სერიალი "მაშველები" მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტ ადამიანს აქვს ნანახი. მისი აუდიტორია 1,1 მილიარდ ადამიანზე მეტია. მალიბუს ულამაზეს პლაჟებზე, ამერიკულ ცხოვრებაზე და მიმზიდველ მაშველებზე შექმნილმა ამ ისტორიამ პოპულარობა მოუტანა პამელა ანდერსონს, დევიდ ჰესელჰოფს და კარმენ ელექტრას. სერიალის გადაღებები 1989 წელს დაიწყეს და მისი 11 სეზონი 2001 წლამდე გრძელდებოდა.
სერიალის გადაღებებიდან 27 წლის შემდეგ, 2016 წლის ბოლოს "მაშველების" კინორიმეიქი გამოვა, სადაც დუეინ ჯონსონი და ზაკ ეფრონი ითამაშებენ. მანამდე კი, ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ ლეგენდარული სერიალის მთავარი როლის შემსრულებლებს: როგორ გამოიყურებოდნენ ისინი სერიალში და როგორ გამოიყურებიან ახლა დაათვალიერეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით