ყველაზე უჩვეულო ნაყინი მსოფლიოში

ყველაზე უჩვეულო ნაყინი მსოფლიოში

თუ კანადაში მოხვდებით, უთუოდ გასინჯეთ შემწვარი ბეკონის ნაჭრებიანი ნაყინი. ნათქვამია, რომ გემოვნებაზე არ დავობენ...

პარიზი ტყუილუბრალოდ როდი მიიჩნევა მსოფლიოს კულინარიულ დედაქალაქად. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ ეგზოტიკური ნაყინი ფუა-გრათი. დელიკატესი ბატისა და იხვის ღვიძლისგან მზადდება.

დუბაი ყველაფერში პირველობის მოპოვებას ცდილობს, შესაბამისად, იქ შეგხვდებათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული "ოქროს" ნაყინი.

ერთი ულუფის ფასი 817 დოლარია და შემკულია საკვებად ვარგისი ოქროს ფხვნილით.

კომოპანია STOYN-ი მერილინ მონროს, ჩე გევარასა და მულტფილმის გმირების უჩვეულო დიზაინისა და განსაკუთრებული გემოს ნაყინს გვთავაზობს.

ნაზი ნაყინი "მერილინ მონრო" რძისა და მარწყვის არომატით. ასეთი

შეხამება ჯონ კენედისთან ასოცირდება, ის ხომ ნაღებიან მარწყვზე გიჟდებოდა.

"ჩე გევარა" ნაღების ნაყინია შოკოლადის გემოთი და რომით.

მსოფლიოში ყველაზე შავი ნაყინი (მოცვის) ფილმის - "ვარსკვლავური ომები" მთავარი პერსონაჟის დარტ ვეიდერის სახით.

მიკი მაუსი მანგოს გემოიანი იოგურტის ნაყინია.

მწარმოებლები ახალი გმირების სახეების შექმნასაც გეგმავენ, რომელთა შორისაც არიან საშინელებათა ფილმების პერსონაჟები: ფრედი კრიუგერი, ჩაკი, პინჰედი და სხვები.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს