რი და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა პრობ­ლე­მა­ზე, რა­საც თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქვია...

ნანი კალ­მა­ხე­ლი­ძე: "ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. თქვენ­თან და­რეკ­ვა უკი­დუ­რეს­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა... ყო­ვე­ლი ახა­ლი დღე წი­ნა­ზე მძი­მეა. ზოგ­ჯერ მინ­და, არ გა­თენ­დეს, რად­გან აღარ შე­მიძ­ლია ჩემი შვი­ლის უბე­დუ­რე­ბის ყუ­რე­ბა. მუდ­მი­ვად შიშ­ში ვცხოვ­რობ... მე­ში­ნია, ამ­დე­ნი ვა­ლის გამო გა­მო­სა­ვა­ლი თვით­მკვლე­ლო­ბა­ში არ იპო­ვოს. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, იქ­ნებ ჩემ­მა სიკ­ვდილ­მა ათ­ქმე­ვი­ნოს უარი ამ სა­ში­ნელ სენ­ზე. სა­თა­მა­შოდ ფუ­ლის შოვ­ნა სულ უფრო უჭირს. ჩვენც აღა­რა­ფე­რი გაგ­ვაჩ­ნია, გავ­ყი­დეთ ყვე­ლა­ფე­რი.

აღა­რა­ვის­თან მი­მეს­ვლე­ბა, ყვე­ლას ვალი გვაქვს. 18 წლის ბიჭი ამ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გამო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცო­ცხლად მიკ­ვდე­ბა. თა­მა­შის გარ­და, სხვა არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს. კი­დევ რამ­დე­ნი სი­ცო­ცხლეა სა­ჭი­რო სამ­სხვერ­პლოდ, რომ მთავ­რო­ბამ გულ­თან მი­ი­ტა­ნოს ოჯა­ხე­ბის, მშობ­ლე­ბის, შვი­ლე­ბის გა­სა­ჭი­რი და აკ­რძა­ლოს ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბი. ეს ჯო­ჯო­ხე­თია!"

წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია "უბე­დუ­რე­ბა ONLINE - "შე­ა­ჩე­რეთ სა­სიკ­ვდი­ლო თა­მა­შე­ბი!" სრუ­ლად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 16 მა­ი­სის ნო­მერ­ში ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ზოგჯერ მინდა, არ გათენდეს, აღარ შემიძლია ჩემი 18 წლის შვილის უბედურების ყურება..."

"ზოგჯერ მინდა, არ გათენდეს, აღარ შემიძლია ჩემი 18 წლის შვილის უბედურების ყურება..."

თუ გინდა ადამიანი დაღუპო, დააწყებინე აზარტული თამაში, ხელი შეუწყვე, რომ გახდეს თამაშზე დამოკიდებული და... უბედურება არ დააყოვნებს. მით უმეტეს, თუ ეს უბედურება უკვე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია მიიღო და ტელევიზიები მას სარეკლამო დროის საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობენ. დიახ, ონლაინკაზინოებსა თუ ონლაინბეთებს ვგულისხმობთ, რომლებიც ისეთივე ეროვნულ პრობლემად იქცა, როგორიც, მაგალითად, ნარკომანიაა. ამ თემაზე მეტად საინტერესო სტატიას აქვეყნებს გაზეთი "კვირის პალიტრა", რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

"რესპონდენტის სატელეფონო ზარი ჟურნალისტთან სიახლე არ არის, თუმცა იმან, რაც რამდენიმე დღის წინ მოვისმინე, თავზარი დამცა. ერთი ადამიანის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სწორი და დროული რეაგირება პრობლემაზე, რასაც თამაშზე დამოკიდებულება ჰქვია...

ნანი კალმახელიძე: "ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. თქვენთან დარეკვა უკიდურესმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა... ყოველი ახალი დღე წინაზე მძიმეა. ზოგჯერ მინდა, არ გათენდეს, რადგან აღარ შემიძლია ჩემი შვილის უბედურების ყურება. მუდმივად შიშში ვცხოვრობ... მეშინია, ამდენი ვალის გამო გამოსავალი თვითმკვლელობაში არ იპოვოს. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ ჩემმა სიკვდილმა ათქმევინოს უარი ამ საშინელ სენზე. სათამაშოდ ფულის შოვნა სულ უფრო უჭირს. ჩვენც აღარაფერი გაგვაჩნია, გავყიდეთ ყველაფერი.

აღარავისთან მიმესვლება, ყველას ვალი გვაქვს. 18 წლის ბიჭი ამ აზარტული თამაშების გამო, ფაქტობრივად, ცოცხლად მიკვდება. თამაშის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებს. კიდევ რამდენი სიცოცხლეა საჭირო სამსხვერპლოდ, რომ მთავრობამ გულთან მიიტანოს ოჯახების, მშობლების, შვილების გასაჭირი და აკრძალოს ონლაინთამაშები. ეს ჯოჯოხეთია!"

წაიკითხეთ სტატია "უბედურება ONLINE - "შეაჩერეთ სასიკვდილო თამაშები!" სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 16 მაისის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა