THE PRODIGY - საჩუქარი GEM Fest-ისგან

THE PRODIGY - საჩუქარი GEM Fest-ისგან

უპრეცედენტო საჩუქარი GEM Fest-ისგან The Prodigy-ს თაყვანისმცემლებს. ”ბლექ სი ჯაზ-ფესტივალისა” და “Gem fest”-ის ორგანიზატორების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ის, ვინც TKT.GE-ზე GEM Fest-ის მულტიპასს შეიძენს, The Prodigy-ს კონცერტის ბილეთს საჩუქრად მიიღებს. ბრიტანული ჯგუფი The Prodigy 1990 წელს შეიქმნა და Big Beat მიმდინარეობის პიონერად იქცა.კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და ყველა,პრესტიჟული დაჯილდოვების ნომინანტი გახდა,მათ შორის Grammy Awards, Brit Awards, MTV Europe Music Awards და სხვა.

დღეს,The Prodigy მთელს მსოფლიოში,ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლაივ პროექტია,რომელიც მხოლოდ მასშტაბურ ფესტივალებზე უკრავს და 21 ივლისს, Gem-fest მისი მოსმენის შესაძლებლობას, გჩუქნით. The Prodigy-ს ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება.

Gem-fest 2016 ანაკლიაში 10-14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და 5 დღის განმავლობაში, 5 სცენაზე მსოფლიოს წამყვანი არტისტები 24 საათის განმავლობაში დაუკრავენ..

ფესტივალის მედია პარტნიორია ამბები.გე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება