სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ლადო მამას ხელში ჩააკვდა" - თამაზი ფილმიდან "კუკარაჩა"
"ლადო მამას ხელში ჩააკვდა" - თამაზი ფილმიდან "კუკარაჩა"

...ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ პა­ტა­რა ბიჭი - თა­მა­ზი ფილ­მი­დან "კუ­კარ­ა­ჩა", ამ­ჯე­რად სწო­რედ ეს ბიჭი უნდა გა­გახ­სე­ნოთ, უფრო ზუს­ტად, მისი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ლადო ტა­ტიშ­ვი­ლი. ლადო დღეს ცო­ცხა­ლი აღარ არის, შე­სა­ბა­მი­სად, სტა­ტი­აც ისე­ვე სევ­დი­ა­ნი გა­მო­ვი­და, რო­გორც რე­ჟი­სო­რე­ბის - სიკო და ქეთი დო­ლი­ძე­ე­ბის ფილ­მი - "კუ­კარ­ა­ჩა". ეკ­რა­ნუ­ლი დე­დის, დე­ი­და ანი­კოს ერ­თა­დერ­თი ვაჟი ცხოვ­რე­ბა­შიც დე­დი­სერ­თა იყო და თა­ვი­სი ასე­ვე ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის, მი­სი­ვე სეხ­ნია ლა­დოს და­ბა­დე­ბა­საც ვერ მო­ეს­წრო - სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო ომში და­ი­ღუ­პა.

ლა­დოს დე­დას, ქალ­ბა­ტონ ტომა მა­მა­ლა­ძეს რომ ვეწ­ვიე, ინ­ტერ­ვი­უს­გან თავი შე­ი­კა­ვა, ძა­ლი­ან მიმ­ძიმს იმ დღის გახ­სე­ნე­ბა, ფიქ­რს რომ ვი­წყებ, მერე ღა­მე­ებს ვა­თე­ნე­ბო. თუმ­ცა ფო­ტო­ე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ორი სი­ტყვით მი­ამ­ბო ლა­დო­ზე:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ლადო სწო­რედ მა­შინ ამ­თავ­რებ­და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტს. 1992 წელს, თბი­ლი­სის ბრძო­ლე­ბი რომ დას­რულ­და და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­და­ი­ნაც­ვლეს, ლა­დომ თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად სამ­ტრე­დი­ა­ში წას­ვლა მო­ინ­დო­მა. კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი, ვკი­ო­დი, არ­სად გა­გიშ­ვებ-მეთ­ქი, მაგ­რამ რად­გან არ იშ­ლი­და, მე­უღ­ლემ და­მამ­შვი­და, ჩემი მან­ქა­ნით წა­ვიყ­ვან, გვერ­დით ვე­ყო­ლე­ბიო. იქ­ნებ, ამ მან­ქა­ნით რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ და სხვა ბი­ჭებ­თან ერ­თად წა­სუ­ლი­ყო, მათ­თვის არც ეს­რო­ლათ.

ლადო მა­მას­თან ერ­თად

ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ქარ­თველ­მა სნა­ი­პერ­მა და­უ­ცხრი­ლა მან­ქა­ნა. მერე კი ყვი­როდ­ნენ, გა­ჩერ­დი­თო, მაგ­რამ უკვე გვი­ა­ნი იყო. მხო­ლოდ ლადო და­ი­ღუ­პა, ხელ­ში ჩა­აკ­ვდა მა­მას, რო­მე­ლიც ასე­ვე დაჭ­რი­ლი იყო.

მე­უღ­ლე 5 თვის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. დი­ლით ვი­პო­ვე აქ, მი­სა­ღებ ოთახ­ში, წაქ­ცე­უ­ლი. 48 წლის გახ­ლდათ. მას შემ­დეგ 24 წე­ლი­წა­დი გა­ვი­და. დიდი დროა, არა? უკვე 70 წლის ვარ, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი, ლადო-უმ­ცრო­სი კი - 24-ის. მა­მას ვერ მო­ეს­წრო, იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი რძა­ლი - ლა­დოს მე­უღ­ლე ფეხ­მძი­მედ იყო მას­ზე. ახლა ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და ბან­კში მუ­შა­ობს. ვის ჰგავს? - მა­მა­სა­ვით შავ­თვა­ლაა, ისე კი, ორი­ვეს ჰგავს, ლა­დო­საც და ქე­თი­საც, ჩემს რძალს. თბი­ლის­ში ჩა­მო­დის ხოლ­მე, შარ­შა­ნაც იყო. ჯერ­ჯე­რო­ბით ცო­ლის შერ­თვას არ აპი­რებს, უფრო სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ წინსვლა­ზე ფიქ­რობს.

დაწ­ვრი­ლე­ბით კი ლა­დო­ზე "დე­ი­და ანი­კომ" - მსა­ხი­ობ­მა მარი ჯა­ნა­ში­ამ გვი­ამ­ბო:

- ხომ გახ­სოვთ, რო­გორც ამ­თავ­რებს ნო­დარ დუმ­ბა­ძე "კუ­კარ­ა­ჩას": მე უკვე 40-ს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი კაცი ვი­ყა­ვი, სიზ­მარ­ში ვნა­ხე კუ­კარ­ა­ჩა, ის კვლავ 21-22 წლის ბიჭი იყო, კვლავ მა­რი­გებ­და და ჭკუ­ას მას­წავ­ლი­დაო? და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე შეგ­რძნე­ბა მაქვს ლა­დოს­თან და­კავ­ში­რე­ბით: მე უკვე ამ­ხე­ლა ვარ, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მყავს და ლა­დუ­ნა ჩემ­თვის ისევ ის პა­ტა­რა, 10-11 წლის ბი­ჭია!

ასე მგო­ნია, არ შე­იძ­ლე­ბო­და, ლადო ამ ფილმში არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, რად­გან თით­ქოს მარ­თლა თა­მა­ზი იყო - ფილ­მის გმი­რი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ცო­ცხა­ლი, სი­კე­თით სავ­სე, ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნი და ცო­ტა­თი ცელ­ქი ბავ­შვი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქეთი დო­ლი­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა მისი შერ­ჩე­ვა. ლა­დოს დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ტომა მა­მა­ლა­ძე კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი იყო და ალ­ბათ ქე­თიც იც­ნობ­და ლა­დოს.

იცით, რო­გორ შევ­ხვდით მე და ლადო? ქე­თიმ გაგ­ვაც­ნო ერ­თმა­ნეთს და გვი­თხრა: ეს არის შენიშვი­ლი - ლადო, ეს კი არის დე­და­შე­ნი - ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა. იმ წამ­სვე ვიგ­რძე­ნი, რომ ჩვენს შო­რის გაჩ­ნდა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ახ­ლო­ვე, რო­მე­ლიც სწო­რედ დე­დაშ­ვილს აკავ­ში­რებს და სა­ხელს ვერ უწო­დებ. ისე­თი ახ­ლო­ბე­ლი და მარ­თლა შვი­ლი­ვით გახ­და ლადო ჩემ­თვის, რომ მერე, გა­და­ღე­ბებ­ზე თით­ქმის მისი თა­ნა­ტო­ლი ჩემი შვი­ლიც მიმ­ყავ­და ხოლ­მე და ეს ორი პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან შე­ეთ­ვი­სა ერ­თმა­ნეთს. ასე რომ, ლადო მარ­თლა ჩემი ნა­წი­ლი იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "კუ­კარ­ა­ჩა" ჩემ­თვის ერ­თდრო­უ­ლად უსაყ­ვარ­ლე­სი და ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი ფილ­მია. ლა­დოს და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვიც უც­ნა­უ­რად გა­ვი­გე. იმ­დე­ნად და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, ტე­ლე­ვი­ზორს რა­დი­ო­სა­ვით უფრო ვუს­მენ, ვიდ­რე - ვუ­ყუ­რებ. სა­მო­ქა­ლა­ქო ომი იყო. წამ­და­უ­წუმ ვი­ღაც იღუ­პე­ბო­და, იმ დღე­საც გავ­დი-გა­მოვ­დი­ო­დი, ვსაქ­მი­ა­ნობ­დი, ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩარ­თუ­ლი მქონ­და და უცებ ჩა­მეს­მა ტრა­გი­კუ­ლი ტექ­სტი, რომ მა­მის თვალ­წინ და­ი­ღუ­პა ახალ­გაზ­რდა ბიჭი. ჩემ­თვის ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე კი­დეც, ღმერ­თო, რა სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­დის უნდა მო­ე­ღოს ბოლო ამ სუ­ლე­ლურ, უაზ­რო ომს, რო­დის უნდა დას­რულ­დეს ეს უბე­დუ­რე­ბა-მეთ­ქი. ახ­სე­ნეს ლადო ტა­ტიშ­ვი­ლი, მაგ­რამ არ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა - ჩანს, ტვი­ნის რო­მე­ლი­ღაც მო­ნაკ­ვე­თი აპ­რო­ტეს­ტებ­და და არ იღებ­და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. დიქ­ტო­რი გა­ნაგ­რძობ­და:... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ლადო მამას ხელში ჩააკვდა" - თამაზი ფილმიდან "კუკარაჩა"

"ლადო მამას ხელში ჩააკვდა" - თამაზი ფილმიდან "კუკარაჩა"

...ალბათ ყველას გახსოვთ პატარა ბიჭი - თამაზი ფილმიდან "კუკარაჩა", ამჯერად სწორედ ეს ბიჭი უნდა გაგახსენოთ, უფრო ზუსტად, მისი როლის შემსრულებელი ლადო ტატიშვილი. ლადო დღეს ცოცხალი აღარ არის, შესაბამისად, სტატიაც ისევე სევდიანი გამოვიდა, როგორც რეჟისორების - სიკო და ქეთი დოლიძეების ფილმი - "კუკარაჩა". ეკრანული დედის, დეიდა ანიკოს ერთადერთი ვაჟი ცხოვრებაშიც დედისერთა იყო და თავისი ასევე ერთადერთი ვაჟის, მისივე სეხნია ლადოს დაბადებასაც ვერ მოესწრო - საქართველოს სამოქალაქო ომში დაიღუპა.

ლადოს დედას, ქალბატონ ტომა მამალაძეს რომ ვეწვიე, ინტერვიუსგან თავი შეიკავა, ძალიან მიმძიმს იმ დღის გახსენება, ფიქრს რომ ვიწყებ, მერე ღამეებს ვათენებო. თუმცა ფოტოების შერჩევისას ორი სიტყვით მიამბო ლადოზე:

- საქართველოში სამოქალაქო ომი რომ მიმდინარეობდა, ლადო სწორედ მაშინ ამთავრებდა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს. 1992 წელს, თბილისის ბრძოლები რომ დასრულდა და დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლეს, ლადომ თავის მეგობრებთან ერთად სამტრედიაში წასვლა მოინდომა. კინაღამ გავგიჟდი, ვკიოდი, არსად გაგიშვებ-მეთქი, მაგრამ რადგან არ იშლიდა, მეუღლემ დამამშვიდა, ჩემი მანქანით წავიყვან, გვერდით ვეყოლებიო. იქნებ, ამ მანქანით რომ არ ყოფილიყვნენ და სხვა ბიჭებთან ერთად წასულიყო, მათთვის არც ესროლათ.

ლადო მამასთან ერთად

ჩასვლისთანავე ქართველმა სნაიპერმა დაუცხრილა მანქანა. მერე კი ყვიროდნენ, გაჩერდითო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მხოლოდ ლადო დაიღუპა, ხელში ჩააკვდა მამას, რომელიც ასევე დაჭრილი იყო.

მეუღლე 5 თვის შემდეგ გარდაიცვალა. დილით ვიპოვე აქ, მისაღებ ოთახში, წაქცეული. 48 წლის გახლდათ. მას შემდეგ 24 წელიწადი გავიდა. დიდი დროა, არა? უკვე 70 წლის ვარ, ჩემი შვილიშვილი, ლადო-უმცროსი კი - 24-ის. მამას ვერ მოესწრო, იმ პერიოდში ჩემი რძალი - ლადოს მეუღლე ფეხმძიმედ იყო მასზე. ახლა ჩემი შვილიშვილი მოსკოვში ცხოვრობს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ბანკში მუშაობს. ვის ჰგავს? - მამასავით შავთვალაა, ისე კი, ორივეს ჰგავს, ლადოსაც და ქეთისაც, ჩემს რძალს. თბილისში ჩამოდის ხოლმე, შარშანაც იყო. ჯერჯერობით ცოლის შერთვას არ აპირებს, უფრო სამსახურეობრივ წინსვლაზე ფიქრობს.

დაწვრილებით კი ლადოზე "დეიდა ანიკომ" - მსახიობმა მარი ჯანაშიამ გვიამბო:

- ხომ გახსოვთ, როგორც ამთავრებს ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩას": მე უკვე 40-ს გადაცილებული კაცი ვიყავი, სიზმარში ვნახე კუკარაჩა, ის კვლავ 21-22 წლის ბიჭი იყო, კვლავ მარიგებდა და ჭკუას მასწავლიდაო? დაახლოებით იგივე შეგრძნება მაქვს ლადოსთან დაკავშირებით: მე უკვე ამხელა ვარ, შვილიშვილები მყავს და ლადუნა ჩემთვის ისევ ის პატარა, 10-11 წლის ბიჭია!

ასე მგონია, არ შეიძლებოდა, ლადო ამ ფილმში არ მოხვედრილიყო, რადგან თითქოს მართლა თამაზი იყო - ფილმის გმირი, არაჩვეულებრივად ცოცხალი, სიკეთით სავსე, ძალიან ზრდილობიანი და ცოტათი ცელქი ბავშვი. რასაკვირველია, ქეთი დოლიძის დამსახურებაა მისი შერჩევა. ლადოს დედა, ქალბატონი ტომა მამალაძე კინოსტუდიაში კოსტიუმების მხატვარი იყო და ალბათ ქეთიც იცნობდა ლადოს.

იცით, როგორ შევხვდით მე და ლადო? ქეთიმ გაგვაცნო ერთმანეთს და გვითხრა: ეს არის შენი შვილი - ლადო, ეს კი არის დედაშენი - ქალბატონი მარინა. იმ წამსვე ვიგრძენი, რომ ჩვენს შორის გაჩნდა წარმოუდგენელი სიახლოვე, რომელიც სწორედ დედაშვილს აკავშირებს და სახელს ვერ უწოდებ. ისეთი ახლობელი და მართლა შვილივით გახდა ლადო ჩემთვის, რომ მერე, გადაღებებზე თითქმის მისი თანატოლი ჩემი შვილიც მიმყავდა ხოლმე და ეს ორი პატარა ადამიანი ძალიან შეეთვისა ერთმანეთს. ასე რომ, ლადო მართლა ჩემი ნაწილი იყო. აქედან გამომდინარე, "კუკარაჩა" ჩემთვის ერთდროულად უსაყვარლესი და ძალიან დიდი ტკივილის მატარებელი ფილმია. ლადოს დაღუპვის ამბავიც უცნაურად გავიგე. იმდენად დაკავებული ვარ, ტელევიზორს რადიოსავით უფრო ვუსმენ, ვიდრე - ვუყურებ. სამოქალაქო ომი იყო. წამდაუწუმ ვიღაც იღუპებოდა, იმ დღესაც გავდი-გამოვდიოდი, ვსაქმიანობდი, ტელევიზორი ჩართული მქონდა და უცებ ჩამესმა ტრაგიკული ტექსტი, რომ მამის თვალწინ დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი. ჩემთვის ჩავილაპარაკე კიდეც, ღმერთო, რა საშინელებაა, როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ სულელურ, უაზრო ომს, როდის უნდა დასრულდეს ეს უბედურება-მეთქი. ახსენეს ლადო ტატიშვილი, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება - ჩანს, ტვინის რომელიღაც მონაკვეთი აპროტესტებდა და არ იღებდა ამ ინფორმაციას. დიქტორი განაგრძობდა:...  განაგრძეთ კითხვა

მაკა ასათიანი "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე გამოჩნდა - როგორ გამოიყურებოდა დიზაინერი შეუდარებელი "ლუქით"

ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსები და ვინ იცვამს შეუსაბამოდ - პიარის სპეციალისტი იმიჯზე აგორებულ სკანდალებსა და საპარლამენტო "დრეს კოდზე"

მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, თოვლი... - ხვალიდან ამინდი უარესდება