სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აქაური ანაზღაურების ნახევარიც არ გვქონდა საქართველოში" - ჩინეთში ქალაქ ურუნჩუს სახელმწიფო თეატრში 45 ქართველი ცეკვავს
"აქაური ანაზღაურების ნახევარიც არ გვქონდა საქართველოში" - ჩინეთში ქალაქ ურუნჩუს სახელმწიფო თეატრში 45 ქართველი ცეკვავს

ამ ცოტა ხნის წინ სტა­ტია მო­ვამ­ზა­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე უცხო­ელ მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­ზე, რის შემ­დე­გაც გაჩ­ნდა აზრი, რომ და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი იმ ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი­თაც, რომ­ლებ­მაც პი­რი­ქით სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვეს და სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე­ო­ბენ. რო­გორც შე­ვი­ტყვე, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­სა და ჩი­ნეთ­ში არი­ან და­საქ­მე­ბულ­ნი. ჩემ­მა რეს­პონ­დენ­ტებ­მა უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დით, 10 წლის წინ და­ტო­ვეს სა­ქარ­თვე­ლო.

ლადო წი­თაშ­ვი­ლი (მო­ცეკ­ვა­ვე):

- 6 წლი­დან ვცე­კავ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სცე­ნა­ზე, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის წევ­რი, 18 წლი­სა დავ­დე­ქი. დღეს 34 წლის გახ­ლა­ვართ. 2006 წელს წა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან და აღ­მოვ­ჩნდი ძა­ლი­ან ლა­მაზ შო­უ­ში, სა­ხე­ლად: "ანა­ტო­ლი­ის ცე­ცხლი ტროა". ამ შო­უს­თან ერ­თად კონ­ცერ­ტე­ბი მქონ­და 50-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში. ახ­ლაც ტურ­ნე­ზე ვართ გერ­მა­ნი­ა­ში, აქე­დან არ­გენ­ტი­ნა­ში მი­ვემ­გზავ­რე­ბით, არ­გენ­ტი­ნი­დან ჩი­ლე­ში. წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 230 კონ­ცერ­ტი მა­ინც გვაქვს. ახლა ამ ტურ­ნე­ში 8 ქარ­თვე­ლი ვმო­ნა­წი­ლე­ობთ.

რთულ დროს მო­მი­წია ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში ცეკ­ვა. მა­შინ, როცა ხელ­ფასს ვი­ზუ­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა უფრო ჰქონ­და, ვიდ­რე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი. მე კი ბინა არ მქონ­და, ქი­რით ვცხოვ­რობ­დი. ამ ფონ­ზე ფი­ზი­კუ­რი პორ­ბლე­მე­ბი შე­მექ­ნა, ჩემ­მა ქო­რე­ოგ­რაფ­მა ზაალ ჭუმ­ბუ­რი­ძემ ხან ერთ ექიმ­თან მი­მიყ­ვა­ნა, ხა­ნაც მე­ო­რეს­თან, წამ­ლე­ბიც მი­ყი­და, მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც და­მეხ­მა­რა, რის­თვი­საც უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ. მა­შინ მივ­ხვდი, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რომ პრო­ფე­სი­ის­თვის თავი არ და­მე­ნე­ბე­ბი­ნა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სხვა ქვე­ყა­ნა­ში ბე­დის ცდა იქ­ნე­ბო­და. ასე აღ­მოვ­ჩნდი თურ­ქეთ­ში. აქა­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის ნა­ხე­ვა­რიც არ გვქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"აქაური ანაზღაურების ნახევარიც არ გვქონდა საქართველოში" - ჩინეთში ქალაქ ურუნჩუს სახელმწიფო თეატრში 45 ქართველი ცეკვავს

"აქაური ანაზღაურების ნახევარიც არ გვქონდა საქართველოში" - ჩინეთში ქალაქ ურუნჩუს სახელმწიფო თეატრში 45 ქართველი ცეკვავს

ამ ცოტა ხნის წინ სტატია მოვამზადე საქართველოში მოღვაწე უცხოელ მოცეკვავეებზე, რის შემდეგაც გაჩნდა აზრი, რომ დავინტერესებულიყავი იმ ქართველი მოცეკვავეებითაც, რომლებმაც პირიქით საქართველო დატოვეს და საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. როგორც შევიტყვე, მათი უმრავლესობა მეზობელ თურქეთსა და ჩინეთში არიან დასაქმებულნი. ჩემმა რესპონდენტებმა უკეთესი მომავლის იმედით, 10 წლის წინ დატოვეს საქართველო.

ლადო წითაშვილი (მოცეკვავე):

- 6 წლიდან ვცეკავ. პროფესიონალურ სცენაზე, როგორც სახელმწიფო ანსამბლის წევრი, 18 წლისა დავდექი. დღეს 34 წლის გახლავართ. 2006 წელს წამოვედი საქართველოდან და აღმოვჩნდი ძალიან ლამაზ შოუში, სახელად: "ანატოლიის ცეცხლი ტროა". ამ შოუსთან ერთად კონცერტები მქონდა 50-ზე მეტ ქვეყანაში. ახლაც ტურნეზე ვართ გერმანიაში, აქედან არგენტინაში მივემგზავრებით, არგენტინიდან ჩილეში. წელიწადში დაახლოებით 230 კონცერტი მაინც გვაქვს. ახლა ამ ტურნეში 8 ქართველი ვმონაწილეობთ.

რთულ დროს მომიწია ქართულ სახელმწიფო ანსამბლში ცეკვა. მაშინ, როცა ხელფასს ვიზუალური დანიშნულება უფრო ჰქონდა, ვიდრე მატერიალური. მე კი ბინა არ მქონდა, ქირით ვცხოვრობდი. ამ ფონზე ფიზიკური პორბლემები შემექნა, ჩემმა ქორეოგრაფმა ზაალ ჭუმბურიძემ ხან ერთ ექიმთან მიმიყვანა, ხანაც მეორესთან, წამლებიც მიყიდა, მატერიალურადაც დამეხმარა, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ მისნაირი ადამიანები არსებობენ. მაშინ მივხვდი, ერთადერთი გამოსავალი, რომ პროფესიისთვის თავი არ დამენებებინა და მატერიალურადაც სხვაზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი სხვა ქვეყანაში ბედის ცდა იქნებოდა. ასე აღმოვჩნდი თურქეთში. აქაური ანაზღაურების ნახევარიც არ გვქონდა საქართველოში.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია