თელავის მუნიციპალიტეტმა არაბ ინვესტორს, რომელმაც 120-ზე მეტი სახლი უნებართვოდ ააშენა, სასამართლო მოუგო

თელავის მუნიციპალიტეტმა არაბ ინვესტორს, რომელმაც 120-ზე მეტი სახლი უნებართვოდ ააშენა, სასამართლო მოუგო

არაბ ინვესტორს, რომელმაც თელავის რაიონის სოფელ ჯუღაანში 120-ზე მეტი სახლი უნებართვოდ უკვე ააშენა, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასამართლო დავა მოუგო. მუნიციპალიტეტი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილობას და საჯარო რეესტრში მიწის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა. რაიონულმა სასამართლომ ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. აუდიტის დასკვნით, 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, არაბ ინვესტორს 4 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული.

სოფელ ჯუღაანში 17 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2011 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქე მამუკა სესიაშვილზე პირობიანი აუქციონით გაასხვისა. მანამდე, აღნიშნული ტერიტორია სოფლების ჯუღაანის და სანიორის მაცხოვრებლებს 9 წლიანი იჯარით ჰქონდათ აღებული. საიჯარო ხელშეკრულების ვადა აუქციონამდე ორი თვით ადრე, მარტში ამოიწურა. ადგილობრივების თქმით, მათ აუქციონის შესახებ არაფერი იცოდნენ. აუქციონზე გაყიდულ 17 ჰექტარს შორის ჯუღაანის მაცხოვრებლების გიორგი ყოჩიშვილის და ლამარა გრიგორიანიშვილის მიწის ნაკვეთებიც აღმოჩნდა, რომელიც მათ ნაყიდი ჰქონდათ, მაგრამ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ჰქონიათ.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველს, მამუკა სესიაშვილს 3 წლის განმავლობაში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აგროტურისტული კომპლექსი მოეწყო.

"აუქციონის გამარჯვების ოქმით, მამუკა სესიაშვილი ვალდებული იყო, თუ გადაწყვეტდა ქონების გასხვისებას, იმავე პირობებით გაესხვისებინა, როგორი პირობებითაც მიიღო და მუნიციპალიტეტისთვის შეეტყობინებინა. სესიაშვილმა ტერიტორია ამ პირობების დარღვევით გაასხვისა ქუვეითის მოქალაქე მაჰერ სალიმზე. მან სალიმს მიწა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებიდან მეორე დღესვე ხელშეკრულებით გადასცა", - ამბობს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა